სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა - შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
სამეგრელოში მამაკაცმა მოგვარე მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრა, დაზარალებულის ცნობით კი თავდამსხმელმა სანადირო თოფიდანაც გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა. დაზარალებულის თქმით, დაჭრამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდანაც გაისროლა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.