პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

იტალიის ვიცე-პრემიერი: ზელენსკიმ თავს არ უნდა მისცეს უფლება, ომი ჩვენს კართან გადმოიტანოს - ხმელთაშუა ზღვა ჩვენი სახლია, ის ევროპის გულია, ლიბია კი იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს

იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ლიბიის პორტებში გემების დაბომბვა მიუღებელია და მას არ აქვს უფლება ომი მათ კართან გადმოიტანოს.

იტალიის ვიცე-პრემიერი: ზელენსკიმ თავს არ უნდა მისცეს უფლება, ომი ჩვენს კართან გადმოიტანოს - ხმელთაშუა ზღვა ჩვენი სახლია, ის ევროპის გულია, ლიბია კი იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს
იმედინიუსი

იტალიის ვიცე-პრემიერი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და პარტია „ლიგის“ ლიდერი, მატეო სალვინი ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ლიბიის პორტებში მდგომი გემების დაბომბვა „მიუღებელია“.

„ზელენსკიმ თავს არ უნდა მისცეს უფლება, ომი ჩვენს კართან გადმოიტანოს. ხმელთაშუა ზღვა ჩვენი სახლია, ის ევროპის გულია, ლიბია კი იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს“, - აცხადებს იტალიელი პოლიტიკოსი.

„ისედაც რთულ ვითარებაში, იტალიის პირდაპირ, ლიბიის პორტებში მდგომი გემების დაბომბვა არაგონივრული და არაკონსტრუქციული ნაბიჯია, რომელიც მშვიდობას არ გვაახლოებს. ეს მიუღებელია“, - აღნიშნა მატეო სალვინიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯორჯია მელონი: უკრაინის ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები