საკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს. საქმეს პლენუმი განიხილავს, თუმცა მოსამართლე მანანა კობახიძემ სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.

“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
პლენუმის შემადგენლობაში, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს, არიან - რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე მანანა კობახიძე. მან თავდაპირველად თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.
მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“).
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად.
საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს შეიტანა.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ჩაინიშნა
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება
უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ - ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის პროცესზე
პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზე
გიორგი შარაშიძე პარტიების აკრძალვაზე: ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…