ადვოკატი: ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას უარყოფს
ვატო ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს დავით ფეიქრიშვილის ბრალდებას ციხეში ცემის შესახებ — მისი ადვოკატის განცხადებით, ყიფიანი ამტკიცებს, რომ ფეიქრიშვილთან ერთად საკანში საერთოდ არ შეუსახლებიათ და რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.

ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.
მარიკა ფხალაძის თქმით, ყიფიანი საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ.
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ [თითქოს] მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“, - ამბობს ის.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ უწყებები ბრალდებებს გამოიძიებენ.
„დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებების მერე ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები ჩაატარებენ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს, რა და როგორ მოხდა“.
კითხვაზე, ხომ არ უთქვამს ვატო ყიფიანს, რას უკავშირებს მსგავს ბრალდებას დავით ფეიქრიშვილის მხრიდან, ადვოკატმა პასუხობს:
„მისი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“.
ფეიქრიშვილების ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ადვოკატის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაადვოკატი: ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სხვებთან ერთად ყიფიანმა და ბილანიშვილმა
დავით ფეიქრიშვილის თქმით, ვატო ყიფიანმა და 4-მა პირმა მიაყენეს დაზიანებები - ადვოკატი
„ვივამედში“ ადასტურებენ, რომ გუშინ დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში შეიყვანეს
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს
ვატო ყიფიანი უარყოფს დავით ფეიქრიშვილის ბრალდებას
„გამოვრიცხავთ“ – ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებებს უარყოფს
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალებიც აქვს დაზიანებული
დავით ფეიქრიშვილი სტაციონარშია მოთავსებული – ზურაბ ჩხაიძე
ციტატები სტატიიდან
„დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებების მერე ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები ჩაატარებენ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს, რა და როგორ მოხდა“
„მისი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…