პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"
პენიტენციური სამსახური უარყოფს გიორგი ფეიქრიშვილის დედის ბრალდებას, რომ საკანში მის შვილს ვატო ყიფიანმა სცემა. უწყების განცხადებით, პატიმარი 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, სამარტოო საკანშია და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

პენიტენციური სამსახური უარყოფს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის ბრალდებას ციხეში ფეიქრიაშვილის ცემასთან დაკავშირებით. როგორც უწყების პრესსამსახურში "პირველებს" განუცხადეს, პატიმარი გიორგი ფეიქრიშვილი სამარტოო საკანშია მოთავსებული, 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და არანაირი ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყება მზად არის, მიუხედავად უქმე დღისა, დღესვე დაუშვას ადვოკატი პატიმართან შესახვედრად.
შეგახსენებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში მისი შვილი ვატო ყიფიანმა სცემა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ - სამსახური მზადაა, არასამუშაო დღის მიუხედავად, ბრალდებულის მოსანახულებლად ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას
- რუსთავი 2სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- ფორმულაფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა
- ნეტგაზეთიდედის ცნობით, ციხეში ამჯერად გიორგი ფეიქრიშვილს სცემენ, რასაც პენიტენციური უარყოფს
- TV პირველიფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს
- POSTVსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…