პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანგრევებში მოყოლილი 7 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი მე-6 გარდაცვლილის, 7 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს; შვიდი ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა.

ნანგრევებში მოყოლილი 7 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს
ნეტგაზეთი

ფონიჭალაში იპოვეს მე-6 ადამიანის ცხედარიც. ის 7 წლის ბავშვს ეკუთვნის.

ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია დასრულებულია. ამჟამად მაშველები ბავშვის ცხედრის ამოსვენებას ცდილობენ.

ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის თაია გადარჩა. 7 წლის ნუცა მისი და იყო.

ყველა ცხედარი ნაპოვნია.

გარდაცვლილთაგან 3 ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ნანგრევებიდან ოთხი პირი თავიდანვე გამოიყვანეს. შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.

„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოაფეთქება ფონიჭალაში - 8 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიკორპუსის ნანგრევებში მხოლოდ ერთი ადამიანი, 7 წლის ბავშვი დარჩა
  3. რუსთავი 2სამთავრობონანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები