პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფელ დიდ ლილოში წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ორი პროექტი განხორციელდება

GWP

სოფელ დიდ ლილოში წყალარინების სისტემის მოსაწყობად GWP სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს, მარტში კი ცენტრალური მილსადენის დიამეტრი გაიზრდება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სოფელ დიდ ლილოში წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ორი პროექტი განხორციელდება
იმედინიუსი

სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორი მიმართულებით მუშაობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაჰპირდნენ.

„როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა, იყო წყალარინების ქსელის არარსებობა. ზოგიერთ ქუჩაზე არსებობს ქსელი, მოსახლეობის ნაწილს კი პრობლემა აქვს. ჩვენ ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. მოსახლეობის იმ ნაწილის ცენტრალიზებულ წყალარინების სისტემაზე დასაერთებლად, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობს, კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლის მარტში ასევე დაგეგმილია არსებული წყალარინების ცენტრალური მილსადენის დიამეტრის გაზრდა, რაც ქსელის გამტარუნარიანობას გააძლიერებს.

„აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სოფელ დიდ ლილოში გაფართოვდება წყალარინების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები