პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ინფულგანი

Infulgan

რეცეპტით10მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა, განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ჰიპერთერმიული რეაქციების ხანმოკლე მკურნალობა, როდესაც ინტრავენური გამოყენება კლინიკურად დასაბუთებულია ან გამოყენების სხვა მეთოდები მიუღებელია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039676
რეგისტრირებულია
1 დეკემბერი 2023, მოქმედებს 1 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინფულგანი და სხვა წამალი ერთად

ინფულგანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა, განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ჰიპერთერმიული რეაქციების ხანმოკლე მკურნალობა, როდესაც ინტრავენური გამოყენება კლინიკურად დასაბუთებულია ან გამოყენების სხვა მეთოდები მიუღებელია.

მიღების წესი და დოზირება

ინფულგანი გამოიყენება ინტრავენურად.

ზრდასრულებში, მოზარდებში და ბავშვებში 33 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამოიყენება 100 მლ-იან ბოთლებში ჩასხმული ხსნარი.

ბავშვებში 33 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით გამოიყენება ხსნარი 20 მლ და 50 მლ ბოთლებში.

დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე.

ცხრილი 2

პაციენტის სხეულის მასა

ერთჯერადი დოზა

მოცულობა ერთ მიღებაზე

ინფულგანის მაქსიმალური მოცულობა (10 მგ/მლ) ერთ მიღებაზე ჯგუფისათვის

სხეულის წონის ზედა ზღვარის შესაბამისად (მლ)**

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა***

≤10კგ*

7,5 მგ/კგ

0,75 მლ/კგ

7,5 მლ

30 მგ/კგ

>10 კგ-≤33 კგ

15 მგ/კგ

1,5 მლ/კგ

49,5 მლ

60 მგ/კგ, არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს

>33 კგ - ≤50 კგ

15 მგ/კგ

1,5 მლ/კგ

75 მლ

60 მგ/კგ, არ უნდა აღემატებოდეს 3გ-ს

>50 კგ, ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობის პირობებში

1 გ

100 მლ

100 მლ

3გ

>50 კგ, ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკის ფაქტორების არ არსებობისას

1 გ

100 მლ

100 მლ

4 გ

  • დღენაკლული ახალშობილები: უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები დღენაკლული ახალშობილებისთვის არ არსებობს (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).
  • *პაციენტები უფრო მცირე სხეულის წონით საჭიროებენ უფრო მცირე მოცულობას. გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 საათს. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ არ აღემატება 4 ინფუზიას 24 საათის განმავლობაში. გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათისა.
  • **მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: მაქსიმალური სადღეღამისო დოზა განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომლებიც არ იღებენ პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და ასეთი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა იქნას კორექტირებული.

პაციენტები თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით

პარაცეტამოლის დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ), რეკომენდირებულია გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა 6 საათამდე.

პაციენტებს თირკმლის უკმარისობით სამკურნალო საშუალების მიღებიდან მიღებამდე ყოველი მინიმალური ინტერვალი უნდა იქნას დადგენილი ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი

ინტერვალი სამკურნალო საშუალების გამოყენების შორის

CLcr ≥ 50 მლ/წთ

4 საათი

Clcr 10-50 მლ/წთ

6 საათი

CLcr < 10 მლ/წთ

8 საათი

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით ან ღვიძლის კომპენსირებული აქტიური დაავადებით, ჰეპატოცელულარული უკმარისობით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით, პაციენტებში, რომლებიც არ იკვებებიან ქრონიკულად (ღვიძლის გლუტატიონის დაბალი მარაგი), პაციენტებში დეჰიდრატაციით, ჟილბერის დაავადებით, 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“). ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები ჩვეულებრივ არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის კორექციას.

გამოყენების წესი

პარაცეტამოლის ხსნარი გამოიყენება 15-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

პაციენტები ≤10 კგ სხეულის წონით

არ ხდება ინფულგანის ბოთლის ჩამოკიდება ინფუზიისთვის გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალების მცირე მოცულობის გამო.

პრეპარატის საჭირო მოცულობის ამოღება ბოთლიდან ხდება შპრიცის დახმარებით და გამოიყენება განუზავებლად ან ზავდება ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში, პრეპარატის ერთი წილი გამხსნელი ხსნარის ცხრა წილამდე თანაფარდობით და შეიყვანება პაციენტისათვის 15 წუთის განმავლობაში.

5 ან 10 მლ შპრიცი გამოიყენება საჭირო დოზის გასაზომად ბავშვის წონის შესაბამისად. თუმცა, ეს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5მლ-ს.

აუცილებელად მიჰყევით დოზირების რეკომენდაციებს.

რაც შეეხება ყველა საინფუზიო ხსნარს შუშის ფლაკონებში (ბოთლებში), უნდა გვახსოვდეს პროცედურის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ინფუზიის ბოლოს, შეყვანის მეთოდის მიუხედავად. მონიტორინგი ინფუზიის ბოლოს გამოიყენება, კერძოდ, ცენტრალური ინტრავენური შეყვანის დროს, საჰაერო ემბოლიის თავიდან აცილების მიზნით.

20 მლ მოცულობისათვის

აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალება შეიძლება განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში შეფარდებით პრეპარატის ერთი ნაწილი, ხსნარის ცხრა ნაწილამდე.

განზავებული ხსნარი გამოიყენება მისი დამზადებიდან 1 საათის განმავლობაში (ინფუზიის ჩატარების დროის ჩათვლით).

პრეპარატი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა იქნას დათვალიერებული ჩანართების შემცველობისა და ფერის შეცვლის არარსებობის დასადგენად. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ხსნარის ნარჩენები უნდა იქნას უტილიზირებული.

განზავებული ხსნარი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, ნაწილაკების ან ნალექის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

ბავშვები.

გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. არ გამოიყენება დღენაკლულ ახალშობილებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, პარაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის წინამორბედი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. მძიმე ჰეპატოცელულარული უკმარისობა.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ინფულგანის დანიშვნისას და გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომა დოზირებაში მილიგრამებსა (მგ) და მილილიტრებს (მლ) შორის გაურკვევლობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევითი ჭარბი დოზირება და სიკვდილი. დანიშვნისას საჭიროა საერთო დოზის მილიგრამებში და საერთო დოზის მოცულობის მილილიტრებში მითითება.

ჭარბი დოზირების რისკის თავიდან ასაცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებები არ შეიცავენ პარაცეტამოლს ან პროპაცეტამოლს.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომები დოზირებაში მილიგრამებისა (მგ) და მილილიტრების (მლ) ერთმანეთში არევის გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დოზის შემთხვევითი გადაჭარბება და სიკვდილი (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“). უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ დანიშნულია და შეყვანილია შესაბამისი დოზა. დანიშვნისას აუცილებელია მიუთითოთ საერთო დოზა მილიგრამებში და დოზის მოცულობა მილილიტრებში.

რეკომენდირებულია პარაცეტამოლის პერორალური ფორმის გამოყენება მაშინვე, როგორც კი გამოყენების ასეთი წესი შესაძლებელი გახდება.

ჭარბი დოზირების რისკის თავიდან ასაცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებები არ შეიცავენ პარაცეტამოლს ან პროპაცეტამოლს.

ინფულგანის რეკომენდებულზე მეტი დოზის დანიშვნის დროს იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.

როგორც წესი, ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები (მათ შორის, ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტატური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი) პირველად ვლინდება პრეპარატის გამოყენებიდან ორი დღის შემდეგ და აღწევს პიკს 4-6 დღის შემდეგ. ანტიდოტის გამოყენება უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად.

პარაცეტამოლს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე კანისმიერი რეაქციები. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სერიოზული კანისმიერი რეაქციების ნიშნების ადრეული გამოვლენის შესახებ და გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რეკომენდირებულია პარაცეტამოლის სიფრთხილით გამოყენება ფლუკლოქსაცილინთან ერთად დიდი ანიონური ნაპრალით მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) მომატებული რისკის გამო.

პაციენტები HAGMA-ს განვითარების მაღალი რისკით არიან, კერძოდ, ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები, სეფსისი ან არასაკმარისად იკვებებიან, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გამოყენების დროს.

პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება, რათა გამოვლინდეს მჟავა-ტუტოვანი დარღვევები, კერძოდ: მეტაბოლური აციდოზი დიდი ანიონური ნაპრალით, შარდში 5-ოქსოპროლინის აღმოჩენის ჩათვლით.

თუ ფლუკლოქსაცილინის მიღება გრძელდება პარაცეტამოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მიზანშეწონილია დარწმუნდეთ HAGMA-ს სიგნალების არარსებობაში, ვინაიდან არსებობს HAGMA-ს კლინიკური სურათის შენარჩუნების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ისევე, როგორც ყველა საინფუზიო ხსნარის შემთხვევაში მინის ფლაკონებში (ბოთლებში), უნდა გვახსოვდეს სამკურნალო საშუალების შეყვანის პროცედურის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ინფუზიის ბოლოსკენ (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, თუ პაციენტს აქვს:

ჰეპატოცელულარული უკმარისობა, ჟილბერის დაავადება;

თირკმელების მძიმე უკმარისობა (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზირება“, „ფარმაკოკინეტიკა“);

ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

გლუტატიონის რეზერვის შემცირება ღვიძლში (კვების ქრონიკული უკმარისობის, ანორექსიის, ბულიმიის ან კახექსიის გამო);

გაუწყლოვნება;

გლუკოზო-6-ფოსფატდეჰედროგენაზას დეფიციტი (რამაც შეიძლება ჰემოლიზური ანემია გამოიწვიოს).

დამხმარე ნივთიერებების შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 0,04 მმოლ (ან 0,89 მგ) ნატრიუმს 1 მლ დოზაზე. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 3,91 მმოლ (ან 89,9 მგ) ნატრიუმს 100 მლ დოზაზე. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე იმ პაციენტებთან გამოყენებისას, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს სორბიტს (E420), თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი სახეობის შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ნატრიუმის სულფიტი უწყლო (E221), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრობენეციდი ორჯერ ამცირებს პარაცეტამოლის კლირენს გლუკურონის მჟავასთან მისი შეკავშირების ბლოკირების გზით, ამიტომ პრობენეციდით კომბინირებული თერაპიის დროს აუცილებელია პარაცეტამოლის დოზის შემცირება.

სალიცილატებს შეუძლიათ ორგანიზმიდან პარაცეტამოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდის გაზრდა.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ერთობლივი გამოყენებისას ენზიმ-მაინდუცირებელ პრეპარატებთან (ბარბიტურატები, იზონიაზიდი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ეტანოლი და სხვ.) (იხ. ნაწილი „ჭარბი დოზირება“).

პარაცეტამოლის (4 გ დღეში არანაკლებ 4 დღის განმავლობაში) პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების უმნიშვნელო ცვლილებები. ამ შემთხვევაში საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების კონტროლი მკურნალობის დროს და ინფულგანით მკურნალობის დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში.

საჭიროა სიფრთხილია დაცვა სამკურნალო საშუალების ფლუკლოქსალიცინთან ერთდროული გამოყენებისას, რადგანაც ერთდროული მიღება ასოცირდება მეტაბოლურ აციდოზთან მაღალი ანიონური ნაპრალით, განსაკუთრებით პაციენტებში რისკ-ფაქტორებით (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პარაცეტამოლის ვენაში შეყვანის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი ნაწილი მოწმობს ნაყოფის განვითარების მანკების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა იმ ბავშვების ნეიროგანვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მუცლადყოფნის დროს დაექვემდებარენ პარაცეტამოლის ზემოქმედებას, აჩვენეს არადამაჯერებელი შედეგები. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუმცა ის უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში და შესაძლებელიდან ყველაზე დაბალი სიხშირით.

ძუძუთი კვება

პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი გამოიყოფა მცირე რაოდენობით დედის რძეში. პარაცეტამოლის გამოყენებისას ძუძუთი კვების პერიოდში არ იყო აღნიშნული ბავშვებში არანაირი გვერდითი ეფექტები. მაშასადამე, სამკურნალო საშუალება შეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოქმედებს.

გვერდითი მოვლენები

პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების გამოყენების მსგავსად, გვერდითი რეაქციები ვითარდებოდა ხშირად (≥1/100 - <1/10 ), იშვიათად (>1/10000 -<1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). იხ. ცხრილი 3.

ცხრილი 3

ორგანოთა სისტემები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

დარღვევები სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ანაფილაქსიური შოკი*, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები*

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები

ძალიან იშვიათად

მეტაბოლური აციდოზი დიდი ანიონური ნაპრალით (HAGMA)**

კარდიალური დარღვევები

იშვიათად

არტერიული ჰიპოტენზია

სიხშირე უცნობია

ტაქიკარდია

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

იშვიათად

ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

ძალიან იშვიათად

გამონაყარი*, ჭინჭრის ციება*, მძიმე კანისმიერი რეაქციები***

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ხშირად

რეაქციები შეყვანის ადგილზე (წვა და ტკივილი)

იშვიათად

შეუძლოდ ყოფნა

სიხშირე უცნობია

ერითემა, სიწითლე, ქავილი

  • იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ანაფილაქსიური შოკის, ჭინჭრის ციების, გამონაყარის სახით, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას.
  • *იყო შეტყობინებები პოსტრეგისტრაციულ პერიოდში, პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენების დროს; ჩვეულებრივ, რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
  • **იყო შეტყობინებები სერიოზული კანისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას.

ჭარბი დოზა

ღვიძლის დაზიანების რისკი (ელვისებური ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ქოლესტატური ჰეპატიტის, ციტოლიზური ჰეპატიტის ჩათვლით) იზრდება ხანდაზმული ასაკის პირებში, პატარა ბავშვებში, პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ალიმენტური დისტროფიისას და პირებში, რომლებიც იღებენ ენზიმ-მაინდუცირებელ პრეპარატებებს. მითითებულ შემთხვევებში დოზის გადაჭარბება შესაძლებელია იყოს ლეტალური.

სიმპტომები ვითარდება პირველი 24 საათის განმავლობაში და ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ანორექსიით, სიფერმკრთალით, მუცლის არეში ტკივილით.

დოზის გადაჭარბება ზრდასრულებში შესაძლებელია მოხდეს 7,5 გ დოზის და მეტის ერთჯერადი შეყვანის დროს, ბავშვებში – 140 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით. ამასთან, ვითარდება ღვიძლის ციტოლიზი, რაც შეიძლება გახდეს სრული და შეუქცევადი ნეკროზის მიზეზი, რაც, თავის მხრივ, იწვევს ღვიძლის უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს, ენცეფალოპათიას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კომა და პაციენტის სიკვდილი. 12-48 საათის განმავლობაში იზრდება ღვიძლის ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას), ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის დონე და მცირდება პროთრომბინის დონე. ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ვლინდება ორი დღე-ღამის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ.

გადაუდებელი ზომები

დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია;

პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში რაც შეიძლება სწრაფად დოზის გადაჭარბებიდან მკურნალობის დაწყებამდე;

ანტიდოტის, N-აცეტილცისტეინის (NAC), პერორალურად ან ინტრავენურად შეყვანა, შეძლებისდაგვარად, არაუგვიანეს 10 საათის შემდეგ დოზის გადაჭარბებიდან. NAC გამოყენება შესაძლებელია უფრო გვიანაც, დოზის გადაჭარბებიდან 10 საათის შემდეგ, თუმცა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს;

სიმპტომური მკურნალობა;

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის სინჯების ჩატარება და მათი გამეორება ყოველ 24 საათში;

უმრავლეს შემთხვევაში, ღვიძლის ტრანსამინაზების დონე უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს ერთი-ორი კვირის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციის სრული აღდგენით. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი;

1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ პარაცეტამოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა, მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; სორბიტი (E 420), ნატრიუმის სულფიტი უწყლო (E 221), საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.

ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

შენახვის პირობები

2 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა. 100 მლ შუშის ფლაკონში. 1 ფლაკონი შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები და ანტიპირიტიკები.

ათქ კოდი: N02B E01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი, მან შეიძლება იქონიოს ცენტრალური და პერიფერიული მოქმედება.

ინფულგანი უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მიიღწეევა 1 საათის განმავლობაში, ამ ეფექტის ხანგრძლივობა კი, როგორც წესი, შეადგენს 4-6 საათს.

ინფულგანი აქვეითებს სხეულის ტემპერატურას შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში, სიცხის დამწევი ეფექტი გრძელდება არანაკლებ 6 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა.

მოზრდილები

შეწოვა

2 გ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ და განმეორებითი გამოყენების შემდეგ 24 საათის განმავლობაში პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა წრფივია.

500 მგ და 1გ პარაცეტამოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ბიოშეღწევადობა იგივეა, როგორც 1 გ და 2 გ პარაცეტამოლის შეყვანის შემდეგ (რომელიც შეიცავს 500 მგ და 1 გ პარაცეტამოლს შესაბამისად).

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 500 მგ ან 1 გ პარაცეტამოლის 15 წუთის ხანგრძლივობის ინფუზიის ბოლოს და შეადგენს 15 მკგ/მლ ან 30 მკგ/მლ შესაბამისად.

განაწილება

პარაცეტამოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ. პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. 1 გ პარაცეტამოლის შეყვანის შემდეგ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დონე (დაახლოებით 1,5 მკგ/მლ) დადგენილი იქნა თავზურგტვინის სითხეში ინფუზიიდან 20 წუთის შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პარაცეტამოლი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში, ორი ძირითადი გზით: გლუკურონის მჟავის კონიუგაცია და გოგირდმჟავას კონიუგაცია. სწრაფად ხდება უკანასკნელი გზის გაჯერება თერაპიულზე მეტი დოზების შემთხვევაში. მცირე ნაწილი (4%) მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომით შუალედური მეტაბოლიტის (N-აცეტილბენზოქინონიმინის) წარმოქმნით, რომელიც ნორმალურ პირობებში სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტატიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან შეკავშირების შემდეგ. მაგრამ მასიური მოწამვლისას ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება.

გამოყოფა

პარაცეტამოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატის (20-30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,7 საათს, საერთო კლირენსი - 18 ლ/სთ. ბავშვები

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში პრაქტიკულად არ განსხვავდება ასეთისგან მოზრდილებში, გარდა სისხლის პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის მოკლე პერიოდისა (1,5-2 საათი). ახალშობილებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჩვილებში - დაახლოებით 3,5 სთ. მოზრდილებთან შედარებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მნიშვნელოვნად შემცირებულია კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან და უფრო მომატებულია - სულფატებთან.

ცხრილი1

ფარმაკოკინეტიკური სიდიდეები ასაკის შესაბამისად (სტანდარტიზირებული კლირენსი, *CLstd/Fperoral. (ლ.სთ-1 70 კგ-1))

ასაკი

სხეულის მასა (კგ)

  • CLstd/Fperoral.

(ლ.სთ-1 70 კგ-1))

ჩასახვიდან 40 კვირის ასაკი

3,3

5,9

პოსტნატალური ასაკის 3 თვე

6

8,8

პოსტნატალური ასაკის 6 თვე

7,5

11,1

პოსტნატალური ასაკის 1 წელი

10

13,6

პოსტნატალური ასაკის 2 წელი

12

15,6

პოსტნატალური ასაკის 5 წელი

20

16,3

პოსტნატალური ასაკის 8 წელი

25

16,3

  • CLstd - პაციენტთა ჯგუფის შეფასება CL-ის (კლირენსის) მიხედვით.

პაციენტენი თირკმლის უკმარისობით

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) პარაცეტამოლის გამოყოფა რამდენამდე შენელებულია, ნახევღად გამოყოფის პერიოდი კი შეადგენს 2-დან 5,3 მლ-მდე. გლუკურონიდების და სულფატების გამოყოფის სიჩქარე პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით სამჯერ უფრო ნელია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამგვარად, პაციენტებში მძიმე თირკმნლის უკმარისობით, მინიმალური ინტერვალი პრეპარატის შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ არის შეცვლილი. დოზის კორექტირება არ არის საჭირო (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ინფულგანი

INFULGAN

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი;

1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ პარაცეტამოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა, მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; სორბიტი (E 420), ნატრიუმის სულფიტი უწყლო (E 221), საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.

ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეტიკები და ანტიპირიტიკები.

ათქ კოდი: N02B E01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი, მან შეიძლება იქონიოს ცენტრალური და პერიფერიული მოქმედება.

ინფულგანი უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მიიღწეევა 1 საათის განმავლობაში, ამ ეფექტის ხანგრძლივობა კი, როგორც წესი, შეადგენს 4-6 საათს.

ინფულგანი აქვეითებს სხეულის ტემპერატურას შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში, სიცხის დამწევი ეფექტი გრძელდება არანაკლებ 6 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა.

მოზრდილები

შეწოვა

2 გ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ და განმეორებითი გამოყენების შემდეგ 24 საათის განმავლობაში პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა წრფივია.

500 მგ და 1გ პარაცეტამოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ბიოშეღწევადობა იგივეა, როგორც 1 გ და 2 გ პარაცეტამოლის შეყვანის შემდეგ (რომელიც შეიცავს 500 მგ და 1 გ პარაცეტამოლს შესაბამისად).

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 500 მგ ან 1 გ პარაცეტამოლის 15 წუთის ხანგრძლივობის ინფუზიის ბოლოს და შეადგენს 15 მკგ/მლ ან 30 მკგ/მლ შესაბამისად.

განაწილება

პარაცეტამოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ. პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. 1 გ პარაცეტამოლის შეყვანის შემდეგ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დონე (დაახლოებით 1,5 მკგ/მლ) დადგენილი იქნა თავზურგტვინის სითხეში ინფუზიიდან 20 წუთის შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პარაცეტამოლი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში, ორი ძირითადი გზით: გლუკურონის მჟავის კონიუგაცია და გოგირდმჟავას კონიუგაცია. სწრაფად ხდება უკანასკნელი გზის გაჯერება თერაპიულზე მეტი დოზების შემთხვევაში. მცირე ნაწილი (4%) მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომით შუალედური მეტაბოლიტის (N-აცეტილბენზოქინონიმინის) წარმოქმნით, რომელიც ნორმალურ პირობებში სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტატიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან შეკავშირების შემდეგ. მაგრამ მასიური მოწამვლისას ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება.

გამოყოფა

პარაცეტამოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატის (20-30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,7 საათს, საერთო კლირენსი - 18 ლ/სთ. ბავშვები

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში პრაქტიკულად არ განსხვავდება ასეთისგან მოზრდილებში, გარდა სისხლის პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის მოკლე პერიოდისა (1,5-2 საათი). ახალშობილებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჩვილებში - დაახლოებით 3,5 სთ. მოზრდილებთან შედარებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მნიშვნელოვნად შემცირებულია კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან და უფრო მომატებულია - სულფატებთან.

ცხრილი1

ფარმაკოკინეტიკური სიდიდეები ასაკის შესაბამისად (სტანდარტიზირებული კლირენსი, *CLstd/Fperoral. (ლ.სთ-1 70 კგ-1))

ასაკი

სხეულის მასა (კგ)

  • CLstd/Fperoral.

(ლ.სთ-1 70 კგ-1))

ჩასახვიდან 40 კვირის ასაკი

3,3

5,9

პოსტნატალური ასაკის 3 თვე

6

8,8

პოსტნატალური ასაკის 6 თვე

7,5

11,1

პოსტნატალური ასაკის 1 წელი

10

13,6

პოსტნატალური ასაკის 2 წელი

12

15,6

პოსტნატალური ასაკის 5 წელი

20

16,3

პოსტნატალური ასაკის 8 წელი

25

16,3

  • CLstd - პაციენტთა ჯგუფის შეფასება CL-ის (კლირენსის) მიხედვით.

პაციენტენი თირკმლის უკმარისობით

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) პარაცეტამოლის გამოყოფა რამდენამდე შენელებულია, ნახევღად გამოყოფის პერიოდი კი შეადგენს 2-დან 5,3 მლ-მდე. გლუკურონიდების და სულფატების გამოყოფის სიჩქარე პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით სამჯერ უფრო ნელია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამგვარად, პაციენტებში მძიმე თირკმნლის უკმარისობით, მინიმალური ინტერვალი პრეპარატის შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ არის შეცვლილი. დოზის კორექტირება არ არის საჭირო (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

არ არსებობს კვლევები რეპროდუქციული და ემბრიონალური ტოქსიკურობის შეფასების არსებული მისაღები სტანდარტების გამოყენებით.

კლინიკური მახასიათებლები.

გამოყენების ჩვენებები.

საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა, განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ჰიპერთერმიული რეაქციების ხანმოკლე მკურნალობა, როდესაც ინტრავენური გამოყენება კლინიკურად დასაბუთებულია ან გამოყენების სხვა მეთოდები მიუღებელია.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, პარაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის წინამორბედი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. მძიმე ჰეპატოცელულარული უკმარისობა.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ინფულგანის დანიშვნისას და გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომა დოზირებაში მილიგრამებსა (მგ) და მილილიტრებს (მლ) შორის გაურკვევლობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევითი ჭარბი დოზირება და სიკვდილი. დანიშვნისას საჭიროა საერთო დოზის მილიგრამებში და საერთო დოზის მოცულობის მილილიტრებში მითითება.

ჭარბი დოზირების რისკის თავიდან ასაცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებები არ შეიცავენ პარაცეტამოლს ან პროპაცეტამოლს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

პრობენეციდი ორჯერ ამცირებს პარაცეტამოლის კლირენს გლუკურონის მჟავასთან მისი შეკავშირების ბლოკირების გზით, ამიტომ პრობენეციდით კომბინირებული თერაპიის დროს აუცილებელია პარაცეტამოლის დოზის შემცირება.

სალიცილატებს შეუძლიათ ორგანიზმიდან პარაცეტამოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდის გაზრდა.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ერთობლივი გამოყენებისას ენზიმ-მაინდუცირებელ პრეპარატებთან (ბარბიტურატები, იზონიაზიდი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ეტანოლი და სხვ.) (იხ. ნაწილი „ჭარბი დოზირება“).

პარაცეტამოლის (4 გ დღეში არანაკლებ 4 დღის განმავლობაში) პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების უმნიშვნელო ცვლილებები. ამ შემთხვევაში საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების კონტროლი მკურნალობის დროს და ინფულგანით მკურნალობის დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში.

საჭიროა სიფრთხილია დაცვა სამკურნალო საშუალების ფლუკლოქსალიცინთან ერთდროული გამოყენებისას, რადგანაც ერთდროული მიღება ასოცირდება მეტაბოლურ აციდოზთან მაღალი ანიონური ნაპრალით, განსაკუთრებით პაციენტებში რისკ-ფაქტორებით (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“).

შეუთავსებლობა

არ არის რეკომენდირებული ინფულგანის შერევა სხვა ხსნარებღან, რომლებიც არ არის მითითებული ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

გამოყენების თავისებურებანი.

საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომები დოზირებაში მილიგრამებისა (მგ) და მილილიტრების (მლ) ერთმანეთში არევის გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დოზის შემთხვევითი გადაჭარბება და სიკვდილი (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“). უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ დანიშნულია და შეყვანილია შესაბამისი დოზა. დანიშვნისას აუცილებელია მიუთითოთ საერთო დოზა მილიგრამებში და დოზის მოცულობა მილილიტრებში.

რეკომენდირებულია პარაცეტამოლის პერორალური ფორმის გამოყენება მაშინვე, როგორც კი გამოყენების ასეთი წესი შესაძლებელი გახდება.

ჭარბი დოზირების რისკის თავიდან ასაცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებები არ შეიცავენ პარაცეტამოლს ან პროპაცეტამოლს.

ინფულგანის რეკომენდებულზე მეტი დოზის დანიშვნის დროს იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.

როგორც წესი, ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები (მათ შორის, ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტატური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი) პირველად ვლინდება პრეპარატის გამოყენებიდან ორი დღის შემდეგ და აღწევს პიკს 4-6 დღის შემდეგ. ანტიდოტის გამოყენება უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად.

პარაცეტამოლს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე კანისმიერი რეაქციები. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სერიოზული კანისმიერი რეაქციების ნიშნების ადრეული გამოვლენის შესახებ და გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რეკომენდირებულია პარაცეტამოლის სიფრთხილით გამოყენება ფლუკლოქსაცილინთან ერთად დიდი ანიონური ნაპრალით მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) მომატებული რისკის გამო.

პაციენტები HAGMA-ს განვითარების მაღალი რისკით არიან, კერძოდ, ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები, სეფსისი ან არასაკმარისად იკვებებიან, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გამოყენების დროს.

პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება, რათა გამოვლინდეს მჟავა-ტუტოვანი დარღვევები, კერძოდ: მეტაბოლური აციდოზი დიდი ანიონური ნაპრალით, შარდში 5-ოქსოპროლინის აღმოჩენის ჩათვლით.

თუ ფლუკლოქსაცილინის მიღება გრძელდება პარაცეტამოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მიზანშეწონილია დარწმუნდეთ HAGMA-ს სიგნალების არარსებობაში, ვინაიდან არსებობს HAGMA-ს კლინიკური სურათის შენარჩუნების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ისევე, როგორც ყველა საინფუზიო ხსნარის შემთხვევაში მინის ფლაკონებში (ბოთლებში), უნდა გვახსოვდეს სამკურნალო საშუალების შეყვანის პროცედურის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ინფუზიის ბოლოსკენ (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, თუ პაციენტს აქვს:

ჰეპატოცელულარული უკმარისობა, ჟილბერის დაავადება;

თირკმელების მძიმე უკმარისობა (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზირება“, „ფარმაკოკინეტიკა“);

ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

გლუტატიონის რეზერვის შემცირება ღვიძლში (კვების ქრონიკული უკმარისობის, ანორექსიის, ბულიმიის ან კახექსიის გამო);

გაუწყლოვნება;

გლუკოზო-6-ფოსფატდეჰედროგენაზას დეფიციტი (რამაც შეიძლება ჰემოლიზური ანემია გამოიწვიოს).

დამხმარე ნივთიერებების შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 0,04 მმოლ (ან 0,89 მგ) ნატრიუმს 1 მლ დოზაზე. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 3,91 მმოლ (ან 89,9 მგ) ნატრიუმს 100 მლ დოზაზე. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე იმ პაციენტებთან გამოყენებისას, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს სორბიტს (E420), თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი სახეობის შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ნატრიუმის სულფიტი უწყლო (E221), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

პარაცეტამოლის ვენაში შეყვანის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი ნაწილი მოწმობს ნაყოფის განვითარების მანკების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა იმ ბავშვების ნეიროგანვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მუცლადყოფნის დროს დაექვემდებარენ პარაცეტამოლის ზემოქმედებას, აჩვენეს არადამაჯერებელი შედეგები. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუმცა ის უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში და შესაძლებელიდან ყველაზე დაბალი სიხშირით.

ძუძუთი კვება

პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი გამოიყოფა მცირე რაოდენობით დედის რძეში. პარაცეტამოლის გამოყენებისას ძუძუთი კვების პერიოდში არ იყო აღნიშნული ბავშვებში არანაირი გვერდითი ეფექტები. მაშასადამე, სამკურნალო საშუალება შეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზირება.

ინფულგანი გამოიყენება ინტრავენურად.

ზრდასრულებში, მოზარდებში და ბავშვებში 33 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამოიყენება 100 მლ-იან ბოთლებში ჩასხმული ხსნარი.

ბავშვებში 33 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით გამოიყენება ხსნარი 20 მლ და 50 მლ ბოთლებში.

დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასაზე.

ცხრილი 2

პაციენტის სხეულის მასა

ერთჯერადი დოზა

მოცულობა ერთ მიღებაზე

ინფულგანის მაქსიმალური მოცულობა (10 მგ/მლ) ერთ მიღებაზე ჯგუფისათვის

სხეულის წონის ზედა ზღვარის შესაბამისად (მლ)**

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა***

≤10კგ*

7,5 მგ/კგ

0,75 მლ/კგ

7,5 მლ

30 მგ/კგ

>10 კგ-≤33 კგ

15 მგ/კგ

1,5 მლ/კგ

49,5 მლ

60 მგ/კგ, არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს

>33 კგ - ≤50 კგ

15 მგ/კგ

1,5 მლ/კგ

75 მლ

60 მგ/კგ, არ უნდა აღემატებოდეს 3გ-ს

>50 კგ, ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობის პირობებში

1 გ

100 მლ

100 მლ

3გ

>50 კგ, ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკის ფაქტორების არ არსებობისას

1 გ

100 მლ

100 მლ

4 გ

  • დღენაკლული ახალშობილები: უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები დღენაკლული ახალშობილებისთვის არ არსებობს (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).
  • *პაციენტები უფრო მცირე სხეულის წონით საჭიროებენ უფრო მცირე მოცულობას. გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 საათს. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ არ აღემატება 4 ინფუზიას 24 საათის განმავლობაში. გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათისა.
  • **მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: მაქსიმალური სადღეღამისო დოზა განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომლებიც არ იღებენ პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და ასეთი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა იქნას კორექტირებული.

პაციენტები თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით

პარაცეტამოლის დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ), რეკომენდირებულია გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა 6 საათამდე.

პაციენტები თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობით

პაციენტებს თირკმლის უკმარისობით სამკურნალო საშუალების მიღებიდან მიღებამდე ყოველი მინიმალური ინტერვალი უნდა იქნას დადგენილი ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი

ინტერვალი სამკურნალო საშუალების გამოყენების შორის

CLcr ≥ 50 მლ/წთ

4 საათი

Clcr 10-50 მლ/წთ

6 საათი

CLcr < 10 მლ/წთ

8 საათი

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით ან ღვიძლის კომპენსირებული აქტიური დაავადებით, ჰეპატოცელულარული უკმარისობით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით, პაციენტებში, რომლებიც არ იკვებებიან ქრონიკულად (ღვიძლის გლუტატიონის დაბალი მარაგი), პაციენტებში დეჰიდრატაციით, ჟილბერის დაავადებით, 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“). ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები ჩვეულებრივ არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის კორექციას.

გამოყენების წესი

პარაცეტამოლის ხსნარი გამოიყენება 15-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

პაციენტები ≤10 კგ სხეულის წონით

არ ხდება ინფულგანის ბოთლის ჩამოკიდება ინფუზიისთვის გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალების მცირე მოცულობის გამო.

პრეპარატის საჭირო მოცულობის ამოღება ბოთლიდან ხდება შპრიცის დახმარებით და გამოიყენება განუზავებლად ან ზავდება ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში, პრეპარატის ერთი წილი გამხსნელი ხსნარის ცხრა წილამდე თანაფარდობით და შეიყვანება პაციენტისათვის 15 წუთის განმავლობაში.

5 ან 10 მლ შპრიცი გამოიყენება საჭირო დოზის გასაზომად ბავშვის წონის შესაბამისად. თუმცა, ეს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5მლ-ს.

აუცილებელად მიჰყევით დოზირების რეკომენდაციებს.

რაც შეეხება ყველა საინფუზიო ხსნარს შუშის ფლაკონებში (ბოთლებში), უნდა გვახსოვდეს პროცედურის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ინფუზიის ბოლოს, შეყვანის მეთოდის მიუხედავად. მონიტორინგი ინფუზიის ბოლოს გამოიყენება, კერძოდ, ცენტრალური ინტრავენური შეყვანის დროს, საჰაერო ემბოლიის თავიდან აცილების მიზნით.

20 მლ მოცულობისათვის

აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალება შეიძლება განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში შეფარდებით პრეპარატის ერთი ნაწილი, ხსნარის ცხრა ნაწილამდე.

განზავებული ხსნარი გამოიყენება მისი დამზადებიდან 1 საათის განმავლობაში (ინფუზიის ჩატარების დროის ჩათვლით).

პრეპარატი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა იქნას დათვალიერებული ჩანართების შემცველობისა და ფერის შეცვლის არარსებობის დასადგენად. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი ხსნარის ნარჩენები უნდა იქნას უტილიზირებული.

განზავებული ხსნარი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, ნაწილაკების ან ნალექის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

ბავშვები.

გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. არ გამოიყენება დღენაკლულ ახალშობილებში.

ჭარბი დოზირება.

ღვიძლის დაზიანების რისკი (ელვისებური ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ქოლესტატური ჰეპატიტის, ციტოლიზური ჰეპატიტის ჩათვლით) იზრდება ხანდაზმული ასაკის პირებში, პატარა ბავშვებში, პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ალიმენტური დისტროფიისას და პირებში, რომლებიც იღებენ ენზიმ-მაინდუცირებელ პრეპარატებებს. მითითებულ შემთხვევებში დოზის გადაჭარბება შესაძლებელია იყოს ლეტალური.

სიმპტომები ვითარდება პირველი 24 საათის განმავლობაში და ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ანორექსიით, სიფერმკრთალით, მუცლის არეში ტკივილით.

დოზის გადაჭარბება ზრდასრულებში შესაძლებელია მოხდეს 7,5 გ დოზის და მეტის ერთჯერადი შეყვანის დროს, ბავშვებში – 140 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით. ამასთან, ვითარდება ღვიძლის ციტოლიზი, რაც შეიძლება გახდეს სრული და შეუქცევადი ნეკროზის მიზეზი, რაც, თავის მხრივ, იწვევს ღვიძლის უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს, ენცეფალოპათიას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კომა და პაციენტის სიკვდილი. 12-48 საათის განმავლობაში იზრდება ღვიძლის ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას), ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის დონე და მცირდება პროთრომბინის დონე. ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ვლინდება ორი დღე-ღამის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ.

გადაუდებელი ზომები

დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია;

პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში რაც შეიძლება სწრაფად დოზის გადაჭარბებიდან მკურნალობის დაწყებამდე;

ანტიდოტის, N-აცეტილცისტეინის (NAC), პერორალურად ან ინტრავენურად შეყვანა, შეძლებისდაგვარად, არაუგვიანეს 10 საათის შემდეგ დოზის გადაჭარბებიდან. NAC გამოყენება შესაძლებელია უფრო გვიანაც, დოზის გადაჭარბებიდან 10 საათის შემდეგ, თუმცა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს;

სიმპტომური მკურნალობა;

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის სინჯების ჩატარება და მათი გამეორება ყოველ 24 საათში;

უმრავლეს შემთხვევაში, ღვიძლის ტრანსამინაზების დონე უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს ერთი-ორი კვირის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციის სრული აღდგენით. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

გვერდითი რეაქციები.

პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების გამოყენების მსგავსად, გვერდითი რეაქციები ვითარდებოდა ხშირად (≥1/100 - <1/10 ), იშვიათად (>1/10000 -<1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). იხ. ცხრილი 3.

ცხრილი 3

ორგანოთა სისტემები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

დარღვევები სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

ანაფილაქსიური შოკი*, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები*

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები

ძალიან იშვიათად

მეტაბოლური აციდოზი დიდი ანიონური ნაპრალით (HAGMA)**

კარდიალური დარღვევები

იშვიათად

არტერიული ჰიპოტენზია

სიხშირე უცნობია

ტაქიკარდია

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

იშვიათად

ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

ძალიან იშვიათად

გამონაყარი*, ჭინჭრის ციება*, მძიმე კანისმიერი რეაქციები***

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ხშირად

რეაქციები შეყვანის ადგილზე (წვა და ტკივილი)

იშვიათად

შეუძლოდ ყოფნა

სიხშირე უცნობია

ერითემა, სიწითლე, ქავილი

  • იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ანაფილაქსიური შოკის, ჭინჭრის ციების, გამონაყარის სახით, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას.
  • *იყო შეტყობინებები პოსტრეგისტრაციულ პერიოდში, პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენების დროს; ჩვეულებრივ, რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
  • **იყო შეტყობინებები სერიოზული კანისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას.

ვარგისიანობის ვადა.

2 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა. 100 მლ შუშის ფლაკონში. 1 ფლაკონი შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

შპს ,,იურია-ფარმი”

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 18030, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქ. 108, ტელ./ფაქსი (044) 281-01-01.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა