პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ე.წ. ნაცაქტივისტები არ არიან ხელისუფლების ოპოზიცია, ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება - გურამ მაჭარაშვილი

ხალხის ძალა

გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან საქართველოზე სანქციების დაწესების გადადებითა და ევროკავშირის ელჩის ცეკვით უკმაყოფილოა.

ე.წ. ნაცაქტივისტები არ არიან ხელისუფლების ოპოზიცია, ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება - გურამ მაჭარაშვილი
რუსთავი 2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილოა და ევროკავშირის ელჩს საყვედურობს.

მაჭარაშვილის შეფასებით, როდესაც დიპლომატი შიდაპოლიტიკურ პროცესებში არასამართლიანად ერევა, ბოლოს მას საკუთარი მხარდამჭერებიც კი უპირისპირდებიან.

"ერთი ცეკვის იმედი ჰქონდა ჰერჩინსკის და ისიც დაუწუნეს თავისივე აქაურმა მხარდამჭერებმა. ეს იმის ბრალია სწორედ, როდესაც დიპლომატი პოლიტიკურ პროცესებში და, მათ შორის, არასამართლიანად გადახვალ პოლიტიკურ პროცესებში და ჩაერევი არასწორად პოლიტიკურ პროცესებში, ასეთი ბედი გეწევა. შენიანებიც კი გაგლანძღავენ, სწყინთ და ბრაზდებიან, როცა არ დასანქცირდება საქართველო, არ ჩამოიქცევა საქართველოს ეკონომიკა, მშვიდობა რომ არის საქართველოში. ეს სწყინთ და ეუბნებიან პირდაპირ, რომ დაასანქცირეთ საქართველო, მეტს არ გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ეუბნებოდნენ შეერთებულ შტატებს დაბომბე საქართველო, ირანის მხარეს არისო. მერე ირანს ეუბნებოდნენ, დაბომბეთ საქართველო, ამერიკის მხარეს არისო.

რა გასაკვირია ახლა, როცა გადადეს საქართველოს საკითხი იანვრამდე ევროკავშირში, "ტუფლებიდან" ამოვარდა გვარამია, როგორ გავბედეთ და როგორ გადადეთ დასანქცირება საქართველოსიო. ამიტომაც ვამბობთ ყოველთვის, რომ ეს ე.წ. ნაცაქტივისტები არ არის ხელისუფლების ოპოზიცია. ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას ეს განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. "ახალის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად, ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა.

მმართველი გუნდისთვის გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად, საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოროდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა - ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოგვარამია ჰერჩინსკის წინააღმდეგ - ოპოზიციის კრიტიკა ევროპელ დიპლომატს, სანქციების საკითხი და მმართველი გუნდის პასუხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი ცეკვის იმედი ჰქონდა ჰერჩინსკის და ისიც დაუწუნეს თავისივე აქაურმა მხარდამჭერებმა. ეს იმის ბრალია სწორედ, როდესაც დიპლომატი პოლიტიკურ პროცესებში და, მათ შორის, არასამართლიანად გადახვალ პოლიტიკურ პროცესებში და ჩაერევი არასწორად პოლიტიკურ პროცესებში, ასეთი ბედი გეწევა. შენიანებიც კი გაგლანძღავენ, სწყინთ და ბრაზდებიან, როცა არ დასანქცირდება საქართველო, არ ჩამოიქცევა საქართველოს ეკონომიკა, მშვიდობა რომ არის საქართველოში. ეს სწყინთ და ეუბნებიან პირდაპირ, რომ დაასანქცირეთ საქართველო, მეტს არ გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ეუბნებოდნენ შეერთებულ შტატებს დაბომბე საქართველო, ირანის მხარეს არისო. მერე ირანს ეუბნებოდნენ, დაბომბეთ საქართველო, ამერიკის მხარეს არისო. რა გასაკვირია ახლა, როცა გადადეს საქართველოს საკითხი იანვრამდე ევროკავშირში, "ტუფლებიდან" ამოვარდა გვარამია, როგორ გავბედეთ და როგორ გადადეთ დასანქცირება საქართველოსიო. ამიტომაც ვამბობთ ყოველთვის, რომ ეს ე.წ. ნაცაქტივისტები არ არის ხელისუფლების ოპოზიცია. ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას ეს განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება“
გურამ მაჭარაშვილი
„ამოვარდა გვარამია, როგორ გავბედეთ და როგორ გადადეთ დასანქცირება საქართველოსიო. ამიტომაც ვამბობთ ყოველთვის, რომ ეს ე.წ. ნაცაქტივისტები არ არის ხელისუფლების ოპოზიცია. ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას ეს განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ეს ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან - შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები