„პირველ სართულზე ლალი [ერთ-ერთი დაღუპული] ყვიროდა მიშველეთო"
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გვიან ღამით დასრულდა. 7 ადგილობრივიდან, რომლებსაც მაშველები ნანგრევებში 13 საათზე მეტ ხანს ეძებდნენ, მხოლოდ 3 წლის თაია ფხალაძე გადარჩა - ის მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი იპოვეს.
![„პირველ სართულზე ლალი [ერთ-ერთი დაღუპული] ყვიროდა მიშველეთო"](/thumb/e9cde58c-0a92-4366-b517-887df3fd02d4-960.webp)
„პირველ სართულზე ლალი [ერთ-ერთი დაღუპული] ყვიროდა მიშველეთო. გვერდზე ვცხოვრობ გამოვვარდი, ჩემი მეუღლეც მივიდა, მერე მაშველებმა გამოიყვანეს. მიშველეთო ყვიროდა და დაიწყო ნგრევა შიგნიდან. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო. მეორე სართული არ იყო კონტაქტური, ვერავინ ვერ უკავშირდებოდა, ალბათ ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ ჯაბასი [ერთ-ერთი დაღუპული], მიშველეთო. მაშველებიც რომ შევიდნენ დაიწყო ნგრევა" | ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას ადგილობრივი ჟურნალისტებთან იხსენებს.
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის ქალიშვილი ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიანა; 54 წლის ლალი შიშმანაშვილი და ჯაბა საყევარაშვილი.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გვიან ღამით დასრულდა. 7 ადგილობრივიდან, რომლებსაც მაშველები ნანგრევებში 13 საათზე მეტ ხანს ეძებდნენ, მხოლოდ 3 წლის თაია ფხალაძე გადარჩა - ის მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი იპოვეს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიასამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
12 საათიანი სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში - ნანგრევებში 2 ადამიანის ძებნის ოპერაცია გრძელდება
რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ნანგრევებში ერთ არასრულწლოვანს ეძებენ
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
"თაიას დედა და და დაიღუპა, სხვა ოჯახიდან დედა-შვილი" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს
რა ხდება ამ დროისთვის ფონიჭალაში და რას იხსენებენ ტრაგედიის თვითმხილველები
საბედისწერო წუთები აფეთქებიდან ნგრევამდე - ადგილობრივების თქმით, ხალხი კონტაქტზე იყო და შველას ითხოვდა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…