"აღარ ვაფინანსებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ მოსახლეობის მხარდაჭერას" - EU €38 მილიონს გამოყოფს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირი 38 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, მაინც განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.
პროექტების მიმართულებები რომელსაც ევროკავშირის დააფინანსებს:
პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.
„ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს.
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.
ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.
პროექტების მიმართულებებია:
პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს. 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში. პროექტების მიმართულებებია: პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება; სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა; აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.