ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო „ქართული ოცნების“ სარჩელი ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. ამავე დროს, მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომლის თვითგანრიდების შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგი შემადგენლობის პლენუმით განიხილავს:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გოგა კიკილაშვილი – წევრი;
სერგო მეთოფიშვილი – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანია: დარეჯან ჩალიგავა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 13 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა. გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს. მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ჩაინიშნა
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება
უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ - ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის პროცესზე
პარტიების გამოხმაურებები მათი აკრძალვის პროცედურის დაჩქარებაზე
გიორგი შარაშიძე პარტიების აკრძალვაზე: ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…