ბექა მინდიაშვილი: იმედია, ყველასთვის ნათელი გახდა, რას ნიშნავს სააკაშვილისა და ივაიშვილის ერთ პლაკატზე ერთად გამოსახვა და მათი ამგვარი გათანაბრება
ბექა მინდიაშვილი: კარგი ისაა, რომ ეს მეთოდი უკვვე გაცვდა და მოჩლუნგდა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:
იმედია, ყველასთვის ნათელი გახდა, რას ნიშნავს სააკაშვილისა და ივაიშვილის ერთ პლაკატზე ერთად გამოსახვა და მათი ამგვარი გათანაბრება.
ამით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა მექანიზმებით შლიდა და ასუსტებდა ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციურ ერთიანობას მთელი წლების განმავლობაში და რა მეთოდებით ცდილობდა პროტესტისა და წინააღმდეგობის დისკრედიტაციას.
კიდევ ასე თუ ისე გასაგები იქნებოდა, მიშას მმართველობის დროს, რომელსაც პლაკატის ავტორები ახლა ავტოკრატიულად მოიხსენიებენ, თავადაც ოპოზიციაში ყოფილიყვნენ.
სააკაშვილისა და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მწვავე კრიტიკა სავსებით შესაძლებელია და ხშირად სრულიად სამართლიანიც. მაგრამ ამ აქციაზე ამგვარი იდიოტიზმის დემონსტრირება სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ ქოცების ინტერესებს ემსახურებოდა.
კარგი ისაა, რომ ეს მეთოდი უკვვე გაცვდა და მოჩლუნგდა

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…