ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაფედერალისტებითავისუფლების მოედანი

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 21-23 ოქტომბერს ჩანიშნა, რასაც წინ მოსამართლე მანანა კობახიძის გადადგომა უძღოდა. ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ პროცესი წინასწარ დაწერილია და პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას ისახავს მიზნად.

პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზე
პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზენეტგაზეთი

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — ჩაინიშნა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „პირადი განცხადების საფუძველზე“ დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმიდან თვითგანრიდებას ითხოვდა და უარი ეთქვა. მანანა კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ დაწერილია და ამბობენ, რომ პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ პროცესების ჩახშობას და რადიკალიზაციას გამოიწვევს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითაცილება მიეცა პოლიტიკური პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, აჩვენებს ძალიან ნათლად იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ანი წითლიძემ.

მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც წულუკიანის კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი: გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც თქვენ გავალებთ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, არის გადაწყვეტილება რომელიც დაწერილია კრემლში. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა. თქვენ კონსტიტუციურ საფუძველს უქმნით ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არა მხოლოდ. თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება განუზომელი, და თუ თქვენ შეასრულებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას, თქვენ დაექვემდებარებით მკაცრ საერთაშორისო სანქციას. ოლიგარქიული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სანქცია, რომელიც თქვენ აუცილებლად დაგეკისრებათ, არ შეიცვლება არასოდეს“, — მიმართა მან მოსამართლეებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების აკრძალვის მცდელობას ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებად აფასებს და აცხადებს, რომ „ფედერალისტებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები. მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა. ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში ბაბლს მიღმა, ვერ ხვდება რას ნიშნავს და რამ გამოიწვია ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია.

პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. დამოკიდებულია პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე. ამიტომ, დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ — რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ, და იმიტომ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას. პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს“, — წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, (ანუ ყველას, „ფედერალისტების“ გარდა), 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და „რეჟიმისვე ბუღალტერიით“, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, ცხადი გახდება, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.

მისი თქმით, ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას „ფედერალისტები“ არც მათი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდე აპირებდნენ.

„ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით — მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს. ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ ყველა ფრონტზე“, — აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის ლევან ცუცქირიძის აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განაჩენი იქნება თავად „ქართული ოცნებისთვის“.

„პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა. ის მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ გზას დაახშობს და კიდევ უფრო მძიმე დასასრულის გარანტია გახდება „ოცნებისთვის“.

აკრძალვა ვერ გააქრობს კორუფციას, სიღარიბეს, უსამართლობას, უმუშევრობას, გაუსაძლის ფასებს, შიმშილს, ქვეყნის იზოლაციას, ოკუპაციას, ემიგრაციას, სოფლების დაცლას, ქალაქების ჩახერგვასა და დაბინძურებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნგრევას, ნარკომანიის საშინელ მასშტაბებს, ჯანდაცვის სისტემის მასშტაბურ კრიზისს, ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და უამრავ სხვა პრობლემას. ეს პრობლემები დაგროვდება, გამწვავდება და გამოსავალს აუცილებლად იპოვის, რაც არ უნდა დიდხანს ჩახერგონ მათმა მოსყიდულმა მოძალადეებმა ის მდინარე, სადაც მათი უსამართლობისგან დაგროვილი ბრაზი გროვდება და ერთიანდება“, — აცხადებს ცუცქირიძე.

„ჯერ საქართველოს“ ლიდერი ვიქტორ ყიფიანი ასევე მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციის გზაა.

„ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, — აცხადებს „ჯერ საქართველოს“ ლიდერი ვიქტორ ყიფიანი.

შედეგად, მისი თქმით, ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდე მანძილი მკვეთრად მცირდება.

„მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად“ დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი. დაფიქრდით. სანამ დროა, შეჩერდით“, — აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

„რეჟიმის სულსწრაფობამ, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კანონგარეშედ გამოაცხადოს, პანიკურ ზღვარს მიაღწია“, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარიას აზრით.

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მან თანამდებობა საერთოდ დატოვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში, სასამართლომ მოულოდნელად, 21 ოქტომბრიდან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსმენები ჩანიშნა. ეს სასოწარკვეთილი აჩქარება ორ რამეზე მიუთითებს:

შიდა კოლაფსის შიში: რეჟიმი შეშინებულია, რომ სასამართლო სისტემაზე მყიფე კონტროლი არ დაკარგოს და ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ კვორუმს დაკარგავს.

მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა: ეს არის ელვის სისწრაფით თავსმოხვეული ფიქციური პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის გასანადგურებლად და დიქტატურის გასამყარებლად.

რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას ვერ დაუპირისპირდება. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი — რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება“, — წერს გახარია X-ზე.

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლოს ჩაამატა ასაკრძალთა სიას. სალონსტიტუციო სარჩელით სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითაცილება მიეცა პოლიტიკური პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, აჩვენებს ძალიან ნათლად იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ“
ანი წითლიძე
„ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით — მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს. ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ ყველა ფრონტზე“
თამარ ჩერგოლეიშვილი
„ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“
ვიქტორ ყიფიანი
„მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად“ დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი. დაფიქრდით. სანამ დროა, შეჩერდით“
ვიქტორ ყიფიანი
„საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები. მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა. ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში ბაბლს მიღმა, ვერ ხვდება რას ნიშნავს და რამ გამოიწვია ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია. პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. დამოკიდებულია პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე. ამიტომ, დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ — რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ, და იმიტომ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას. პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს“
თამარ ჩერგოლეიშვილი
„პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა. ის მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ გზას დაახშობს და კიდევ უფრო მძიმე დასასრულის გარანტია გახდება „ოცნებისთვის“. აკრძალვა ვერ გააქრობს კორუფციას, სიღარიბეს, უსამართლობას, უმუშევრობას, გაუსაძლის ფასებს, შიმშილს, ქვეყნის იზოლაციას, ოკუპაციას, ემიგრაციას, სოფლების დაცლას, ქალაქების ჩახერგვასა და დაბინძურებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნგრევას, ნარკომანიის საშინელ მასშტაბებს, ჯანდაცვის სისტემის მასშტაბურ კრიზისს, ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და უამრავ სხვა პრობლემას. ეს პრობლემები დაგროვდება, გამწვავდება და გამოსავალს აუცილებლად იპოვის, რაც არ უნდა დიდხანს ჩახერგონ მათმა მოსყიდულმა მოძალადეებმა ის მდინარე, სადაც მათი უსამართლობისგან დაგროვილი ბრაზი გროვდება და ერთიანდება“
ლევან ცუცქირიძე
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მან თანამდებობა საერთოდ დატოვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში, სასამართლომ მოულოდნელად, 21 ოქტომბრიდან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსმენები ჩანიშნა. ეს სასოწარკვეთილი აჩქარება ორ რამეზე მიუთითებს: შიდა კოლაფსის შიში: რეჟიმი შეშინებულია, რომ სასამართლო სისტემაზე მყიფე კონტროლი არ დაკარგოს და ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ კვორუმს დაკარგავს. მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა: ეს არის ელვის სისწრაფით თავსმოხვეული ფიქციური პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის გასანადგურებლად და დიქტატურის გასამყარებლად. რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას ვერ დაუპირისპირდება. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი — რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება“
გიორგი გახარია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?