2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩო
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლის გამო ხელისუფლებას ფინანსურ დახმარებას უჩერებენ, თუმცა 2026 წელს მოსახლეობის მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფენ ახალი პროექტებისთვის, რათა გააგრძელონ „რეალური ცვლილებების შეტანა ოჯახების და თემების ცხოვრებაში მთელი საქართველოს მასშტაბით“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის პარტნიორობა ქართველ ხალხთან უკვე 30 წელზე მეტს ითვლის“.
„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას. თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
წარმომადგენლობის ცნობით, ახალი პროექტები გულისხმობს:
ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას პატარა ქალაქებსა და დასახლებებში;
მოსახლეობის აღჭურვას ისეთი უნარებით, რომლებიც საჭიროა ცვალებადი შრომითი ბაზრისთვის;
სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას, ოჯახური ფერმების დახმარებას მეტი შემოსავლის გამომუშავებაში და საკვების ხარისხის გაუმჯობესებას;
ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემცირებას;
კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას;
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…