ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ გადაიყვანეს

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ისევ გადაიყვანეს; ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას გლდანის ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც პენიტენციური სამსახური და თანაპატიმარი ვატო ყიფიანი კატეგორიულად უარყოფენ.

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ გადაიყვანეს
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ გადაიყვანესრადიო თავისუფლება

ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პატიმარს ზედა კიდურზე აქვს ჭრილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ვერ საუბრობენ დაზიანების მიზეზზე.

დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ წუხელ, 19 ოქტომბერსაც გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, მას „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“.

ადვოკატი პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 16 ოქტომბერს ფიზიკური დაზიანებები ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიაყენეს, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.

ძმების დედა და ადვოკატი ამბობენ, რომ თავდამსხმელებს გარკვეული „კოდის“ გაგება სურდათ მობილურ ტელეფონში შესაღწევად. ადვოკატის ცნობით, 16 ოქტომბრის შემდეგ ფეიქრიშვილზე „ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“.

„დღეს რომ შევედი ... ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“.

პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ. უწყებამ 20 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

გლდანის ციხეში შესახლებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ბრალდებების გასაჯაროვების შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.

ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს და, საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ:

„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.

მასალა განახლდება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“
„ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“
„ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი: ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სხვებთან ერთად ყიფიანმა და ბილანიშვილმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები