შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება და გადაწყვეტილების მოსკოვში დაწერაზე საუბარი ადასტურებს სარჩელს, რომ ისინი კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებენ.

ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხუთი პარტიის შესაძლოს აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით პროცესი გააჭიანუროს.
„უპირველეს ყოვლისა, თავად ის პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობისას გაახმოვანეს ამ ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ანუ, ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ანუ, ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. ასე, რომ პირიქით, რაც მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად და თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში.
რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებდით სამი დღის განმავლობაში სხდომების მსვლელობისას, ვნახეთ ჩვენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ერთი, რომ გააჭიანუროს პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით. მეორე, ვხედავთ რომ ისინი აშკარად ცდილობენ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე წინსწრებით, ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მაგრამ მგონი საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. მესამედი შუამდგომლობებისა, პირიქით ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე, რომ ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ეს დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია
შალვა პაპუაშვილი რადიკალების შესახებ: „ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“
ციტატები სტატიიდან
„უპირველეს ყოვლისა, თავად ის პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობისას გაახმოვანეს ამ ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ანუ, ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ანუ, ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. ასე, რომ პირიქით, რაც მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად და თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში. რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებდით სამი დღის განმავლობაში სხდომების მსვლელობისას, ვნახეთ ჩვენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ერთი, რომ გააჭიანუროს პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით. მეორე, ვხედავთ რომ ისინი აშკარად ცდილობენ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე წინსწრებით, ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მაგრამ მგონი საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. მესამედი შუამდგომლობებისა, პირიქით ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე, რომ ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…