ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალა

საქართველოს პროკურატურა

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა, თუმცა პროკურატურის გასაჩივრების გამო ის განხილვამდე საპატიმროში დარჩება. ჯორჯესკუს ბრალად თაღლითობა, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ფაშიზმის პოპულარიზაცია ედება.

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალა
რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალარუსთავი 2

რუმინეთის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს წინასწარი პატიმრობა 30-დღიანი შინაპატიმრობით შეუცვალა. პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რის გამოც სააპელაციო განხილვამდე პოლიტიკოსი საპატიმროში დარჩება.

ჯორჯესკუ სექტემბრის ბოლოს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციონერი ბრალს არ აღიარებს. გარდა, ამისა ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფისა და ფაშიზმის პოპულარიზაციის მუხლებით მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი იყო, თუმცა კენჭისყრის შედეგები, სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო, სასამართლომ გააუქმა, მას კი არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?