რა მოხდა სამეგრელოში, ვინ არის ძებნილი, რომელმაც მამა-შვილი დაჭრა - დეტალები ადგილიდან
ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში ძებნილმა ვალტერ როგავამ მეზობელი მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრა და მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 41 წლის კაცს, ვინც ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი დაჭრა.
წინასწარი ინფორმაციით, ვალტერ როგავამ რომელიც ძებნაში იყო, მეზობელი მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია შადიმან როგავა, მისი შვილს, ზამი როგავას კი დანით კიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
დაჭრილი ქალი ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ, ჰყვებოდა, რომ შეიარაღებული კაცი სახლში შეუვარდა და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე. დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა.
ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ… აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენს ხანს არ დააკავეს, არადა ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი"-, უთხრა დაჭრილმა ქალმა მოქალაქეს, რომელიც ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მეზობლების თქმით, დანაშაულის მოტივი წარსულში არსებული დაპირისპირებაა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, შეიარაღბული ვალტერ როგავა ოჯახს 6 თვის წინაც მიუვარდა და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.
როგორც შინაგან საქმეთა სმინისტროში "პირველებს" განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
ციტატები სტატიიდან
„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე. დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ… აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენს ხანს არ დააკავეს, არადა ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.