ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ სარჩელი ბოდვაა, გორდულაძე კი თავს ვერ იკავებს ემოციებისგან - არაფერია რელევანტური და სამართლებრივი
ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი ბოდვაა, შედგენილია პროპაგანდისტული „მესიჯბოქსებით“ და არ შეიცავს სამართლებრივ საფუძველს.

სარჩელი ბოდვაა და პროპაგანდისტული “მესიჯბოქსებით” არის შედგენილი, იქ არაფერია იურიდიული, განსაკუთრებით ჩვენს პარტიაზე, - ეს განცხადება პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას მოსარჩელე მხარის მხრიდან “უაზრო რეპლიკები” ფიქსირდება.
“დღეს სასამართლო გადადის მოსარჩელე „ქართული ოცნების“, შეკითხვების დასმის ეტაპზე, მაგრამ სარჩელი იმდენად ბოდვაა და პროპაგანდისტული „მესიჯბოქსებით“ არის შედგენილი, არაფერი იურიდიული იქ არ არის, განსაკუთრებით ჩვენს პარტიაზე და ზოგადად, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. პროცესზე გორდულაძე წამოხტება და თავს ვერ იკავებს ემოციებისგან, ბატონი შარმანაშვილი აჩერებს - არ ვიცი ეს ყველაფერი ეკრანზე რამდენად ჩანს, ვამბობ იმას, რაც დარბაზში მათ ემოციურ მდგომარეობას ვხედავ, ჩემს წინ სხედან. მოლოდინი მაქვს - არაფერი, არის უაზრო რეპლიკები და წამოხტომები, არაფერი რელევანტური და არაფერი სამართლებრივი ის, რაც კონსტიტუციური სასამართლოს განსახილველია სინამდვილეში”, - აცხადებს ანა ბუჩუკური
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…