პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ირანში სიკვდილით დასჯა ემუქრება“ – ირანელ აქტივისტს საქართველოდან აძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უფლებადამცველების ცნობით, საქართველოდან ირანელი აქტივისტის, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანის გაძევება იგეგმება, რომელსაც სამშობლოში სიკვდილით დასჯა ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ მას თავშესაფარზე უარი კანონის დაცვით ეთქვა, რადგან ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

„ირანში სიკვდილით დასჯა ემუქრება“ – ირანელ აქტივისტს საქართველოდან აძევებენ
ალია

ირანელ აქტივისტ მოჰამად მაჰდი რაჰიმიანს ჯერ ირანის საელჩომ პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უთხრა უარი, შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. ის ამჟამად საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორში იმყოფება და ქვეყნიდან გაძევებას ელოდება. საქართველოში მას ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

რაჰიმიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

მოჰამად მაჰდი რაჰიმიანს და მის ოჯახს საქართველოში მიმართული ჰქონდათ თავშესაფრის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ ირანში ებრძოდა მოქმედ რეჟიმს, აქტიურად იყო ჩართული პროცესში, რის გამოც იქ ემუქრებოდათ საფრთხე. თუმცა, აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა როგორც მიგრაციის დეპარტამენტმა, ასევე სასამართლომ და მათ უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე.

ჩვენი ძირითადი პოზიცია ის არის, რომ ირანში პროტესტში ჩართულ ადამიანებს ემუქრება მკაცრი სანქციები და საფრთხე, მათი არაპროპორციული დასჯა. ამ მოტივით ვითხოვთ, რომ არ მოხდეს მათი გაძევება, – ამბობს ადვოკატი.

პასუხად შსს-ში განმარტავენ, რომ რაჰიმიანს თავშესაფრის მიღებაზე უარი კანონის სრული დაცვით ეთქვა, რადგან ის საქართველოში სამართლებრივი გზებით არ იმყოფებოდა. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაკავება და გაძევების გადაწყვეტილებაც მიღებული

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიირანელი აქტივისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – „უფლებები საქართველო“
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირანელი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი ისევ პატიმრობაში რჩება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაკავებული ბელარუსი ლევ მიხეევი საქართველომ სომხეთში გააძევა – მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები