პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ხსნის ტკივილს და შემცივნებას) და სიცხის დამწევი საშუალება (ამცირებს ტემპერატურას, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 24მგ/მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი 2 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Haleon CH SARL, შვეიცარია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043222
- რეგისტრირებულია
- 6 მაისი 2025, მოქმედებს 6 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Haleon UK Trading Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს ,,კვადრიუმ ფარმჰაუსი’’
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანადოლი საბავშვო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ხსნის ტკივილს და შემცივნებას) და სიცხის დამწევი საშუალება (ამცირებს ტემპერატურას, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს).
სუსპენზია საბავშვო პანადოლი ხსნის კბილების ამოსვლით გამოწვეულ ტკივილს, კბილის ტკივილს და ყელის ტკივილს; იგი ამცირებს ცხელებას, რომელიც ხშირად თან ახლავს გაცივებას, გრიპს და ბავშვთა ინფექციებს, მათ შორის ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა და ეპიდემიური პაროტიტი.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
სამკურნალო საშუალების გამოსაყენებელი რაოდენობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში.
მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი სულ მცირე 10 წამის განმავლობაში.
არ მისცეთ ბავშვს პრეპარატი იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე მითითებულია ცხრილში.
ყოველთვის გამოიყენეთ დოზირების მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია პრეპარატის შეფუთვაში, და არ ამოიღოთ მოწყობილობით საჭიროზე მეტი რაოდენობის პრეპარატი.
არ მისცეთ ეს პრეპარატი ბავშვს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების შემსუბუქებას.
ასაკი: 2 - 3 თვე
დოზა
- პოსტვაქცინური ცხელება
- 5 მლ
საჭიროების შემთხვევაში, 4-6 საათის შემდეგ მიეცით მეორე დოზა 2.5 მლ
სხვა ეტიოლოგიის ტკივილი და ცხელება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ბავშვს აქვს 4 კგ-ზე მეტი სხეულის მასა;
ბავშვი დაიბადა 37 კვირაზე და მეტ ვადაზე.
არ მისცეთ 2 თვემდე ასაკის ბავშვებს.
არ მისცეთ 2 დოზაზე მეტი.
ორ დოზას შორის ინტერვალი სულ მცირე 4 საათი უნდა იყოს.
თუ ბავშვს მეტი დოზა სჭირდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.
ბავშვის ასაკი
დოზა
გამოყენების სიხშირე
(24 საათის განმავლობაში)
3 – 6 თვე
2,5 მლ
4-ჯერ
6 – 24 თვე
5 მლ
4-ჯერ
2 – 4 წელი
7,5 მლ
4-ჯერ
4 – 8 წელი
10 მლ
4-ჯერ
8 – 10 წელი
15 მლ (10 მლ + 5 მლ)
4-ჯერ
10 – 12 წელი
20 მლ (10 მლ + 10 მლ)
4-ჯერ
არ მისცეთ ბავშვს 4 დოზაზე მეტი პრეპარატი 24 საათის განმავლობაში.

არ მისცეთ ეს პრეპარატი თქვენს შვილს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან კონსულტაციის გარეშე.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ 24 საათის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება სახიფათო იყოს. ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.
თუ ბავშვს პრეპარატი დიდი დოზით მიეცით
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან არსებობს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების რისკი.
როგორ გამოვიყენოთ დოზირების მოწყობილობა:
მოათავსეთ
მიაწექით დგუშს ბოლომდე, ისე რომ შპრიცი მთლიანად ჩაიკეტოს. შემდეგ მყარად მოათავსეთ შპრიცი ფლაკონის ყელში.
მოქაჩეთ საჭირო დოზის მისაღებად
გადააბრუნეთ ბოთლი თავდაყირა და ფრთხილად მოქაჩეთ დგუშს შესაბამისი დოზის მისაღებად. სწორი დოზა აღინიშნება იმ ადგილას, სადაც დგუშის ფართო კიდეები მიუთითებენ შპრიცის კორპუსზე არსებულ ნიშნულზე - „მლ“
ამოიღეთ
გადააბრუნეთ ბოთლი და ფრთხილად, მბრუნავი მოძრაობით ამოიღეთ შპრიცი ბოთლის ყელიდან.
ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ
მოათავსეთ თავსახური ბოთლზე, დააწექით მას და მჭიდროდ მიახრახნეთ, შემდეგ დაატრიალეთ თავსახური საპირისპირო მიმართულებით, გაიგონებთ წკაპუნის ხმას.
გამოყენების შემდეგ, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ. მისი სტერილიზაცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
თუ ბავშვს აქვს ალერგია პარაცეტამოლზე ან მე-6 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე ინგრედიენტზე.
თუ ბავშვი იღებს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
თუ თქვენს შვილს აქვს ფრუქტოზას აუტანლობა - იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს არ აქვს ფრუქტოზას დაშლის უნარი.
სიფრთხილის ზომები
საბავშვო პანადოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
ბავშვს აქვს პრობლემები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ.
ბავშვს აქვს არასაკმარისი წონა, გამოფიტულია ან არასრულფასოვნად იკვებება.
ბავშვი დღენაკლული დაიბადა და ჯერ არ არის 3 თვის.
ბავშვს აქვს მძიმე ინფექცია - ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.
მეტაბოლურ აციდოზს აქვს შემდეგი სიმპტომები:
- ღრმა, ხშირი, გაძნელებული სუნთქვა
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება
- მადის დაკარგვა
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ამ სიმპტომების კომბინაცია.

ბავშვს დანიშნული აქვს მეტოკლოპრამიდი ან დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების დროს) ან ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დროს).
ბავშვი იღებს ვარფარინს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც აფერხებს თრომბის წარმოქმნას.
ბავშვი იღებს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს, ან იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენი შვილი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
აცნობეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ თქვენი შვილი იღებს ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლსა და სხეულის სითხეებში მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის (მეტაბოლური აციდოზი მაღალი ანიონური ინტერვალით) განვითარების სერიოზული რისკი, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ასეთი დარღვევები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ, თირკმლის მძიმე უკმარისობის, სეფსისის (მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები და მათ მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას), კვების დარღვევების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის და პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზებით გამოყენებისას.
დამხმარე ნივთიერებები
საბავშვო პანადოლი შეიცავს 750 მგ სორბიტოლს ყოველ 5 მლ-ში, რაც 150 მგ/მლ კონცენტრაციის ეკვივალენტურია. სორბიტოლი (E420) ფრუქტოზას წყაროა. თუ თქვენს შვილს აქვს ცნობილი აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მას მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მალტიტოლის სიროფს (E965). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. მალტიტოლს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E216) შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, დაყოვნებული).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ თქვენი შვილი იღებს ან ახლახან იღებდა სხვა პრეპარატებს, ან შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
საჭიროების შემთხვევაში, საბავშვო პანადოლი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი დოზა და მაქსიმალურად შემცირდეს მკურნალობის დრო. თუ ტკივილი ან/და ცხელება არ მცირდება, მიმართეთ ექიმს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ძალიან იშვიათია ცნობები კანის მხრივ სერიოზული რეაქციების შესახებ.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს განუვითარდა შემდეგი ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე ან ქავილი, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სუნთქვის პრობლემები ან ტუჩების, ენის, ყელის ან სახის შეშუპება.
გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა ან წყლულები პირის ღრუში.
ადრე გქონიათ სუნთქვის პრობლემები ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას, და ასევე აღნიშნავთ მსგავს რეაქციებს ამ პრეპარატის გამოყენებისას.
ვითარდება სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.
აღინიშნება ცვლილებები სისხლის ანალიზის მაჩვენებლებში, რომლებიც ასახავს ღვიძლის ფუნქციას.
ერთ-ერთი არასასურველი რეაქცია ასევე შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების რისკს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ
თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარებას, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რესპუბლიკა ბელარუსი
მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, სახლი 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
ტელ/ფაქსი: +37517 242 00 29
ფოსტა: [email protected]
საიტი: www.rceth.by
პრეპარატი პანადოლი საბავშვოს შენახვა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი მუყაოს კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (“Годен до”). ვარგისობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ ჩაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატები კანალიზაციაში. იკითხეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
პარაცეტამოლით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ღვიძლის უკმარისობის განვითარება, რაც შეიძლება ღვიძლის ტრანსპლანტაციას მიზეზი გახდეს ან რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. აღინიშნებოდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და ჰეპატოტოქსიკურობის ნიშნებით.
არსებობს პარაცეტამოლით მოწამვლის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის და კვების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევებში ჭარბმა დოზირებამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
სიმპტომები, ჩვეულებრივ, პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ანორექსიას, კანის სიფერმკრთალეს და მუცლის ტკივილს, ან შესაძლებელია სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნებოდეს.
მოზრდილებსა და ბავშვებში პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ ერთჯერადი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სრული და შეუქცევადი ნეკროზი, ჰეპატოცელულარული უკმარისობის, მეტაბოლური აციდოზისა და ენცეფალოპათიის განვითარებით, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება კომა და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ამავდროულად, აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზასა და ბილირუბინის დონეების მომატება, ასევე პროთრომბინის დონის გაზრდა. ეს სიმპტომები შეიძლება მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ გამოვლინდეს.
მოზრდილებში ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის პარაცეტამოლის მიღებისას. ითვლება, რომ ტოქსიკური მეტაბოლიტის ჭარბი რაოდენობა (რომელიც პარაცეტამოლის ნორმალური დოზების მიღებისას ჩვეულებრივ კარგავს აქტიურობას გლუტათიონის მოქმედებით) შეუქცევადად უკავშირდება ღვიძლის ქსოვილს.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება არსებობდეს ღვიძლის დაზიანების რისკი პარაცეტამოლის ტოქსიკურობის გამო.
რისკის ფაქტორები მოიცავს შემდეგს, თუ:
პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა კარბამაზეპინით, ფენობარბიტონით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, მცენარე კრაზანას შემცველი მცენარეული ან სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები არიან.
პაციენტი რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს რეკომენდებულზე ჭარბი რაოდენობით.
პაციენტს აქვს გლუტათიონის დეფიციტი, მაგ., კვების დარღვევების, კისტოზური ფიბროზის, აივ ინფექციების, არასრულფასოვანი კვების, ზოგადი გამოფიტვის გამო.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის პროცედურა:
სასწრაფოდ გადაიყვანეთ პაციენტი საავადმყოფოში.
სისხლის აღება პლაზმაში პარაცეტამოლის საწყისი კონცენტრაციის დასადგენად. ერთჯერადი მიღებისას მწვავე ჭარბი დოზირების განვითარების შემთხვევაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია პლაზმაში უნდა განისაზღვროს მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
გააქტივებული ნახშირის გამოყენება მისაღებია, თუ 1 საათის განმავლობაში მიღებული იქნა 150 მგ/კგ-ზე მეტი პარაცეტამოლი.
ანტიდოტი N-აცეტილცისტეინი გამოიყენება რაც შეიძლება მალე, ეროვნული მკურნალობის პროტოკოლების შესაბამისად.
უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 24 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) E420, ქსანტანის გუმფისი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი E218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი E216, ლიმონმჟავა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გლიცერინი, მარწყვის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი, სუკრალოზა, თხევადი მალტიტოლი E965, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატი საბავშო პანადოლის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან ოდნავ მოყავისფრო ფერის გაუმჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე სუსპენზია.
100 მლ პრეპარატი მუქი შუშის ფლაკონებში, დალუქული პოლიპროპილენის და პოლიეთილენის თავსახურით, ბავშვების მიერ გახსნისაგან დამცავი პოლიეთილენის ჩანართით და პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი დოზირების შპრიცთან ერთად, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების ორკომპონენტიან ჩამოსხმულ დოზატორს, და რომელიც შედგება პოლიეთილენისგან დამზადებული შპრიცის ცილინდრისგან (კოროუსი) და დგუშისგან (სლაიდერი).
შენახვის პირობები
3 წელი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი. ათქ კოდი: N02BE01.
პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში ჩვეულებრივ 30-60 წუთის შემდეგ მიიღწევა. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-4 საათს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით, ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით. პარაცეტამოლის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის
საბავშვო პანადოლი (Panadol Baby),
24 მგ/მლ პერორალური სუსპენზია
სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების მისაღებად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
თუ ბავშვს აღენიშნება რაიმე სახის არასასურველი რეაქციები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.
მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 1 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი
რა არის პრეპარატი საბავშვო პანადოლი და რისთვის გამოიყენება იგი.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი საბავშვო პანადოლის გამოყენებამდე.
როგორ გამოიყენება პრეპარატი საბავშვო პანადოლი.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორ ინახება პრეპარატი საბავშვო პანადოლი.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რა არის პრეპარატი საბავშვო პანადოლი და რისთვის გამოიყენება იგი?
პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ხსნის ტკივილს და შემცივნებას) და სიცხის დამწევი საშუალება (ამცირებს ტემპერატურას, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს).
სუსპენზია საბავშვო პანადოლი ხსნის კბილების ამოსვლით გამოწვეულ ტკივილს, კბილის ტკივილს და ყელის ტკივილს; იგი ამცირებს ცხელებას, რომელიც ხშირად თან ახლავს გაცივებას, გრიპს და ბავშვთა ინფექციებს, მათ შორის ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა და ეპიდემიური პაროტიტი.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი საბავშვო პანადოლის გამოყენებამდე?
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი საბავშვო პანადოლი:
თუ ბავშვს აქვს ალერგია პარაცეტამოლზე ან მე-6 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე ინგრედიენტზე.
თუ ბავშვი იღებს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
თუ თქვენს შვილს აქვს ფრუქტოზას აუტანლობა - იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს არ აქვს ფრუქტოზას დაშლის უნარი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
საბავშვო პანადოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
ბავშვს აქვს პრობლემები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ.
ბავშვს აქვს არასაკმარისი წონა, გამოფიტულია ან არასრულფასოვნად იკვებება.
ბავშვი დღენაკლული დაიბადა და ჯერ არ არის 3 თვის.
ბავშვს აქვს მძიმე ინფექცია - ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.
მეტაბოლურ აციდოზს აქვს შემდეგი სიმპტომები:
- ღრმა, ხშირი, გაძნელებული სუნთქვა
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება
- მადის დაკარგვა
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ამ სიმპტომების კომბინაცია.
საბავშვო პანადოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
ბავშვს დანიშნული აქვს მეტოკლოპრამიდი ან დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების დროს) ან ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დროს).
ბავშვი იღებს ვარფარინს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც აფერხებს თრომბის წარმოქმნას.
ბავშვი იღებს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს, ან იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენი შვილი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
აცნობეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ თქვენი შვილი იღებს ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), რადგან არსებობს სისხლსა და სხეულის სითხეებში მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის (მეტაბოლური აციდოზი მაღალი ანიონური ინტერვალით) განვითარების სერიოზული რისკი, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ასეთი დარღვევები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ, თირკმლის მძიმე უკმარისობის, სეფსისის (მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები და მათ მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას), კვების დარღვევების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის და პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზებით გამოყენებისას.
დამხმარე ნივთიერებები
საბავშვო პანადოლი შეიცავს 750 მგ სორბიტოლს ყოველ 5 მლ-ში, რაც 150 მგ/მლ კონცენტრაციის ეკვივალენტურია. სორბიტოლი (E420) ფრუქტოზას წყაროა. თუ თქვენს შვილს აქვს ცნობილი აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მას მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მალტიტოლის სიროფს (E965). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. მალტიტოლს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E216) შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, დაყოვნებული).
სხვა პრეპარატები და პრეპარატი საბავშვო პანადოლი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ თქვენი შვილი იღებს ან ახლახან იღებდა სხვა პრეპარატებს, ან შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
საჭიროების შემთხვევაში, საბავშვო პანადოლი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი დოზა და მაქსიმალურად შემცირდეს მკურნალობის დრო. თუ ტკივილი ან/და ცხელება არ მცირდება, მიმართეთ ექიმს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი საბავშვო პანადოლი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
სამკურნალო საშუალების გამოსაყენებელი რაოდენობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში.
მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი სულ მცირე 10 წამის განმავლობაში.
არ მისცეთ ბავშვს პრეპარატი იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე მითითებულია ცხრილში.
ყოველთვის გამოიყენეთ დოზირების მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია პრეპარატის შეფუთვაში, და არ ამოიღოთ მოწყობილობით საჭიროზე მეტი რაოდენობის პრეპარატი.
არ მისცეთ ეს პრეპარატი ბავშვს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების შემსუბუქებას.
ასაკი: 2 - 3 თვე
დოზა
- პოსტვაქცინური ცხელება
- 5 მლ
საჭიროების შემთხვევაში, 4-6 საათის შემდეგ მიეცით მეორე დოზა 2.5 მლ
სხვა ეტიოლოგიის ტკივილი და ცხელება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ბავშვს აქვს 4 კგ-ზე მეტი სხეულის მასა;
ბავშვი დაიბადა 37 კვირაზე და მეტ ვადაზე.
არ მისცეთ 2 თვემდე ასაკის ბავშვებს.
არ მისცეთ 2 დოზაზე მეტი.
ორ დოზას შორის ინტერვალი სულ მცირე 4 საათი უნდა იყოს.
თუ ბავშვს მეტი დოზა სჭირდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.
ბავშვის ასაკი
დოზა
გამოყენების სიხშირე
(24 საათის განმავლობაში)
3 – 6 თვე
2,5 მლ
4-ჯერ
6 – 24 თვე
5 მლ
4-ჯერ
2 – 4 წელი
7,5 მლ
4-ჯერ
4 – 8 წელი
10 მლ
4-ჯერ
8 – 10 წელი
15 მლ (10 მლ + 5 მლ)
4-ჯერ
10 – 12 წელი
20 მლ (10 მლ + 10 მლ)
4-ჯერ
არ მისცეთ ბავშვს 4 დოზაზე მეტი პრეპარატი 24 საათის განმავლობაში.
ორ დოზას შორის ინტერვალი სულ მცირე 4 საათი უნდა იყოს.
არ მისცეთ ეს პრეპარატი თქვენს შვილს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან კონსულტაციის გარეშე.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ 24 საათის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება სახიფათო იყოს. ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.
თუ ბავშვს პრეპარატი დიდი დოზით მიეცით
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან არსებობს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების რისკი.
როგორ გამოვიყენოთ დოზირების მოწყობილობა:
მოათავსეთ
მიაწექით დგუშს ბოლომდე, ისე რომ შპრიცი მთლიანად ჩაიკეტოს. შემდეგ მყარად მოათავსეთ შპრიცი ფლაკონის ყელში.
მოქაჩეთ საჭირო დოზის მისაღებად
გადააბრუნეთ ბოთლი თავდაყირა და ფრთხილად მოქაჩეთ დგუშს შესაბამისი დოზის მისაღებად. სწორი დოზა აღინიშნება იმ ადგილას, სადაც დგუშის ფართო კიდეები მიუთითებენ შპრიცის კორპუსზე არსებულ ნიშნულზე - „მლ“
ამოიღეთ
გადააბრუნეთ ბოთლი და ფრთხილად, მბრუნავი მოძრაობით ამოიღეთ შპრიცი ბოთლის ყელიდან.
ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ
მოათავსეთ თავსახური ბოთლზე, დააწექით მას და მჭიდროდ მიახრახნეთ, შემდეგ დაატრიალეთ თავსახური საპირისპირო მიმართულებით, გაიგონებთ წკაპუნის ხმას.
გამოყენების შემდეგ, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ. მისი სტერილიზაცია საჭირო არ არის.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ძალიან იშვიათია ცნობები კანის მხრივ სერიოზული რეაქციების შესახებ.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს განუვითარდა შემდეგი ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე ან ქავილი, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სუნთქვის პრობლემები ან ტუჩების, ენის, ყელის ან სახის შეშუპება.
გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა ან წყლულები პირის ღრუში.
ადრე გქონიათ სუნთქვის პრობლემები ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას, და ასევე აღნიშნავთ მსგავს რეაქციებს ამ პრეპარატის გამოყენებისას.
ვითარდება სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.
აღინიშნება ცვლილებები სისხლის ანალიზის მაჩვენებლებში, რომლებიც ასახავს ღვიძლის ფუნქციას.
ერთ-ერთი არასასურველი რეაქცია ასევე შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების რისკს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ
თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარებას, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რესპუბლიკა ბელარუსი
მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, სახლი 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
ტელ/ფაქსი: +37517 242 00 29
ფოსტა: [email protected]
საიტი: www.rceth.by
პრეპარატი პანადოლი საბავშვოს შენახვა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი მუყაოს კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (“Годен до”). ვარგისობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ ჩაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატები კანალიზაციაში. იკითხეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 24 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) E420, ქსანტანის გუმფისი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი E218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი E216, ლიმონმჟავა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გლიცერინი, მარწყვის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი, სუკრალოზა, თხევადი მალტიტოლი E965, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატი საბავშო პანადოლის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან ოდნავ მოყავისფრო ფერის გაუმჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე სუსპენზია.
100 მლ პრეპარატი მუქი შუშის ფლაკონებში, დალუქული პოლიპროპილენის და პოლიეთილენის თავსახურით, ბავშვების მიერ გახსნისაგან დამცავი პოლიეთილენის ჩანართით და პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი დოზირების შპრიცთან ერთად, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების ორკომპონენტიან ჩამოსხმულ დოზატორს, და რომელიც შედგება პოლიეთილენისგან დამზადებული შპრიცის ცილინდრისგან (კოროუსი) და დგუშისგან (სლაიდერი).
ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)
3 წელი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Heleon UK Trading Limited, დიდი ბრიტანეთი
მე-5 კორპუსი, პირველი სართული, ზე ჰაიტსი, უეიბრიჯი, სურეის საგრაფო, KT13 0NY, დიდი ბრიტანეთი.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს:
ელექტრონული ფოსტის მისამართი:
[email protected] (აზერბაიჯანის, საქართველოს, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და მონღოლეთისთვის)
[email protected] (სომხეთის, ბელორუსისა და ყირგიზეთისთვის)
პრეტენზიები პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებით მიიღება ელექტრონული ფოსტით [email protected].
მწარმოებელი
Haleon CH SARL,
Route de l'Etraz, 1260 Nyon, Switzerland
(ჰელეონ სი ეიჩ სარლ,
რიუ დე ლეტრაზი, 1260 ნიონი შვეიცარია)
ფურცელი-ჩანართის ტექსტის გადახედვის თარიღი
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე https://www.rceth.by.
ფურცელი-ჩანართი ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე ვებგვერდზე https://www.rceth.by.
სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის ან გამოიყენება ლიცენზიით Haleon-ის კომპანიების ჯგუფის მიერ. ©2024 Haleon-ის კომპანიების ჯგუფი ან მათი ლიცენზიარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.