ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე - ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!

საქართველოს პარლამენტი

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 38 მილიონი ევროს დახმარებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად კონტრპროდუქტიულია, ხოლო ევრობიუროკრატია ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ თელავს.

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე - ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!
დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე - ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!ინტერპრესნიუსი

ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევროს დახმარებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „მზაკვრობა და უმწიფარი პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ევრობიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ".

„ევრობიუროკრატები საქართველოს მოსახლეობის ნახევრის არჩევანს არ აღიარებენ. აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?! რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?! ესეც არის კიდევ ერთი აშკარა დასტურია იმისა, რომ ევრობიუროკრატია საერთოდ

არის აცდენილი არსებულ პოლიტიკურ რეალობას, კვლავ ჯიუტად ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მას არანაირად არ ადარდებს რეალურად, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოსთვის 38 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. ევროკავშირის ოფისში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა გამოყოფილია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოს ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

„ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს“, - განმარტავენ ევროკავშირის ოფისში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მზაკვრობა და უმწიფარი პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ევრობიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ“
„ევრობიუროკრატები საქართველოს მოსახლეობის ნახევრის არჩევანს არ აღიარებენ. აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?! რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?! ესეც არის კიდევ ერთი აშკარა დასტურია იმისა, რომ ევრობიუროკრატია საერთოდ არის აცდენილი არსებულ პოლიტიკურ რეალობას, კვლავ ჯიუტად ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მას არანაირად არ ადარდებს რეალურად, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება“
„ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები