ირანელი აქტივისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – „უფლებები საქართველო“
„უფლებები საქართველოს“ ცნობით, სასამართლომ ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი პატიმრობაში დატოვა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ცნობით, ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა რაჰიმიანის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა განიხილა.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ რაჰიმიანის ოჯახი დაფუძნებულია საქართველოში, მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ და რაჰიმიანის შვილები სწავლას ქართულ სკოლაში აგრძელებენ.
„სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა რაჰიმიანისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური გარემოებები და დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გაძევების პროცედურის დასრულებამდე რაჰიმიანის დროებითი განთავსების ცენტში მოთავსებაზე“, – ამბობს ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„უფლებები საქართველო კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოქალაქეობის ქვეყანაში მყისიერი და რეალური საფრთხე ემუქრება და მოუწოდებს, იმოქმედონ არგაძევების პრინციპის შესაბამისად“, – ამბობს ორგანიზაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 2026 წლის 26 ივნისიდან დაკავებულ ირანის მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
შსს-მ განმარტა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით.
„უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა რაჰიმიანისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური გარემოებები და დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გაძევების პროცედურის დასრულებამდე რაჰიმიანის დროებითი განთავსების ცენტში მოთავსებაზე“
„უფლებები საქართველო კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოქალაქეობის ქვეყანაში მყისიერი და რეალური საფრთხე ემუქრება და მოუწოდებს, იმოქმედონ არგაძევების პრინციპის შესაბამისად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.