ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს

იუსტიციის სამინისტრო

ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა, თუმცა პენიტენციური სამსახური ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პატიმარი სამარტოო საკანში, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფსTV პირველი

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, შვილის სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გლდანის ციხეში გიორგი ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.

როგორც ქალი განმარტავს, ინფორმაცია იმავე წყაროსგან მიიღო, რომელმაც ოჯახს მანამდე დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ აცნობა. მისივე თქმით, შეტყობინების მიღების შემდეგ ოჯახის წევრები გლდანის ციხისკენ გაემართნენ.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილის ძმას, დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური უარყოფს. უწყება განმარტავს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი სამარტოო საკანში, 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისად, ცემის ფაქტიც სიმართლეს არ შეესაბამება.

ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ძალადობასა და გამოძალვასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. ვატო და შოთა ყიფიანები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი, სამართალდამცველებმა 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ.

ვინ როგორ აშუქებსპენიტენციური სამსახური გიორგი ფეიქრიშვილის საკანში სხვა პატიმრების შესვლას უარყოფს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ - სამსახური მზადაა, არასამუშაო დღის მიუხედავად, ბრალდებულის მოსანახულებლად ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
  3. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიდედის ცნობით, ციხეში ამჯერად გიორგი ფეიქრიშვილს სცემენ, რასაც პენიტენციური უარყოფს
  5. TV პირველიოპოზიციურიპენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"
  6. POSTVსამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ
  7. TV პირველიოპოზიციური"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი: ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები