პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პანადოლი

PANADOL

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება PANADOL-ის მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ PANADOL-ის? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. PANADOL-ის შენახვის წესები. 1. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0601
რეგისტრირებულია
7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაპანადოლი და სხვა წამალი ერთად

პანადოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება PANADOL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ PANADOL-ის?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • PANADOL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს PANADOL და რისთვის გამოიყენება?

PANADOL-ის ყოველი აბი შეიცავს 500 მილიგრამ პარაცეტამოლს და წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ ეფექტურ პრეპარატს.

PANADOL წარმოდგენილია 24 აბის შემცველ ბლისტერებში.

PANADOLგამოიყენება სუსტი და ძლიერი ტკივილების და სიცხის სიმპტომების (დაავადების არა სამკურნალოდ, არამედ სიმპტომების შესამსუბუქებლად) მკურნალობის დროს.

  • PANADOL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში PANADOL-ის მოხმარება დაუშვებელია:

თუ თქვენ გაქვთ ანემია.

თუ თქვენ გაქვთ ფილტვების დაავადება.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების დარღვევა.

კანის სიწითლის, გამონაყარის ან კანის რეაქციის შემთხვევაში.

თუ თქვენ ღებულობთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებას, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. პარაცეტამოლის შემცველ და ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, გრიპის და სურდოს სიმპტომების შემამსუბუქებელ და საძილე საშუალებებთან ერთად მიღება დაუშვებელია.

პარაცეტამოლის პირველად ან ადრე მიმღებმა პირებმა, რომლებსაც პირველი ან განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ წარმოექმნათ კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქციები, არ უნდა მიიღონ ეს ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი.

ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, დღეში 2 გრამზე მეტი პარაცეტამოლის (პანადოლის 4 აბის) მიღება არ არის რეკომენდირებული.

თუ თქვენ გაქვთ ნორმალურზე ნაკლები წონა, გაქვთ ანორექსია ან არასაკმარისად იკვებებით.

ღვიძლის ფერმენტების მომატების ან დროებითი სიყვითლის მაგვარი გენეტიკური დაავადების - გილბერტის სინდრომის არსებობის შემთხვევაში.

სისხლში შაქრის მეტაბოლიზმის არსებობის დროს ეფექტური გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზის ფერმენტის ნაკლებობის მქონე პაციენტებს იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოექმნათ ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების განადგურება).

3-5 დღეში ახალი სიმპტომების წარმოქმნის ან ტკივილების და/ან სიცხის არ შემცირების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პარაცეტამოლის მიღება და მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხანმოკლე დროის განმავლობაში PANADOL-ის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). მოზარდების მიერ (ხანმოკლე და განმეორებითი) დღიური დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

სეფსისის მაგვარი გლუტათიონის ნაკლებობის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.

რაიმე სერიოზული ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის რისკის ზრდა.

მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:

ღრმად, სწრაფად და ძნელად სუნთქვა.

გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.

მადის დაკარგვა.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

PANADOL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ საკვებ-სასმელთან (მაგალითად, ზოგიერთ წამლებთან) ერთად ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლზე მავნე ეფექტის წარმოქმნის რისკი.

საკვებს შეუძლია შეამციროს პარაცეტამოლის ნაწლავებიდან შეწოვა.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფეხმძიმის დროს PANADOL-ის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მავნე ეფექტი არ არის ცნობილი. მაგრამ ამ პერიოდში პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ პრეპარატის მიღების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, დაუყ

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების დროს PANADOL-ის სამკურნალო დოზით მიღება არ წარმოადგენს რაიმე რისკს. პარაცეტამოლი სმცირე დოზითაც აღწევს რძეში. ბავშვის ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

ეს პრეპარატი არანაირ გავლენას არ ახდენო მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. მაგრამ პარაცეტამოლის მიღებამ ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. PANADOL-ის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია PANADOL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ე სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს (სისხლში და მის უჯრედებში არსებული მნიშვნელოვანი ნივთიერება), რაც უნდა გაითვალისწინონ თირკმელების ფუნქციების დარღვევის მქონე ან კალიუმის საკონტროლო დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს PANADOL-ის ეფექტის შემცირება.

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინის მაგვარი).

კუჭის დაცლის დამაჩქარებელი პრეპარატები (მაგალითად მეტოკლოპრამიდის მაგვარი).

ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი საძილე პრეპარატები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები (ფენიტოინის, ფენობარბიტალის და კარბამაზეპინის მაგვარი).

ანტიბიოტიკის სახით გამოსაყენებელი ქლორამფენიკოლი, რიფამპიცინი).

ვარფარინის და კუმარინის მაგვარი ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები).

ზიდოვუდინი (ბავშვებში და მოზარდებში HIV (შიდსის) ინფექციის სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად გამოსაყენებელი პრეპარატი.

დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მკურნალობის დროს).

იოანეს ვორტის (სტ. ჯონსის ვორტის) შემცველი პრეპარატები.

ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის დროს).

ტროპიცეტრონის და გრანიცეტრონის შემცველი პრეპარატები (რადიოთერაპიის და/ან ქიმიოთერაპიის ჩატმარებელი პაციენტების მიერ გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების თავიდან ასაცილებლად).

სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად მოხმარება.

სპირტი.

ანტიდეპრესანტები (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები).

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

PANADOL-ის მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მოზარდებისათვის და 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის. მოზარდებისათვის და 12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1-2 აბს და, საჭიროების შემთხვევაში, დაასშვებია დოზის 4 საათში ერთხელ გამეორება. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 4000 მილიგრამს. 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის მიღება არ არის რეკომენდირებული.

6-12 წლის ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა 4-6 საათიანი შუალედებით შეადგენს 1/2-1 აბს. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ.-ს, ანუ დაყოფილი დოზებით 60 მგ/კგ-ს.

სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის უნდა მიიღოთ ეფექტური ყველაზე დაბალი დოზა.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

მიიღება ორალური გზით. უნდა მიიღოთ ერთ ჭიქა წყალთან ეთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვების მიერ მოხმარება:

ექიმის დანიშნულების გარეშე 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ არის რეკომენდირებული. 6-11 წლის ასაკის მქონე ბავშვებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნით მიღება დაუშვებელია.

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება:

ჯანმრთელი და მოძრავი ხანდაზმული პირებისათვის შესაძლებელია მოზარდებისათვის დადგენილი დოზის მიღება, მაგრამ სუსტად მოძრავმა ხანდაზმულმა პირებმა უნდა შეამცირონ დოზა და დოზის სიხშირე.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის და თირკმელების სუსტი, საშუალო და მწვავე ფუნქციების დარღვევის პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.

თუ თქვენ შეამჩნევთ PANADOL-ის ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ PANADOL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერმკრთალობის, მადის დაკარგვის, გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მაგვარი სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევებში კი სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე სათის განმავლობაში. ამიტომ, ჭარბი დოზის ან პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. ხანმოკლე დროის განმავლობაში ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადანერგვის საჭიროება ან ფატალური შედეგის მქონე ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის ტოქსიკურობასთან და მისი ფუნქციების დარღვევასთან ერთად, შეიძლება აგრეთვე წარმოიქმნას პანკრეატიტი. ჭარბი დოზით მიღებისას ალკოჰოლის მიმღებ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ზიანის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის ჩატარება.

PANADOL-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ PANADOL-ის მიღება:

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზი PANADOL-ს მიღება დაუშვებელია.

PANADOL-ის მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში რაიმე უარყოფითი ჩვენების წარმოქმნა არ იქნება მოსალოდნელი.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, PANADOL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

პარაცეტამოლის არასასურველი ეფექტი ზოგადად სუსტია. პარაცეტამოლის 10 გრამზე მეტი დოზით (20 ცალი პანადოლი) მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნე ეფექტის წარმოქმნა.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ PANADOL-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელ-ფეხის, სახის, ენის და ტუჩების დასიება ან, განსაკუთრებით, სუყნთქვის უკმარისობის გამომწვევი ყელის დასიება (ანაფილაქტიკური შოკი).

ალერგიის სიმპტომები (კანის სიწითლე, აქერცვლა ან პირის ღრუში წყლულის წარმოქმნა).

ასთმა და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი).

ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს, შეიძლება წარმოიქმნას სუნთქვის უკმარისობა და მსგავსი სიმპტომები.

მოულოდნელი დალურჯების ან სისხლდენის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს.

გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მონაცემები არ მოიპოვება.

ხშირად წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

ძილიანობა.

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები.

გულისრევის შეგრძნება.

პირღებინება.

დაბუჟება, ჩხვლეტის და წვის შეგრძნების მაგვარი დარღვევები.

ნაწლავებში გაზების დაგროვება.

მუცლის ტკივილი.

კუჭში შეკრულობა.

საჭმლის მონელების პრობლემები.

არ გავრცელებული გვერდითი ჩვენებები:

პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხმარების დროს თირკმელების უკმარისობის გამომწვევი თირკმელების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი).

საჭმლის მომნელებელი სისტემაში სისხლდენა (კუჭნაწლავის სისხლდენა).

იშვიათი გვერდითი ჩვენებები:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია), ანემია (სისხლნაკლულობა), სისხლში მეტემოგლობინის არსებობა (მეტემოგლობინემია),სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრად შემცირება (ნეიტროპენია), კანის კაპილარების სისხლჩაქცევა (თრომბოციტოპენია პურპურა).

გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.

უცაბედად დაწყებული და ფატალური შედეგის მქონე სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია).

კანზე გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ალერგიული შეშუპება, კანის, ენის და ყელის დასიება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერლიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის წარმოქმნა (მულტიფორმული ერითემა).

სტივენს-ჯონსის სინდრომი (კანის და ლორწოვანი გარსის წამლების ან ინფექციის მიმართ რეაქციები).

ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლიელის სინდრომი) (წამლების და სხვადასხვა ინფექციის მიმართ წარმოქმნილი კანის დაავადება).

ძალიან იშვიათი გვერდითი ჩვენებები:

უცაბედად და ხშირად წარმოქმნილი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი).

თრომბოციტები (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედები).

ალერგიული რეაქციების სიმპტომები.

ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ბრონქოსპაზმის წარმოქმნა.

ღვიძილს ფუნქციების დარღვევა.

უცნობი:

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება, თავბრუსხვევა, ტვინის ანთება (ენცეფალოპატია), უძილობა და კანკალი (თრთოლა).

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • PANADOL-ის შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. ტენიანობისგან და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ PANADOL-ის მოხმარება დაუშვებელია.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „გლაქსო სმით ქლაინ თუქეთიჯი საღლიღი“

Glaxo Smith Kline Tüketici Sağlığı A.Ş.

ლევენტი, შიშლი - სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

ესენიურთი, სტამბოლი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 29.05.2019 წელს.

PANADOL-ის Glaxo Smith Kline-ის კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული მარკა.

TR321536-A20013671/00

მთარგმნელი:

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

პანადოლი ნაჩვენებია მოზრდილებში და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის. მოზრდილებში და 16 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი და საჭიროებისას შესაძლებელია მიეცეს არანაკლებ 4 საათში ერთხელ. დღიური მაქსიმალური დოზაა 4000 მგ. არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის გამოყენება.

10-15 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 4-6 საათის ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზაა ერთჯერადად 10-15 მგ/კგ (30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ერთჯერადად 500 მგ) ან გაყოფილი დოზებით დღეში მაქსიმუმ 60 მგ/კგ (30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში მაქსიმუმ 2 გ). არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის მიღება. ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.

სიმპტომების საწინააღმდეგოდ ყოველთვის გამოიყენეთ მინიმალური ეფექტური დოზა.

არ შეიძლება მითითებულ დოზაზე მეტის გამოყენება. გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ღვიძლის ინტოქსიკაციის (ჰეპატოტოქსიკურობის) რისკის გამო დღიურად მიღებული პარაცეტამოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.

გამოყენების წესი და მეთოდი:

მიიღება პერორალურად. ჩაყლაპეთ ერთი ჭიქა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ არის მისაღები გამოყენება 10 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში.

10-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 4-6 საათის ინტერვალით. ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.

ასაკოვნებში გამოყენება:

ჯანმრთელი, აქტიური ასაკოვნებისთვის მისაღებია მოზრდილთა ნორმალური დოზა. მაგრამ დასუსტებული, უძრავად მყოფი ასაკოვნებისთვის დოზა და მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პარაცეტამოლზე ან პრეპარატის შემადგენელ სხვა ნივთიერებებზე

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში პანადოლი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

ანემიით დაავადებულ პაციენტებში, ფილტვების დაავადების, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენებული უნდა იქნას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სიფრთხილის დაცვით.

თუ შენიშნავთ კანზე სიწითლეს, გამონაყარს ან კანის რეაქციას, გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით.

არ გამოიყენოთ, თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატს. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი დოზირება. არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველ და ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, გრიპის და სურდოს სიმპტომების საწინააღმდეგო ან საძილე პრეპარატებთან ერთად.

თუ პაციენტს პარაცეტამოლის პირველად გამოყენებისას ან ადრე პარაცეტამოლის გამოყენებისას, პირველივე დოზის ან განმეორებითი დოზების გამო განუვითარდება კანზე სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია, მან აღარ უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი.

თუ თქვენი წონა ნორმაზე ნაკლებია, გაქვთ ანორექსია ან კვების დეფიციტი.

თუ გაქვთ გილბერტის სინდრომი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე და გარდამავალი სიყვითლე.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ღვიძლის ინტოქსიკაციის (ჰეპატოტოქსიკურობის) რისკის გამო დღიურად მიღებული პარაცეტამოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.

პაციენტებში ფერმენტ გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით (ეს ფერმენტი ზემოქმედებს სისხლში შაქრის მეტაბოლიზმზე) იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ჰემოლიზი (ერითროციტების დაშლა).

პაციენტებში ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებით საჭიროა გამოყენება სიფრთხილის დაცვით.

თუ 3 - 5 დღის განმავლობაში გამოვლინდება ახალი სიმპტომი ან არ შემცირდება ტკივილი და/ან ცხელება, შეწყვიტეთ პარაცეტამოლის გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

პანადოლი ერთჯერადად (მწვავე) მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში იწვევს ღვიძლის სერიოზულ ინტოქსიკაციას. მოზრდილებში დღიური დოზის ხანგრძლივად (ქრონიკულად) მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

პაციენტებში გლუტატიონის დეფიციტით, როგორიცაა სეფსისი, პარაცეტამოლის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.

თუ გაქვთ სერიოზული დაავადება, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა ან სეფსისი (სისხლში ბაქტერიების და ტოქსინების არსებობის გამო ორგანოთა დაზიანება), ან არასაკმარისად იკვებებით, გაქვთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასეთი მდგომარეობა, პარაცეტამოლის ხანგრძლივად, რეგულარული დოზებით გამოყენების შემთხვევაში ან პარაცეტამოლის ფლუკლოქსაცილინთან ერთად მიღების შემთხვევაში ცნობილია სერიოზული გართულება, სახელად მეტაბოლური აციდოზი (სისხლის და სითხის დარღვევა).

თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია (ანთება), სერიოზული ხარისხის კვების დეფიციტი, თქვენი წონა ნორმაზე ბევრად ნაკლებია ან ქრონიკულად იყენებთ ალკოჰოლს, შესაძლებელია გაიზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.

მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:

ღრმა, სწრაფი და გაძნელებული სუნთქვა

დაბუჟება

გულისრევა და ღებინება

უმადობა.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

პანადოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ საკვებთან და სასმელებთან (მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატი) ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ღვიძლზე მავნე ზემოქმედების რისკი.

საკვებმა შეიძლება შეამციროს პარაცეტამოლის შეწოვა ნაწლავებიდან.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევით საჭიროა გამოყენება სიფრთხილის დაცვით.

ღვიძლის დაავადება ზრდის პარაცეტამოლიდან გამომდინარე ღვიძლის დაზიანების რისკს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.

თუ თვლით, რომ პანადოლის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პანადოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ძირითადი სიმპტომებია სიფერმკრთალე, უმადობა, გულისრევა და ღებინება, მაგრამ ზოგ შემთხვევებში სიმპტომები შესაძლებელია არ გამოვლინდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომ დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მწვავე (მოკლე დროში) მაღალი დოზით მიღებისას პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ინტოქსიკაცია. პარაცეტამოლის ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს ღვიძლის ტრანსპლანტაციით ან ლეტალური შედეგით. ღვიძლის ინტოქსიკაციასთან და ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან ერთად, როგორც წესი, შესაძლებელია გამოვლინდეს მწვავე პანკრეატიტიც. ჭარბი დოზით გამოწვეული ზიანი უფრო მაღალია ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

თუ გამოიყენეთ პანადოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პანადოლის მიღება

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

პანადოლითი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

პრეპარატი გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში. არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ნეგატიური ეფექტი.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, პანადოლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.

როგორც წესი, პარაცეტამოლის არასასურველი რეაქციები მსუბუქია. პარაცეტამოლის 10 გრამზე (20 ცალი პანადოლი) მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია მავნე ზემოქმედება.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ პანადოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ხელების, ფეხების, სახის, ენის და ტუჩების შეშუპება ან განსაკუთრებით ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ანაფილაქსიური შოკი)

ალერგიის სიმპტომები (კანზე სიწითლე, აქერცვლა ან პირის ღრუში წყლული)

ასთმა და ფილტვებში ასთმის მსგავსი სიმპტომები, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ბრონქოსპაზმი)

თუ ასპირინის ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას გქონდათ სუნთქვის გაძნელება და მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ ამ პრეპარატის გამოყენების დროსაც

თუ შენიშნავთ მოულოდნელ სისხლჩაქცევას ან სისხლდენას.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. რომელიმე მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია პანადოლზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულებში პანადოლი უნდა გამოიყენონ სარგებლის/ზიანის შეფასების გზით. ორსულმა პაციენტებმა უნდა შეასრულონ გამოყენებასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაცია. თუ კლინიკურად საჭიროა, ორსულობის დროს პანადოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ეფექტური მინიმალური დოზით და, რამდენადაც შესაძლებელია მინიმალური დროის განმავლობაში და მინიმალური სიხშირით.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მეძუძური დედის მიერ პანადოლის სამკურნალო დოზით მიღება არ წარმოქმნის რისკს ბავშვისთვის. პარაცეტამოლი მცირე რაოდენობით გადადის რძეში. მეძუძურმა დედებმა შესაძლებელია ამ პერიოდში გამოიყენონ ექიმის რეკომენდაციით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე პრეპარატის რაიმე სახით ზემოქმედება. მაგრამ ზოგ პაციენტში პარაცეტამოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. პანადოლის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს სიფხიზლეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანადოლის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს კალიუმს (მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც არის სისხლში და უჯრედებში). ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან იცავენ დიეტას კალიუმის კონტროლით.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

პანადოლის ეფექტი შესაძლებელია შეიცვალოს ზოგ პრეპარატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს:

პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, პროპანთელინი და სხვ.)

პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი).

პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ზოგიერთი საძილე საშუალება, ეპილეფსიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი)

ანტიბიოტიკები - ქლორამფენიკოლი, რიფამპიცინი

ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), სერიოზული პრეპარატი, რომელიც სისხლის და სითხის დარღვევების (მეტაბოლური აციდოზი) რისკის გამო საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხილეთ, თავი 2)

ვარფარინი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას)

ზიდოვუდინი (პრეპარატი, რომელიც ბავშვებში და მოზრდილებში გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის)

დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის-ღებინების სამკურნალოდ)

მცენარე კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები

ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ)

ტროპიცეტრონის და გრანიცეტრონის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სხივური თერაპია და/ან ქიმიოთერაპია, გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის)

სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ალკოჰოლი

ანტიდეპრესანტი (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი)

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ხშირი გვერდითი რეაქციები:

ძილისკენ მიდრეკილება (სომნოლენცია)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები

გულისრევა

ღებინება

სენსორული დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის და წვის შეგრძნება

მეტეორიზმი

მუცლის ტკივილი

ყაბზობა

მონელების პრობლემები

არახშირი გვერდითი რეაქციები

დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას თირკმლის დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა (პაპილური ნეკროზი)

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენა (გასტროინტესტინალური სისხლდენა)

იშვიათი გვერდითი რეაქციები

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ანემია, სისხლში მეტჰემოგლობინის არსებობა (მეტჰემოგლობინემია), სისხლში ნეიტროფილების ძალიან დაბალი დონე (ნეიტროპენია), კანზე კაპილარული სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიური პურპურა). ეს გვერდითი რეაქციები არ არის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში პარაცეტამოლთან.

გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი

უეცრად დაწყებული სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი (ანაფილაქსია)

ეგზემა, გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი), ჰიპერმგრძნობელობა, გამოხატული ხელებზე, სახესა და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლით (მულტიფორმული ერითემა)

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც შესაძლებელია განვითარდეს უეცრად და ხშირად (აგრანულოციტოზი)

სისხლში თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებენ სისხლის შედედებაზე) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ასპირინზე ან მსგავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ბრონქოსპაზმი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ალერგიული რეაქციის სიმპტომები

გამონაყარი კანზე, ქავილი, ალერგიული შეშუპება, სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაავადება, რომელიც ვლინდება მედიკამენტების ან ინფექციის მიმართ კანის და ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქციით)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) (კანის დაავადება, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს მედიკამენტების და სხვადასხვა ინფექციების გამო)

უცნობია

ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, თავბრუსხვევა, თავის ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), უძილობა (ინსომნია), კანკალი (ტრემორი)

ალერგიულ ტესტზე დადებითი პასუხი

ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ თრომბოციტების საზიანოდ მიჩნევა და მათი განადგურება (იმუნური თრომბოციტოპენია)

პაციენტებში მძიმე დაავადებით, რომლებიც იყენებენ პარაცეტამოლს, სერიოზული გართულება, რომელსაც შეუძლია სისხლის მოჭარბებული მჟავიანობის (მეტაბოლური აციდოზი) გამოწვევა (იხილეთ, თავი 2)

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პანადოლის შენახვა

პანადოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავის შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილზე. დაიცავით სინათლისგან.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ პანადოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პანადოლი, თუ პრეპარატზე და/ან მის შეფუთვაზე შენიშნავთ რაიმე დეფექტს.

ლიცენზიის მფლობელი:

სს ჰალეონ თუქეთიჯი საღლიი

შიშლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.

ესენიურთი/სტამბოლი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 28/02/2025 წელს.

A20019866-01

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მოხმარების ინსტრუქცია

PANADOL-ის 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული აბები.

მიიღება ორალური გზით.

ეფექტური ნივთიერება: თითოეული აბი შეიცავს 500 მილიგრამ პარაცეტამოლს.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, პუდრი, სტეარინის მჟავა, ჰიპრომელოზი, ტრიაცეტინი.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

  • რას წარმოადგენს PANADOL-ის და რისთვის გამოიყენება?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება PANADOL-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ PANADOL-ის?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • PANADOL-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს PANADOL და რისთვის გამოიყენება?

PANADOL-ის ყოველი აბი შეიცავს 500 მილიგრამ პარაცეტამოლს და წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ ეფექტურ პრეპარატს.

PANADOL წარმოდგენილია 24 აბის შემცველ ბლისტერებში.

PANADOLგამოიყენება სუსტი და ძლიერი ტკივილების და სიცხის სიმპტომების (დაავადების არა სამკურნალოდ, არამედ სიმპტომების შესამსუბუქებლად) მკურნალობის დროს.

  • PANADOL-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში PANADOL-ის მოხმარება დაუშვებელია:

თუ თქვენ გაქვთ ანემია.

თუ თქვენ გაქვთ ფილტვების დაავადება.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების დარღვევა.

კანის სიწითლის, გამონაყარის ან კანის რეაქციის შემთხვევაში.

თუ თქვენ ღებულობთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებას, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. პარაცეტამოლის შემცველ და ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, გრიპის და სურდოს სიმპტომების შემამსუბუქებელ და საძილე საშუალებებთან ერთად მიღება დაუშვებელია.

პარაცეტამოლის პირველად ან ადრე მიმღებმა პირებმა, რომლებსაც პირველი ან განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ წარმოექმნათ კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქციები, არ უნდა მიიღონ ეს ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი.

ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, დღეში 2 გრამზე მეტი პარაცეტამოლის (პანადოლის 4 აბის) მიღება არ არის რეკომენდირებული.

თუ თქვენ გაქვთ ნორმალურზე ნაკლები წონა, გაქვთ ანორექსია ან არასაკმარისად იკვებებით.

ღვიძლის ფერმენტების მომატების ან დროებითი სიყვითლის მაგვარი გენეტიკური დაავადების - გილბერტის სინდრომის არსებობის შემთხვევაში.

სისხლში შაქრის მეტაბოლიზმის არსებობის დროს ეფექტური გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზის ფერმენტის ნაკლებობის მქონე პაციენტებს იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოექმნათ ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების განადგურება).

3-5 დღეში ახალი სიმპტომების წარმოქმნის ან ტკივილების და/ან სიცხის არ შემცირების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პარაცეტამოლის მიღება და მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხანმოკლე დროის განმავლობაში PANADOL-ის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). მოზარდების მიერ (ხანმოკლე და განმეორებითი) დღიური დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

სეფსისის მაგვარი გლუტათიონის ნაკლებობის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.

რაიმე სერიოზული ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის რისკის ზრდა.

მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:

ღრმად, სწრაფად და ძნელად სუნთქვა.

გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.

მადის დაკარგვა.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

PANADOL-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ საკვებ-სასმელთან (მაგალითად, ზოგიერთ წამლებთან) ერთად ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლზე მავნე ეფექტის წარმოქმნის რისკი.

საკვებს შეუძლია შეამციროს პარაცეტამოლის ნაწლავებიდან შეწოვა.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფეხმძიმის დროს PANADOL-ის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მავნე ეფექტი არ არის ცნობილი. მაგრამ ამ პერიოდში პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ პრეპარატის მიღების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, დაუყ

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების დროს PANADOL-ის სამკურნალო დოზით მიღება არ წარმოადგენს რაიმე რისკს. პარაცეტამოლი სმცირე დოზითაც აღწევს რძეში. ბავშვის ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

ეს პრეპარატი არანაირ გავლენას არ ახდენო მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. მაგრამ პარაცეტამოლის მიღებამ ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. PANADOL-ის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია PANADOL-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ე სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს (სისხლში და მის უჯრედებში არსებული მნიშვნელოვანი ნივთიერება), რაც უნდა გაითვალისწინონ თირკმელების ფუნქციების დარღვევის მქონე ან კალიუმის საკონტროლო დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს PANADOL-ის ეფექტის შემცირება.

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინის მაგვარი).

კუჭის დაცლის დამაჩქარებელი პრეპარატები (მაგალითად მეტოკლოპრამიდის მაგვარი).

ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი საძილე პრეპარატები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები (ფენიტოინის, ფენობარბიტალის და კარბამაზეპინის მაგვარი).

ანტიბიოტიკის სახით გამოსაყენებელი ქლორამფენიკოლი, რიფამპიცინი).

ვარფარინის და კუმარინის მაგვარი ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები).

ზიდოვუდინი (ბავშვებში და მოზარდებში HIV (შიდსის) ინფექციის სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად გამოსაყენებელი პრეპარატი.

დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მკურნალობის დროს).

იოანეს ვორტის (სტ. ჯონსის ვორტის) შემცველი პრეპარატები.

ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის დროს).

ტროპიცეტრონის და გრანიცეტრონის შემცველი პრეპარატები (რადიოთერაპიის და/ან ქიმიოთერაპიის ჩატმარებელი პაციენტების მიერ გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების თავიდან ასაცილებლად).

სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად მოხმარება.

სპირტი.

ანტიდეპრესანტები (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები).

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

PANADOL-ის მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მოზარდებისათვის და 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის. მოზარდებისათვის და 12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1-2 აბს და, საჭიროების შემთხვევაში, დაასშვებია დოზის 4 საათში ერთხელ გამეორება. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 4000 მილიგრამს. 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის მიღება არ არის რეკომენდირებული.

6-12 წლის ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა 4-6 საათიანი შუალედებით შეადგენს 1/2-1 აბს. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ.-ს, ანუ დაყოფილი დოზებით 60 მგ/კგ-ს.

სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის უნდა მიიღოთ ეფექტური ყველაზე დაბალი დოზა.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

მიიღება ორალური გზით. უნდა მიიღოთ ერთ ჭიქა წყალთან ეთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვების მიერ მოხმარება:

ექიმის დანიშნულების გარეშე 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ არის რეკომენდირებული. 6-11 წლის ასაკის მქონე ბავშვებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნით მიღება დაუშვებელია.

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება:

ჯანმრთელი და მოძრავი ხანდაზმული პირებისათვის შესაძლებელია მოზარდებისათვის დადგენილი დოზის მიღება, მაგრამ სუსტად მოძრავმა ხანდაზმულმა პირებმა უნდა შეამცირონ დოზა და დოზის სიხშირე.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის და თირკმელების სუსტი, საშუალო და მწვავე ფუნქციების დარღვევის პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.

თუ თქვენ შეამჩნევთ PANADOL-ის ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ PANADOL-ს საჭიროზე დიდი დოზით:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერმკრთალობის, მადის დაკარგვის, გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მაგვარი სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევებში კი სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე სათის განმავლობაში. ამიტომ, ჭარბი დოზის ან პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. ხანმოკლე დროის განმავლობაში ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადანერგვის საჭიროება ან ფატალური შედეგის მქონე ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის ტოქსიკურობასთან და მისი ფუნქციების დარღვევასთან ერთად, შეიძლება აგრეთვე წარმოიქმნას პანკრეატიტი. ჭარბი დოზით მიღებისას ალკოჰოლის მიმღებ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ზიანის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის ჩატარება.

PANADOL-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ PANADOL-ის მიღება:

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზი PANADOL-ს მიღება დაუშვებელია.

PANADOL-ის მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში რაიმე უარყოფითი ჩვენების წარმოქმნა არ იქნება მოსალოდნელი.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, PANADOL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

პარაცეტამოლის არასასურველი ეფექტი ზოგადად სუსტია. პარაცეტამოლის 10 გრამზე მეტი დოზით (20 ცალი პანადოლი) მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნე ეფექტის წარმოქმნა.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ PANADOL-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელ-ფეხის, სახის, ენის და ტუჩების დასიება ან, განსაკუთრებით, სუყნთქვის უკმარისობის გამომწვევი ყელის დასიება (ანაფილაქტიკური შოკი).

ალერგიის სიმპტომები (კანის სიწითლე, აქერცვლა ან პირის ღრუში წყლულის წარმოქმნა).

ასთმა და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი).

ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს, შეიძლება წარმოიქმნას სუნთქვის უკმარისობა და მსგავსი სიმპტომები.

მოულოდნელი დალურჯების ან სისხლდენის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს.

გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მონაცემები არ მოიპოვება.

ხშირად წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

ძილიანობა.

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები.

გულისრევის შეგრძნება.

პირღებინება.

დაბუჟება, ჩხვლეტის და წვის შეგრძნების მაგვარი დარღვევები.

ნაწლავებში გაზების დაგროვება.

მუცლის ტკივილი.

კუჭში შეკრულობა.

საჭმლის მონელების პრობლემები.

არ გავრცელებული გვერდითი ჩვენებები:

პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხმარების დროს თირკმელების უკმარისობის გამომწვევი თირკმელების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი).

საჭმლის მომნელებელი სისტემაში სისხლდენა (კუჭნაწლავის სისხლდენა).

იშვიათი გვერდითი ჩვენებები:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია), ანემია (სისხლნაკლულობა), სისხლში მეტემოგლობინის არსებობა (მეტემოგლობინემია),სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრად შემცირება (ნეიტროპენია), კანის კაპილარების სისხლჩაქცევა (თრომბოციტოპენია პურპურა).

გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.

უცაბედად დაწყებული და ფატალური შედეგის მქონე სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია).

კანზე გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ალერგიული შეშუპება, კანის, ენის და ყელის დასიება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერლიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის წარმოქმნა (მულტიფორმული ერითემა).

სტივენს-ჯონსის სინდრომი (კანის და ლორწოვანი გარსის წამლების ან ინფექციის მიმართ რეაქციები).

ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლიელის სინდრომი) (წამლების და სხვადასხვა ინფექციის მიმართ წარმოქმნილი კანის დაავადება).

ძალიან იშვიათი გვერდითი ჩვენებები:

უცაბედად და ხშირად წარმოქმნილი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი).

თრომბოციტები (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედები).

ალერგიული რეაქციების სიმპტომები.

ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ბრონქოსპაზმის წარმოქმნა.

ღვიძილს ფუნქციების დარღვევა.

უცნობი:

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება, თავბრუსხვევა, ტვინის ანთება (ენცეფალოპატია), უძილობა და კანკალი (თრთოლა).

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • PANADOL-ის შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. ტენიანობისგან და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ PANADOL-ის მოხმარება დაუშვებელია.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „გლაქსო სმით ქლაინ თუქეთიჯი საღლიღი“

Glaxo Smith Kline Tüketici Sağlığı A.Ş.

ლევენტი, შიშლი - სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

ესენიურთი, სტამბოლი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 29.05.2019 წელს.

PANADOL-ის Glaxo Smith Kline-ის კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული მარკა.

TR321536-A20013671/00

მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა