პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, რომლითაც მმართველი პარტია 5 ძირითადი ოპოზიციური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა
ნეტგაზეთი

დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი; სერგო მეთოფიშვილი; გიორგი მოდებაძე; ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს.

21 ოქტომბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების“ მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესზე.

„ეს ნაბიჯი წარმოადგენს ქვეყნის ავტოკრატიზაციის ახალ, უმძიმეს ეტაპს“ და „ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას“ – ასეთია მათი შეფასება.

პარტიების აკრძალვის თემაზე სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში მედია ვერ გადაიღებს.

როგორც „ბათუმელებს“ საკონსტიტუციო სასამართლოში განუმარტეს, სხდომის ტრანსლირება მოხდება სასამართლოს იუთუბ-არხზე, ხოლო საინფორმაციო საშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს სხდომათა დარბაზში შესვლას და კამერით მუშაობას.

სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დარბაზში შესვლა და დასწრება შეეძლებათ, თუმცა არ ექნებათ გადაღების უფლება. ამასთან, შესვენების გამოცხადებამდე ვერ შეძლებენ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიპარტიების აკრძალვის გეგმა - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან
  2. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს
  3. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს
  4. TV პირველიოპოზიციურიდღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს
  5. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
  6. ბათუმელებიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელის განხილვას, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
  7. ფორმულაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
  8. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
  9. ბათუმელებიოპოზიციურისხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურაწაიკითხე

უახლესი ამბები