ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
ფონიჭალაში ნანგრევებიდან, მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 12 საათია მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვი, სამი კი ქალია.
ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნებელი ამოიყვანეს.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ევაკუირებულია მოსახლეობა. თბილისის მერის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…