გიორგი შარაშიძე საკონსტიტუციო სარჩელზე: მისი მიზანია არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და არაკონსტიტუციურად გამოცხადება
დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმებაა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენიათ. "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ სარჩელის მიზანია არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში "განსხვავებული აზრის გაუქმება".
"ჩვენი პოლიტიკური ძალა არის სრულიად ხელოვნურად და აბსოლუტური ბრალდებებით დამატებული ამ სიას, რაც რა თქმა უნდა, ადასტურებს საერთოდ მთლიანობაში ამ სარჩელის აბსურდულობას. და ამ სარჩელის მიზანია არა პარტიების აკრძალვა მხოლოდ, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენი პოლიტიკური ძალა არის სრულიად ხელოვნურად და აბსოლუტური ბრალდებებით დამატებული ამ სიას, რაც რა თქმა უნდა, ადასტურებს საერთოდ მთლიანობაში ამ სარჩელის აბსურდულობას. და ამ სარჩელის მიზანია არა პარტიების აკრძალვა მხოლოდ, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…