გრიპოსტადი გამოიყენება: სუსტი ან ზომიერი ტკივილის გასაყუჩებლად სიცხის დასაწევად
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
- მწარმოებელი
- STADA Arzneimittel AG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზიური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023819
- რეგისტრირებულია
- 13 ნოემბერი 2017, მოქმედებს 13 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- -
გრიპოსტადი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გრიპოსტადი გამოიყენება:
სუსტი ან ზომიერი ტკივილის გასაყუჩებლად
სიცხის დასაწევად
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია 10 წლის ზემოთ ბავშვებისათვის, რომელთა წონა 40 კგ-ზე მეტია და მოზარდებისათვის.
ჩვეულებრივ, ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ პარაცეტამოლს. ჩვეულებრივ, მაქსიმალური დღიური დოზა მოზარდებისათვის არის 4გ დღეში.
გრიპოსტადის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის და (ან) ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით, რათა მედიკამენტით მკურნალობა იყოს უსაფრთხო და ეფექტური.
თუ ექიმის მიერ დანიშნულია სხვა დოზა, გრიპოსტადის მიღება უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.
სხეულის წონა (კგ)
ასაკი
გრიპოსტადის ერთჯერადი დოზა
გრიპოსტადის მაქსიმალური დღიური დოზა
40 კგ-ზე მეტი
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები
1 პაკეტი
6 პაკეტამდე
არანაკლებ 40 კგ
10-12 წლის ბავშვები
1 პაკეტი
3 პაკეტი
დოზა შეიძლება განმეორდეს 4-8 საათიანი ინტერვალებით.
სიფრთხილით გამოყენება
თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის და ჟილბერის სინდრომის დროს პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის არ უნდა იქნას გამოყენებული ფენილკეტონურიის დროს, რადგან სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ასპარტამს დამატკბობელის სახით და ასპარტამი გარდაიქმნება ფენილალანინად. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები.
გრიპოსტადის დოზის გადაჭარბებისას
გრიპოსტადის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლის დაზიანების განვითარების რისკმა, მესამე დღეს კი შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი კომა.
თუ პაციენტი ეჭვობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით პარაცეტამოლი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა (მაგ.: სასწრაფოს გამოძახება). ამ შემთხვევაში საჭიროა: ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა წამლის მიღებიდან არაუგვიანეს 6 საათისა, ინტრავენურად ანტიდოტის გამოყენება, როგორიცაა ცისტეამინი ან აცეტილცისტეინი; თუ პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ იქნა მიღებული ზომები პარაცეტამოლის მეტაბოლიტების საზიანო ეფექტების შესამცირებლად, დიალიზმა შეიძლება დააქვეითოს პლაზმაში პარაცეტამოლის დონე.
პარაცეტამოლით მოწამვლის სხვა სახის მკურნალობა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიძლიერეზე, ფაზებზე და კლინიკურ სიმპტომებზე.
გრიპოსტადის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. გრიპოსტადით შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით.
გრიპოსტადით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მედიკამენტი გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა განსაკუთრებული ზომების მიღება არ არის საჭირო.
ხანგრძლივად და არარეკომენდებული მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებამ და მისმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა და ვეგეტატიური სიმპტომები. რამდენიმე დღის შემდეგ მოხსნის სიმპტომები ქრება. ამ დროს არ არის რეკომენდებული ტკივილგამაყუჩებლების მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი);
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა პარაცეტამოლის ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
10 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტს აღენიშნება ფენილკეტონურია;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ სამკურნალწამლო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4). გრიპოსტადი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ყველა შემთხვევაში და მიღებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზა ხანმოკლე დროის განმავლობაში.
თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ პრეპარატის მიღებამდე. გრიპოსტადი არ უნდა იქნას გამოყენებული ფენლკეტონურიის მქონე პაციენტებში, რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ასპარტამს დამატკბობელის სახით, რომელიც გარდაიქმნება ფენილალანინად. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც არ შეიცავენ ასპარტამს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას (შაქარს), ამიტომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი, თუ მას აღენიშნება იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევა, ალდოლაზა B-ს დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან დისაქარიდის აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის დაზიანების (მაგ.: ალკოჰოლიზმით, ჰეპატიტით გამოწვეული) დროს;
თირკმლის დაზიანების დროს;
ჟილბერის სინდრომის (ღვიძლის დისფუნქციის) დროს.
თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (ე.ი. უნდა გაიზარდოს ინტერვალი დოზებს შორის ან შემცირდეს დოზა) და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
ანალგეტიკების დიდი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, რომელიც არ იხსნება მედიკამენტის მაღალი დოზებით.
ზოგადად, ანალგეტიკების ხანგრძლივად მიღებამ, განსაკუთრებით, სხვა ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ნეფროპათია თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია).
ანალგეტიკების ხანგრძლივად და არარეკომენდებული დიდი დოზებით მიღების უეცრად შეწყვეტის შედეგად, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ასევე, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა და ვეგეტატიური სიმპტომები. მოხსნის სიმპტომები გრძელდება რამენიმე დღის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებლების ხელახლა მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და მათ გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ზოგიერთ პაციენტში, წინასწარგანწყობის არსებობისას, გრიპოსტადმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული გრიპის ან გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების, ტკივილგამაყუჩებელების, პარაცეტამოლის შემცველი სხვა მედიკამენტების ან არასტეროიდული ანტიანთებითი სხვა საშუალებების მიღება.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
ამ მედიკამენტთან ერთად პრეპარატების, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფერმენტებზე, მაგალითად: გარკვეული საძილე საშუალებები, ანტიკონვულსანტები (მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინის, მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ხდება ალკოჰოლის მოხმარების დროსაც.
პარაცეტამოლისა და ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ქლორამფენიკოლის გამოყოფა და ამიტომ გაიზარდოს ამ პრეპარატის ტოქსიურობა.
პარაცეტამოლისა და კუმარინის წარმოებულების ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით შეფასებული არ არის. ამიტომ გრიპოსტადის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა მათი მდგომარეობის მონიტორინგი.
პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის (AZT) ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიტროპენიის რისკს. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ზიდოვუდინით (AZT) თერაპიას, პარაცეტამოლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ეთდროული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინთან ერთად, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვისა და მოქმედების დაწყების დაყოვნებას.
იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდთან, აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვასა და მოქმედების დაწყებას.
ზემოთ მოცემული ინფორმაცია, ასევე, შეიძლება შეეხებოდეს უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მედიკამენტებსაც.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმე ქალებში პარაცეტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად, დიდი დოზებით ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რადგან ამ შემთხვევებში პრეპარატის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის.
პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში. რადგან დღეისათვის არ არის აღწერილი რაიმე საზიანო ეფექტი ნაყოფზე, არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა პარაცეტამოლით თერაპიის განმავლობაში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
გრიპოსტადს 600 მგ ფხვნილს შიგნით მისაღები ხსნარისათვის არ აქვს რაიმე გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს გრიპოსტადი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას (შაქარს), ამიტომ პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი, თუ მათ აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევა, ალდოლაზა B-ს დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან დისაქარიდის აუტანლობა.
მედიკამენტი შეიცავს დამატკბობელს (ასპარტამი), რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიით დაავადებულ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის გამოყენებისას აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია აღინიშნა ძალიან იშვიათად პარაცეტამოლის მიღების დროს.
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა და შოკი).
თვალის დაავადებები:
ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დარღვევები.
სასუნთქი სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: წინასწარგანწყობის მქონე ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სასუნთქი გზების წვის შეგრძნება.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება.
ზოგადი და მიღების ადგილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ნევროზულობა.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შენახვის პირობები
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება “შენახვის ვადის” გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
გრიპოსტადი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი. თითოეული შეფუთვა შეიცავს 600 მგ პარაცეტამოლს;
დამხმარე ნივთიერებებია ასკორბინის მჟავა, ასპარტამი, ეთილცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი.
გრიპოსტადის ფორმა და შეფუთვა:
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი თეთრი ფხვნილი.
გრიპოსტადი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 5 ან 10 პაკეტს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსისა
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
გრიპოსტადი 600 მგ შიგნით მისაღები
ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი
პარაცეტამოლი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გრიპოსტადი 600 მგ შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი იყიდება რეცეპტის გარეშე, მაგრამ უკეთესი ეფექტისთვის უნდა იქნას გამოყენებული მითითებულის მიხედვით
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციისა და რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გრიპოსტადი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადის მიღებამდე
გრიპოსტადის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გრიპოსტადის შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს გრიპოსტადი და მისი გამოყენება
გრიპოსტადი გამოიყენება:
სუსტი ან ზომიერი ტკივილის გასაყუჩებლად
სიცხის დასაწევად
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადის მიღებამდე
დაუშვებელია გრიპოსტადის მიღება
თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი);
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა პარაცეტამოლის ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
10 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტს აღენიშნება ფენილკეტონურია;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ სამკურნალწამლო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4). გრიპოსტადი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ყველა შემთხვევაში და მიღებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზა ხანმოკლე დროის განმავლობაში.
თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ პრეპარატის მიღებამდე. გრიპოსტადი არ უნდა იქნას გამოყენებული ფენლკეტონურიის მქონე პაციენტებში, რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ასპარტამს დამატკბობელის სახით, რომელიც გარდაიქმნება ფენილალანინად. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც არ შეიცავენ ასპარტამს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას (შაქარს), ამიტომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი, თუ მას აღენიშნება იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევა, ალდოლაზა B-ს დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან დისაქარიდის აუტანლობა.
სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო გრიპოსტადის გამოყენებისას
ღვიძლის დაზიანების (მაგ.: ალკოჰოლიზმით, ჰეპატიტით გამოწვეული) დროს;
თირკმლის დაზიანების დროს;
ჟილბერის სინდრომის (ღვიძლის დისფუნქციის) დროს.
თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (ე.ი. უნდა გაიზარდოს ინტერვალი დოზებს შორის ან შემცირდეს დოზა) და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
ანალგეტიკების დიდი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, რომელიც არ იხსნება მედიკამენტის მაღალი დოზებით.
ზოგადად, ანალგეტიკების ხანგრძლივად მიღებამ, განსაკუთრებით, სხვა ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ნეფროპათია თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია).
ანალგეტიკების ხანგრძლივად და არარეკომენდებული დიდი დოზებით მიღების უეცრად შეწყვეტის შედეგად, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ასევე, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა და ვეგეტატიური სიმპტომები. მოხსნის სიმპტომები გრძელდება რამენიმე დღის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებლების ხელახლა მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და მათ გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ზოგიერთ პაციენტში, წინასწარგანწყობის არსებობისას, გრიპოსტადმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის რეკომენდებული გრიპის ან გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების, ტკივილგამაყუჩებელების, პარაცეტამოლის შემცველი სხვა მედიკამენტების ან არასტეროიდული ანტიანთებითი სხვა საშუალებების მიღება.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
ამ მედიკამენტთან ერთად პრეპარატების, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფერმენტებზე, მაგალითად: გარკვეული საძილე საშუალებები, ანტიკონვულსანტები (მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინის, მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ხდება ალკოჰოლის მოხმარების დროსაც.
პარაცეტამოლისა და ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ქლორამფენიკოლის გამოყოფა და ამიტომ გაიზარდოს ამ პრეპარატის ტოქსიურობა.
პარაცეტამოლისა და კუმარინის წარმოებულების ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით შეფასებული არ არის. ამიტომ გრიპოსტადის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა მათი მდგომარეობის მონიტორინგი.
პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის (AZT) ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიტროპენიის რისკს. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ზიდოვუდინით (AZT) თერაპიას, პარაცეტამოლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ეთდროული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინთან ერთად, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვისა და მოქმედების დაწყების დაყოვნებას.
იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდთან, აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვასა და მოქმედების დაწყებას.
ზემოთ მოცემული ინფორმაცია, ასევე, შეიძლება შეეხებოდეს უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მედიკამენტებსაც.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმე ქალებში პარაცეტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად, დიდი დოზებით ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რადგან ამ შემთხვევებში პრეპარატის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის.
პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძეში. რადგან დღეისათვის არ არის აღწერილი რაიმე საზიანო ეფექტი ნაყოფზე, არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა პარაცეტამოლით თერაპიის განმავლობაში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
გრიპოსტადს 600 მგ ფხვნილს შიგნით მისაღები ხსნარისათვის არ აქვს რაიმე გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს გრიპოსტადი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს საქაროზას (შაქარს), ამიტომ პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი, თუ მათ აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევა, ალდოლაზა B-ს დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან დისაქარიდის აუტანლობა.
მედიკამენტი შეიცავს დამატკბობელს (ასპარტამი), რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიით დაავადებულ პაციენტებში.
გრიპოსტადის მიღების წესი
სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია 10 წლის ზემოთ ბავშვებისათვის, რომელთა წონა 40 კგ-ზე მეტია და მოზარდებისათვის.
ჩვეულებრივ, ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ პარაცეტამოლს. ჩვეულებრივ, მაქსიმალური დღიური დოზა მოზარდებისათვის არის 4გ დღეში.
გრიპოსტადის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის და (ან) ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით, რათა მედიკამენტით მკურნალობა იყოს უსაფრთხო და ეფექტური.
თუ ექიმის მიერ დანიშნულია სხვა დოზა, გრიპოსტადის მიღება უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.
სხეულის წონა (კგ)
ასაკი
გრიპოსტადის ერთჯერადი დოზა
გრიპოსტადის მაქსიმალური დღიური დოზა
40 კგ-ზე მეტი
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები
1 პაკეტი
6 პაკეტამდე
არანაკლებ 40 კგ
10-12 წლის ბავშვები
1 პაკეტი
3 პაკეტი
დოზა შეიძლება განმეორდეს 4-8 საათიანი ინტერვალებით.
სიფრთხილით გამოყენება
თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის და ჟილბერის სინდრომის დროს პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის არ უნდა იქნას გამოყენებული ფენილკეტონურიის დროს, რადგან სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ასპარტამს დამატკბობელის სახით და ასპარტამი გარდაიქმნება ფენილალანინად. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები.
გრიპოსტადის დოზის გადაჭარბებისას
გრიპოსტადის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლის დაზიანების განვითარების რისკმა, მესამე დღეს კი შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი კომა.
თუ პაციენტი ეჭვობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით პარაცეტამოლი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა (მაგ.: სასწრაფოს გამოძახება). ამ შემთხვევაში საჭიროა: ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა წამლის მიღებიდან არაუგვიანეს 6 საათისა, ინტრავენურად ანტიდოტის გამოყენება, როგორიცაა ცისტეამინი ან აცეტილცისტეინი; თუ პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ იქნა მიღებული ზომები პარაცეტამოლის მეტაბოლიტების საზიანო ეფექტების შესამცირებლად, დიალიზმა შეიძლება დააქვეითოს პლაზმაში პარაცეტამოლის დონე.
პარაცეტამოლით მოწამვლის სხვა სახის მკურნალობა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიძლიერეზე, ფაზებზე და კლინიკურ სიმპტომებზე.
გრიპოსტადის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. გრიპოსტადით შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით.
გრიპოსტადით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მედიკამენტი გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა განსაკუთრებული ზომების მიღება არ არის საჭირო.
ხანგრძლივად და არარეკომენდებული მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებამ და მისმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა და ვეგეტატიური სიმპტომები. რამდენიმე დღის შემდეგ მოხსნის სიმპტომები ქრება. ამ დროს არ არის რეკომენდებული ტკივილგამაყუჩებლების მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გრიპოსტადი 600 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარისათვის გამოყენებისას აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია აღინიშნა ძალიან იშვიათად პარაცეტამოლის მიღების დროს.
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა და შოკი).
თვალის დაავადებები:
ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დარღვევები.
სასუნთქი სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: წინასწარგანწყობის მქონე ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სასუნთქი გზების წვის შეგრძნება.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება.
ზოგადი და მიღების ადგილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ნევროზულობა.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გრიპოსტადის შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება “შენახვის ვადის” გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
გრიპოსტადი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი. თითოეული შეფუთვა შეიცავს 600 მგ პარაცეტამოლს;
დამხმარე ნივთიერებებია ასკორბინის მჟავა, ასპარტამი, ეთილცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი.
გრიპოსტადის ფორმა და შეფუთვა:
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი თეთრი ფხვნილი.
გრიპოსტადი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 5 ან 10 პაკეტს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, Stadastrasse 2-18, D-61118 Bad Vilbel
გერმანია
ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ წარმომადგენლობას.
UAB “STADA-Nizhpharm-Baltija", Goštauto 40A, LT -01112 ვილნიუსი, ტელ.: + 37052603926,
ელ.ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების თარიღი 2010.12.30
პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პრეპარატების კონტროლის სამსახურის (VVKT) ინტერნეტ საიტზე www.vvkt.lt.
9238997
1404
LT
813179/14/05/43/G-02
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



