მსუბუქი და ზომიერი ტკივილის და/ან ფებრილური მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა. ეს სამკურნალწამლო ფორმა განკუთვნილია ბავშვებისათვის სხეულის მასით 4-დან 32 კგ-მდე (დაახლოებით 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/მლ 90მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბავშვებისათვის პეტ-ის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- UPSA SAS, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038029
- რეგისტრირებულია
- 5 მაისი 2023, მოქმედებს 5 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- UPSA SAS (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- „Delta Medical Promotions AG“-ს (შვეიცარია) წარმომადგენლობითი ოფისი უკრაინაში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეფერალგანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მსუბუქი და ზომიერი ტკივილის და/ან ფებრილური მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა.
ეს სამკურნალწამლო ფორმა განკუთვნილია ბავშვებისათვის სხეულის მასით 4-დან 32 კგ-მდე (დაახლოებით 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის).
მიღების წესი და დოზირება
ეფერალგანის ყველაზე დაბალი დოზა უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე ხანმოკლე შესაძლო ვადით.
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია დოზის დაცვა ბავშვის სხეულის წონის მიხედვით და, შესაბამისად, მორგებული ფორმულირების არჩევა. სხეულის წონის მიხედვით სავარაუდო ასაკი მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. პარაცეტამოლის რეკომენდებული დღიური დოზაა დაახლოებით 60 მგ/კგ/დღეში, 4 დოზით, ანუ დაახლოებით 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
დოზირების სისტემა გრადუირებულია კგ-ში, და აღნიშნავს 4-6-8-10-12-14-16 კგ. წონას. სხვა შკალა შეესაბამება წონას 5-7-9-11-13-15 კგ-ს შორის. ის იძლევა 15 მგ/კგ/დოზას. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 6 საათის შემდეგ, ისე რომ არ გადააჭარბოს დღეში 4 დოზას.
მისაღები დოზა მიიღება დოზირების სისტემის შევსებით შკალის იმ ნიშნულამდე, რომელიც შეესაბამება ბავშვის სხეულის წონას (იხ. ნაწილი 6.6).
4 კგ-დან 16 კგ-მდე: შეავსეთ დოზირების სისტემა შკალაზე ნიშნულამდე, რომელიც შეესაბამება ბავშვის სხეულის წონას, ისე, რომ აირჩიოთ შკალაზე უახლოესი ნიშნული. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 6 საათში.
მაგალითად, 4-დან 4,5 კგ-მდე წონის ბავშვისთვის. შეავსეთ დოზირების სისტემა 4 კგ-მდე.
მაგალითად, 4,5-დან 5 კგ-მდე წონის ბავშვისთვის: შეავსეთ დოზირების სისტემა შკალაზე 5 კგ ნიშნულამდე.
16 კგ-დან 32 კგ-მდე: თავდაპირველად შეავსეთ დოზირების სისტემა, შემდეგ დაასრულეთ დოზირების სისტემის შევსება მეორედ, სანამ ბავშვის სხეულის წონა არ მიირწევა. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 6 საათში. მაგალითად, 18 კგ წონის ბავშვისთვის: თავდაპირველად შეავსეთ დოზირების სისტემა 10 კგ ნიშნულამდე, შემდეგ მეორედ შეავსეთ სასწორზე 8 კგ ნიშნულამდე.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები: იხილეთ პარაგრაფი 4.4.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს, სიცხის შესამცირებლად გამოყენებული სხვა პრეპარატების კომბინაცია დასაშვებია მხოლოდ არაეფექტურობის შემთხვევაში. კომბინაცია უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გამონაკლისის გარეშე.
ხანდაზმული პაციენტები
არ ეხება.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ჰეპატოცელულური უკმარისობით ან ჟილბერის სინდრომით (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა. პარაცეტამოლის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/კგ/დღეში (არაუმეტეს 3 გ/დღეში).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის არსებობისას, ექიმთან კონსულტაციის გარდა, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ გამოყენებას შორის ინტერვალის გაზრდა ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი
დროის შუალედი მიღებებს შორის
>10 მლ/წთ
6 საათი
<10 მლ/წთ
8 საათი
მიღების მეთოდი
პერორალური მიღებისთვის.
ხსნარი შეიძლება მიიღონ იმ სახით, როგორც არის, ან განზავებული მცირე რაოდენობით სითხეში (მაგ. წყალი, რძე, ხილის წვენი).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში;
- მძიმე ჰეპატოცელულური უკმარისობა
სიფრთხილის ზომები
დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად, უნდა შემოწმდეს პარაცეტამოლის არარსებობა სხვა მედიკამენტების შემადგენლობაში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები:
- 37 კგ-მდე წონის ბავშვებში პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ/დღეში;
- 38-დან 50 კგ-მდე წონის ბავშვებში პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ/დღეში;
- მოზრდილებში და ბავშვებში, რომელთა წონა აღემატება 50 კგ-ს, პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ დღეში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებისთვის, რომლებიც იღებენ 60 მგ/კგ/დღეში პარაცეტამოლს, სხვა სიცხის დამწევ საშუალებებთან კომბინაცია გამართლებულია მხოლოდ პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 146 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) ყოველ 100 მლ პერორალურ ხსნარში, რომელიც ეკვივალენტურია 3.9 მგ/კგ/დღეში მიღებისა. ალკოჰოლის დეჰიდროგენაზას ნებისმიერ სუბსტრატთან ერთად, მაგალითად როგორიცაა ეთანოლი, ერთობლივად მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები ახალშობილებში.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ჰეპატოცელულური უკმარისობით ან ჟილბერის სინდრომით (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა. პარაცეტამოლის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/კგ/დღეში (არაუმეტეს 3 გ/დღეში).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის არსებობისას, ექიმის მითითებების გარდა, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ გამოყენებას შორის ინტერვალის გაზრდა ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი
ინტერვალი დოზებს შორის
>10 მლ/წთ
6 საათი
<10 მლ/წთ
8 საათი
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ან დაბალ ნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის შაქრის დღიური მოხმარების გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი შაქარი: 0,67 გ შაქარი პრეპარატის დოზაზე 4 კგ წონაზე, საზომი კოვზოს გრადუირების მიხედვით.
სხვა მდგომარეობები
პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პროდუქტი.
თუ მწვავე ვირუსული ჰეპატიტი გამოვლინდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰეპატოცელულური უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.2)
თირკმლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.2);
ჟილბერის სინდრომი (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) (იხ. პარაგრაფი 4.2);
ქრონიკული ალკოჰოლიზმი (იხ. პარაგრაფი 4.2);
ანორექსია ან კახექსია;
ქრონიკული არასრულფასოვანი კვება (ღვიძლში გლუტათიონის არასაკმარისი მიწოდება) (იხ. პარაგრაფი 4.2);
დეჰიდრატაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციები, რომელთა მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
პერორალური ანტიკოაგულანტები
K ვიტამინის ანტაგონისტები
K ვიტამინის ანტაგონისტის გაზრდილი ზემოქმედების რისკი და სისხლდენის რისკი, თუ პარაცეტამოლი მიიღება მაქსიმალური დოზებით (4 გ/დღეში) მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) უფრო ხშირი მონიტორინგი. K ვიტამინის ანტაგონისტის პოტენციური დოზის კორექცია პარაცეტამოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.
ფლუკლოქსაცილინი
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას მაღალი ანიონური სხვაობის მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში გლუტათიონის დეფიციტის რისკის ფაქტორით, მათ შორის პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, არასრულდასოვანი კვებით და ქრონიკული ალკოჰოლიზმით. რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი მაღალი ანიონური სხვაობის მეტაბოლური აციდოზის ნიშნებისთვის, შარდის 5-ოქსოპროლინის ტესტის დახმარებით.
ურთიერთქმედება პარაკლინიკურ ტესტირებასთან
პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება შეცვალოს ლაბორატორიული ტესტების შედეგები სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრისას გლუკოზის ოქსიდაზა-პეროქსიდაზას რეაქციაზე დაფუძნებული მეთოდით არანორმალურად მომატებული კონცენტრაციის შემთხვევაში.
პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაბორატორიული ტესტების შედეგების შეცვლა სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის დადგენისას ფოსფორვოლფრამის მჟავას გამოყენების მეთოდით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნეიროგანვითარების ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ბავშვებში, რომლებიც პარაცეტამოლს საშვილოსნოში იღებდნენ, აჩვენა არადამაჯერებელი შედეგები. ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, უმოკლეს დროში და მინიმალური შესაძლო სიხშირით.
ძუძუთი კვება
თერაპიული დოზებით ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ნებადართულია ძუძუთი კვების დროს
ნაყოფიერება
ციკლოოქსიგენაზასა და პროსტაგლანდინების სინთეზზე მოქმედების პოტენციური მექანიზმის მეშვეობით, პარაცეტამოლმა შეიძლება დაარღვიოს ნაყოფიერება ქალებში ოვულაციაზე ზემოქმედებით. ეს შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პარაცეტამოლი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ( ≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ერითემა, ჭინჭრის ციება და კანის გამონაყარი. ამ გვერდითი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის და მასთან დაკავშირებული სამკურნალო საშუალებების მიღების უვადოდ მოხსნა
Ძალიან იშვიათად (< 1/10000)
- კანის სერიოზული რეაქციები. მათი გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
- თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენება წამლის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ შეატყობინონ წამლის ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ყაზახეთის რესპუბლიკის გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
სამეურნეო საქმიანობის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო - "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი", ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი
http://www.ndda.kz
ჭარბი დოზა
მძიმე მოწამვლის რისკი (თერაპიული ზედოზირება ან შემთხვევითი ინტოქსიკაცია) განსაკუთრებით მაღალი შეიძლება იყოს ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ქრონიკული არასრულფასოვანი კვებით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის მაინდუცირებელ პრეპარატებს. ამ შემთხვევაში მოწამვლა შეიძლება ფატალური იყოს.
სიმპტომები:
გულისრევა, ღებინება, ანორექსია, სიფერმკრთალე, სისუსტე, ოფლიანობა, მუცლის არეში ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება.
10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის ერთჯერადმა დოზამ მოზრდილებში და პარაცეტამოლის ბავშვებში 150 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი ერთჯერადი დოზით მიღება იწვევს ღვიძლის ციტოლიზს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სრული და შეუქცევადი ნეკროზი, შემდგომი ჰეპატოცელულარული უკმარისობით, მეტაბოლური აციდოზი, ენცეფალოპათია, რაც შეიძლება გახდეს კომის და სიკვდილის მიზეზი.
ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის დონის მატება, აგრეთვე პროთრომბინის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პერორალური მიღებიდან 12-48 საათში. ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 1-2 დღის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 3-4 დღის შემდეგ.
აუცილებელია სასწრაფოდ ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა
პარაცეტამოლის ზედოზირების მკურნალობაში როგორც წესი, ჩართულია N- აცეტილცისტეინის ანტიდოტის ინტრავენურად ან პერორალურად შეყვანა პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება მალე, სასურველია პირველი 10 საათის განმავლობაში.
სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
- 1 ზოგადი აღწერა
პარაცეტამოლი
- 2 ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1მლ პრეპარატი შეიცავს
აქტიური ნივთიერება - პარაცეტამოლი 30მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლ-6000, შაქრის სიროფი, ნატრიუმის საქარინი E954, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, არომატიზატორი კარამელ-ვანილის*, გამოხდილი წყალი.
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხ. პუნქტი 6.1 .
- სამკურნალწამლო ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი.
ფლაკონის პირველად გახსნიდან: 3 თვე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 250С.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნერვული სისტემა. ანალგეტიკები. სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები. პარაცეტამოლი.
ათქ კოდი: N02BE01.
მოქმედების მექანიზმი
პარაცეტამოლს აქვს მოქმედების ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
არ ეხება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არ ეხება
ბავშვები
არ ეხება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პარაცეტამოლის შეწოვა პერორალური მიღებისას არის სრული და სწრაფი. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 30-60 წუთისს შემდეგ.
განაწილება
პარაცეტამოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. არსებობს ორი ძირითადი მეტაბოლური გზა - გლუკურონის მჟავასთან კონიუგატების და სულფატის კონიუგატების წარმოქმნით. ეს უკანასკნელი გზა სწრაფად გაჯერებულია, თუ პარაცეტამოლის მიღებული დოზა აღემატება თერაპიულ დოზას. ციტოქრომ P450-ით კატალიზებული მინიმალური გზა იწვევს რეაქტიული შუალედური ნივთიერების (N- აცეტილბენზოქინონი იმინის ) წარმოქმნას, რომელიც ნორმალური გამოყენებისას სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტათიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან კონიუგაციის შემდეგ.
და პირიქით, მძიმე მოწამვლისას, ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის დონე იზრდება.
გამოყოფა
იგი გამოიყოფა ძირითადად შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის კონიუგატების (60-80%) და სულფატური კონიუგატების (20-30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი მახასიათებლები
- სამკურნალო პრეპარატის სახელწოდება
ეფერალგანი, 30 მგ/მლ, პერორალური ხსნარი 90მლ
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
- 1 ზოგადი აღწერა
პარაცეტამოლი
- 2 ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1მლ პრეპარატი შეიცავს
აქტიური ნივთიერება - პარაცეტამოლი 30მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლ-6000, შაქრის სიროფი, ნატრიუმის საქარინი E954, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, არომატიზატორი კარამელ-ვანილის*, გამოხდილი წყალი.
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხ. პუნქტი 6.1 .
- სამკურნალწამლო ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარი.
- კლინიკური მონაცემები
- 1 გამოყენების ჩვენებები
მსუბუქი და ზომიერი ტკივილის და/ან ფებრილური მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა.
ეს სამკურნალწამლო ფორმა განკუთვნილია ბავშვებისათვის სხეულის მასით 4-დან 32 კგ-მდე (დაახლოებით 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის).
- 2 დოზირების რეჟიმი და მიღების გზა
დოზირების რეჟიმი
ეფერალგანის ყველაზე დაბალი დოზა უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე ხანმოკლე შესაძლო ვადით.
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია დოზის დაცვა ბავშვის სხეულის წონის მიხედვით და, შესაბამისად, მორგებული ფორმულირების არჩევა. სხეულის წონის მიხედვით სავარაუდო ასაკი მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. პარაცეტამოლის რეკომენდებული დღიური დოზაა დაახლოებით 60 მგ/კგ/დღეში, 4 დოზით, ანუ დაახლოებით 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
დოზირების სისტემა გრადუირებულია კგ-ში, და აღნიშნავს 4-6-8-10-12-14-16 კგ. წონას. სხვა შკალა შეესაბამება წონას 5-7-9-11-13-15 კგ-ს შორის. ის იძლევა 15 მგ/კგ/დოზას. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 6 საათის შემდეგ, ისე რომ არ გადააჭარბოს დღეში 4 დოზას.
მისაღები დოზა მიიღება დოზირების სისტემის შევსებით შკალის იმ ნიშნულამდე, რომელიც შეესაბამება ბავშვის სხეულის წონას (იხ. ნაწილი 6.6).
4 კგ-დან 16 კგ-მდე: შეავსეთ დოზირების სისტემა შკალაზე ნიშნულამდე, რომელიც შეესაბამება ბავშვის სხეულის წონას, ისე, რომ აირჩიოთ შკალაზე უახლოესი ნიშნული. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 6 საათში.
მაგალითად, 4-დან 4,5 კგ-მდე წონის ბავშვისთვის. შეავსეთ დოზირების სისტემა 4 კგ-მდე.
მაგალითად, 4,5-დან 5 კგ-მდე წონის ბავშვისთვის: შეავსეთ დოზირების სისტემა შკალაზე 5 კგ ნიშნულამდე.
16 კგ-დან 32 კგ-მდე: თავდაპირველად შეავსეთ დოზირების სისტემა, შემდეგ დაასრულეთ დოზირების სისტემის შევსება მეორედ, სანამ ბავშვის სხეულის წონა არ მიირწევა. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 6 საათში. მაგალითად, 18 კგ წონის ბავშვისთვის: თავდაპირველად შეავსეთ დოზირების სისტემა 10 კგ ნიშნულამდე, შემდეგ მეორედ შეავსეთ სასწორზე 8 კგ ნიშნულამდე.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები: იხილეთ პარაგრაფი 4.4.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს, სიცხის შესამცირებლად გამოყენებული სხვა პრეპარატების კომბინაცია დასაშვებია მხოლოდ არაეფექტურობის შემთხვევაში. კომბინაცია უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გამონაკლისის გარეშე.
ხანდაზმული პაციენტები
არ ეხება.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ჰეპატოცელულური უკმარისობით ან ჟილბერის სინდრომით (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა. პარაცეტამოლის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/კგ/დღეში (არაუმეტეს 3 გ/დღეში).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის არსებობისას, ექიმთან კონსულტაციის გარდა, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ გამოყენებას შორის ინტერვალის გაზრდა ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი
დროის შუალედი მიღებებს შორის
>10 მლ/წთ
6 საათი
<10 მლ/წთ
8 საათი
მიღების მეთოდი
პერორალური მიღებისთვის.
ხსნარი შეიძლება მიიღონ იმ სახით, როგორც არის, ან განზავებული მცირე რაოდენობით სითხეში (მაგ. წყალი, რძე, ხილის წვენი).
- 3 უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში;
- მძიმე ჰეპატოცელულური უკმარისობა
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად, უნდა შემოწმდეს პარაცეტამოლის არარსებობა სხვა მედიკამენტების შემადგენლობაში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები:
- 37 კგ-მდე წონის ბავშვებში პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ/დღეში;
- 38-დან 50 კგ-მდე წონის ბავშვებში პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ/დღეში;
- მოზრდილებში და ბავშვებში, რომელთა წონა აღემატება 50 კგ-ს, პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ დღეში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებისთვის, რომლებიც იღებენ 60 მგ/კგ/დღეში პარაცეტამოლს, სხვა სიცხის დამწევ საშუალებებთან კომბინაცია გამართლებულია მხოლოდ პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 146 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) ყოველ 100 მლ პერორალურ ხსნარში, რომელიც ეკვივალენტურია 3.9 მგ/კგ/დღეში მიღებისა. ალკოჰოლის დეჰიდროგენაზას ნებისმიერ სუბსტრატთან ერთად, მაგალითად როგორიცაა ეთანოლი, ერთობლივად მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები ახალშობილებში.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ჰეპატოცელულური უკმარისობით ან ჟილბერის სინდრომით (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა. პარაცეტამოლის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/კგ/დღეში (არაუმეტეს 3 გ/დღეში).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის არსებობისას, ექიმის მითითებების გარდა, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ორ გამოყენებას შორის ინტერვალის გაზრდა ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი
ინტერვალი დოზებს შორის
>10 მლ/წთ
6 საათი
<10 მლ/წთ
8 საათი
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ან დაბალ ნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის შაქრის დღიური მოხმარების გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი შაქარი: 0,67 გ შაქარი პრეპარატის დოზაზე 4 კგ წონაზე, საზომი კოვზოს გრადუირების მიხედვით.
სხვა მდგომარეობები
პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პროდუქტი.
თუ მწვავე ვირუსული ჰეპატიტი გამოვლინდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰეპატოცელულური უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.2)
თირკმლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.2);
ჟილბერის სინდრომი (არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლე) (იხ. პარაგრაფი 4.2);
ქრონიკული ალკოჰოლიზმი (იხ. პარაგრაფი 4.2);
ანორექსია ან კახექსია;
ქრონიკული არასრულფასოვანი კვება (ღვიძლში გლუტათიონის არასაკმარისი მიწოდება) (იხ. პარაგრაფი 4.2);
დეჰიდრატაცია.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
კომბინაციები, რომელთა მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
პერორალური ანტიკოაგულანტები
K ვიტამინის ანტაგონისტები
K ვიტამინის ანტაგონისტის გაზრდილი ზემოქმედების რისკი და სისხლდენის რისკი, თუ პარაცეტამოლი მიიღება მაქსიმალური დოზებით (4 გ/დღეში) მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) უფრო ხშირი მონიტორინგი. K ვიტამინის ანტაგონისტის პოტენციური დოზის კორექცია პარაცეტამოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.
ფლუკლოქსაცილინი
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას მაღალი ანიონური სხვაობის მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში გლუტათიონის დეფიციტის რისკის ფაქტორით, მათ შორის პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, არასრულდასოვანი კვებით და ქრონიკული ალკოჰოლიზმით. რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი მაღალი ანიონური სხვაობის მეტაბოლური აციდოზის ნიშნებისთვის, შარდის 5-ოქსოპროლინის ტესტის დახმარებით.
ურთიერთქმედება პარაკლინიკურ ტესტირებასთან
პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება შეცვალოს ლაბორატორიული ტესტების შედეგები სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრისას გლუკოზის ოქსიდაზა-პეროქსიდაზას რეაქციაზე დაფუძნებული მეთოდით არანორმალურად მომატებული კონცენტრაციის შემთხვევაში.
პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაბორატორიული ტესტების შედეგების შეცვლა სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის დადგენისას ფოსფორვოლფრამის მჟავას გამოყენების მეთოდით.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ნეიროგანვითარების ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ბავშვებში, რომლებიც პარაცეტამოლს საშვილოსნოში იღებდნენ, აჩვენა არადამაჯერებელი შედეგები. ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, უმოკლეს დროში და მინიმალური შესაძლო სიხშირით.
ძუძუთი კვება
თერაპიული დოზებით ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ნებადართულია ძუძუთი კვების დროს
ნაყოფიერება
ციკლოოქსიგენაზასა და პროსტაგლანდინების სინთეზზე მოქმედების პოტენციური მექანიზმის მეშვეობით, პარაცეტამოლმა შეიძლება დაარღვიოს ნაყოფიერება ქალებში ოვულაციაზე ზემოქმედებით. ეს შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პარაცეტამოლი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- 8 გვერდითი რეაქციები
იშვიათად ( ≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ერითემა, ჭინჭრის ციება და კანის გამონაყარი. ამ გვერდითი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის და მასთან დაკავშირებული სამკურნალო საშუალებების მიღების უვადოდ მოხსნა
Ძალიან იშვიათად (< 1/10000)
- კანის სერიოზული რეაქციები. მათი გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
- თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენება წამლის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ შეატყობინონ წამლის ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ყაზახეთის რესპუბლიკის გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
სამეურნეო საქმიანობის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო - "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი", ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი
http://www.ndda.kz
- 9 დოზის გადაჭარბება
მძიმე მოწამვლის რისკი (თერაპიული ზედოზირება ან შემთხვევითი ინტოქსიკაცია) განსაკუთრებით მაღალი შეიძლება იყოს ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ქრონიკული არასრულფასოვანი კვებით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის მაინდუცირებელ პრეპარატებს. ამ შემთხვევაში მოწამვლა შეიძლება ფატალური იყოს.
სიმპტომები:
გულისრევა, ღებინება, ანორექსია, სიფერმკრთალე, სისუსტე, ოფლიანობა, მუცლის არეში ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება.
10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის ერთჯერადმა დოზამ მოზრდილებში და პარაცეტამოლის ბავშვებში 150 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი ერთჯერადი დოზით მიღება იწვევს ღვიძლის ციტოლიზს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სრული და შეუქცევადი ნეკროზი, შემდგომი ჰეპატოცელულარული უკმარისობით, მეტაბოლური აციდოზი, ენცეფალოპათია, რაც შეიძლება გახდეს კომის და სიკვდილის მიზეზი.
ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის დონის მატება, აგრეთვე პროთრომბინის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პერორალური მიღებიდან 12-48 საათში. ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 1-2 დღის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 3-4 დღის შემდეგ.
აუცილებელია სასწრაფოდ ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა
პარაცეტამოლის ზედოზირების მკურნალობაში როგორც წესი, ჩართულია N- აცეტილცისტეინის ანტიდოტის ინტრავენურად ან პერორალურად შეყვანა პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება მალე, სასურველია პირველი 10 საათის განმავლობაში.
სიმპტომური მკურნალობა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ნერვული სისტემა. ანალგეტიკები. სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები. პარაცეტამოლი.
ათქ კოდი: N02BE01.
მოქმედების მექანიზმი
პარაცეტამოლს აქვს მოქმედების ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
არ ეხება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არ ეხება
ბავშვები
არ ეხება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პარაცეტამოლის შეწოვა პერორალური მიღებისას არის სრული და სწრაფი. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 30-60 წუთისს შემდეგ.
განაწილება
პარაცეტამოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. არსებობს ორი ძირითადი მეტაბოლური გზა - გლუკურონის მჟავასთან კონიუგატების და სულფატის კონიუგატების წარმოქმნით. ეს უკანასკნელი გზა სწრაფად გაჯერებულია, თუ პარაცეტამოლის მიღებული დოზა აღემატება თერაპიულ დოზას. ციტოქრომ P450-ით კატალიზებული მინიმალური გზა იწვევს რეაქტიული შუალედური ნივთიერების (N- აცეტილბენზოქინონი იმინის ) წარმოქმნას, რომელიც ნორმალური გამოყენებისას სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტათიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან კონიუგაციის შემდეგ.
და პირიქით, მძიმე მოწამვლისას, ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის დონე იზრდება.
გამოყოფა
იგი გამოიყოფა ძირითადად შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის კონიუგატების (60-80%) და სულფატური კონიუგატების (20-30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.
- 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ტრადიციული კვლევები ამჟამად მიღებული სტანდარტების გამოყენებით რეპროდუქციასა და განვითარებაზე ტოქსიკურობის ზემოქმედების შესაფასებლად არ ჩატარებულა.
გენოტოქსიურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და შესაძლო კანცეროგენობის შესახებ ჩვეულებრივმა პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული რისკი ადამიანებისთვის თერაპიული დოზებით გამოყენებისას.
ჰეპატოტოქსიური დოზებით მიღებისას პარაცეტამოლი აჩვენებდა გენოტოქსიურ და კანცეროგენულ პოტენციალს (ღვიძლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეები) თაგვებსა და ვირთხებში. თუმცა, ითვლება, რომ ეს გენოტოქსიური და კანცეროგენული აქტივობა დაკავშირებულია პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის ცვლილებებთან მაღალი დოზებით ან კონცენტრაციებით გამოყენებისას და არ წარმოადგენს რისკს კლინიკური გამოყენებისას.
ვირთხებში, ზემოქმედება მამრობითი ნაყოფიერებაზე (ოლიგოსპერმია, სპერმის არასაკმარისი მოძრაობა და სპერმის ნაყოფიერების დაქვეითება) დაფიქსირდა მაღალი დოზებით (500 და 1000 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში) გამოყენებისას.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების სია
მაკროგოლ 6000, საქაროზას ხსნარი, ნატრიუმის საქარინი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, კარამელ-ვანილის არომატიზატორი (პროპილენგლიკოლის (E1520), საღებავის (E140d) ჩათვლით), გამოხდილი წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
Არ ეხება.
- 3 ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ფლაკონის პირველად გახსნიდან: 3 თვე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 250С.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
- 5 გამოშვების ფორმა და შეფუთვა
90 მლ პერორალური ხსნარი ტერაფტალატის პოლიეთილენის ფლაკონში, დახურული დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თავსახურით, ბავშვებისგან დაცვის მექანიზმით.
1 ფლაკონი, პოლისტიროლისგან დამზადებული საზომი კოვზით და ყაზახურ და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას.
ნებისმიერი გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. დოზირების სისტემა უნდა განადგურდეს სამკურნალო პრეპარატის კონტეინერთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
უპსა სას,
3 რიუ ჟოზეფ მონიე, 92500 რიუეი-მალმეზონი, საფრანგეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


