ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა მეხუთე დაღუპულის ცხედარი იპოვეს; ამ ეტაპზე ნანგრევებში მცირეწლოვანს ეძებენ.

მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფაქტს "პირველებს" შესაბამის უწყებაში უდასტურებენ.
ამ ეტაპზე ნანგრევებში მცირეწლოვანს ეძებენ.
მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული - მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი. რიგით მეხითე ცხედარი კი ახალგაზრდა კაცს ეკუთვნის.
დღის ბოლოს, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი - სამი წლის თაია, რომელიც კონტაქტურია და კლინიკაში უტარდება შესაბამისი კვლევები.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…