ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა
ნინო აბრამიშვილის მტკიცებით, გლდანის ციხეში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საცემად საკანში ვატო ყიფიანი და სხვები შევიდნენ. პენიტენციური სამსახური ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პატიმარი საკანში მარტო, ვიდეოკონტროლის ქვეშაა.

ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის საკანში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საცემად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და სხვები არიან შესული.
როგორც ფეიქრიშვილების დედა "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, ეს ინფორმაცია იმავე წყარომ მიაწოდა, რომელმაც მანამდე მისი მეორე შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ შეატყობინა.
"გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან", - თქვა ნინო აბრამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან"
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.
პენიტენციურ სამსახურში "ფორმულას" უთხრეს რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო, 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. პრესსამსახურის თქმით, თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს პატიმარი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ - სამსახური მზადაა, არასამუშაო დღის მიუხედავად, ბრალდებულის მოსანახულებლად ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას
- რუსთავი 2სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- ნეტგაზეთიდედის ცნობით, ციხეში ამჯერად გიორგი ფეიქრიშვილს სცემენ, რასაც პენიტენციური უარყოფს
- TV პირველიფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს
- TV პირველიპენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"
- POSTVსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ
ციტატები სტატიიდან
„გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…