გიორგი შარაშიძე პარტიების აკრძალვაზე: ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს
საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. დეპუტატ გიორგი შარაშიძის მტკიცებით, მანანა კობახიძის მიერ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88-ა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ამ პროცესით მათთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და არც განსაკუთრებული.
"კარგია, რომ ქალბატონმა მანანა კობახიძემ არ ისურვა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ფაქტობრივად პირდაპირი დასტურია იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული.
რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ახლა ამით ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს რაღაც არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ჩაინიშნა
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება
უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ - ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის პროცესზე
პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზე
ციტატები სტატიიდან
„კარგია, რომ ქალბატონმა მანანა კობახიძემ არ ისურვა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ფაქტობრივად პირდაპირი დასტურია იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ახლა ამით ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს რაღაც არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…