პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ოთხი ცხედარი ამოასვენეს, მაშველები კიდევ ორ დაკარგულ პირს ეძებენ.

რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
TV პირველი

რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს, ერთი აფეთქების შემდეგ ჩაინგრა - ვრცელდება შიდა პერიმეტრზე გადაღებული კადრები.

ვიდეო-კადრებით დიგნება, რომ სპეციალური ამწე შესულია შიდა ტერიტორიზე და ამოქავთ ე.წ. სინკარები, ბეტონის სართულშორისი ფილები, რომელიც ოთხი სართულიდან მოწდა და პირველ სართულზე ყრია.

დაკარგულებს სწორედ აქ ამ პერიმეტრზე ეძებენ.

დღეს პირველები გიყვებოდათ, რომ ჩამონგრეულია ხუთიდან ოთხი სართულის საყრდენი ფილა და ბეტონის მასალა პირველი სართულშუა ჩატანილი.

მაშველები ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 2 პირს ამ დრომდე ეძებენ - მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.

მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის თაია. ერთ-ერთი ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამი წლის ბავშვის დედაა.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურისამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
  2. რუსთავი 2სამთავრობო12 საათიანი სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში - ნანგრევებში 2 ადამიანის ძებნის ოპერაცია გრძელდება
  3. TV პირველიოპოზიციურინანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
  4. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ეძებენ ორსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები