ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას დაიწყებს. დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, პარტიების აკრძალვის მთელი პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით
ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვითრუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88-ა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს:

"ყველა ქვეყნის კანონმდებლობა და საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის სანქციას, აკრძალვას და ამ შემთხვევაში შესაბამისს სამართლებრივ პროცედურებს. საქართველოს კონსტიტუციითაც და კანონმდებლობითაც ეს არის განმსაზღვრელი, ამიტომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ზოგადად დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავი შეიკავეს აღიარებისაგან, მაგრამ ძალიან გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩარევას და ძალიან გულმხურვალედ უჭერდნენ მხარეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაში 4 ოქტომბრის მოვლენებს, ამიტომ, მათ დამარცხება გააფორმეს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლად. ამიტომ აქ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა კი არ არის, არის მათი დამარცხება ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანთან." - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ქვეყნის კანონმდებლობა და საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის სანქციას, აკრძალვას და ამ შემთხვევაში შესაბამისს სამართლებრივ პროცედურებს. საქართველოს კონსტიტუციითაც და კანონმდებლობითაც ეს არის განმსაზღვრელი, ამიტომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით. ზოგადად დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავი შეიკავეს აღიარებისაგან, მაგრამ ძალიან გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩარევას და ძალიან გულმხურვალედ უჭერდნენ მხარეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაში 4 ოქტომბრის მოვლენებს, ამიტომ, მათ დამარცხება გააფორმეს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლად. ამიტომ აქ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა კი არ არის, არის მათი დამარცხება ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანთან.“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?