პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეს: ბაგა-ბაღებსა და სურსათის ობიექტებში ნოროვირუსთან დაკავშირებით 70 ობიექტი შემოწმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სურსათის ობიექტებში ნოროვირუსთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 70 ობიექტი და ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებულია 502 ნიმუში, საიდანაც პირველადი შედეგებით დარღვევა არ დადასტურებულა.

სეს: ბაგა-ბაღებსა და სურსათის ობიექტებში ნოროვირუსთან დაკავშირებით 70 ობიექტი შემოწმდა
ფორმულა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის მოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებენ. უწყების იმფორმაციით ინსპექტირების ჯგუფში შემოწმებებს აქტიურად მართავენ როგორც ბაღების კვების ბლოკებში, ისე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნეს ოპერატორებთან.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისა და სურსათის ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.

სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე აღებული 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, ხოლო დანარჩენ ნიმუშებზე კვლევა კვლავ გრძელდება და შედეგები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები