პაკოლის საინფუზიო ხსნარი ნაჩვენებია ზომიერი ტკივილის მოკლევადიანი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, და ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც ინტრავენური შეყვანა კლინიკურად გამართლებულია ტკივილის ან ჰიპერთერმიის მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობით და/ან შეყვანის სხვა გზები შეუძლებელია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- AVERSI-RATIONAL Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Shandong Qidu Pharmaceutical Co., Ltd(ჩინეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039065
- რეგისტრირებულია
- 13 სექტემბერი 2023, მოქმედებს 13 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AVERSI-RATIONAL Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პაკოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პაკოლის საინფუზიო ხსნარი ნაჩვენებია ზომიერი ტკივილის მოკლევადიანი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, და ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც ინტრავენური შეყვანა კლინიკურად გამართლებულია ტკივილის ან ჰიპერთერმიის მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობით და/ან შეყვანის სხვა გზები შეუძლებელია.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზების უნებლიე გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, სიკვდილის ჩათვლით. დოზის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ჰეპატოტოქსიკურობის ინდივიდუალური რისკ ფაქტორები, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ქრონიკული არასრულფასოვანი კვება და დეჰიდრატაცია.
100 მლ ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის, მოზარდებისთვის და 33 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის.
დოზები გამოითვლება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.
პაციენტის წონა
ერთჯერადი
დოზა
ერთჯერადი მიღების მოცულობა
პაკოლის მაქსიმალური მოცულობა (10 მგ/მლ) ერთ შეყვანაზე ჯგუფის წონის ზედა ზღვრებზე (მლ)**.
მაქსიმალური დღიური დოზა*
> 33 კგ-დან ≤ 50 კგ-მდე
15 მგ/კგ
- 5 მლ/კგ
75 მლ
60 მგ/კგ არაუმეტეს 3გ
>50 კგ ჰეპატოტოქსიკურობის დამატებითი რისკ ფაქტორების არსებობისას
1 გ
100 მლ
100 მლ
3 გ
> 50 კგ და ჰეპატოტოქსიურობის დამატებითი რისკ ფაქტორების გარეშე
1 გ
100 მლ
100 მლ
4 გ
- მაქსიმალური დღიური დოზა: ზემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენები მაქსიმალური სადღეღამისო დოზა განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს და შესაბამისად ასეთი პრეპარატებისთვის უნდა დაკორექტირდეს დოზა.
- *პაციენტებში სხეულის დაბალი წონით რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი მოცულობის შეყვანა. ინექციებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები, დღეში 4 ინექციაზე მეტი დაუშვებელია. თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს ყოველ მიღებას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის თითოეულ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის დაცვა უნდა განხორციელდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
კრეატინინის დონე
დოზირების ინტერვალი
≥50 მლ/წთ
4 საათი
10- 50 მლ/წთ
6 საათი
< 10 მლ/კგ
8 საათი
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
შეყვანის წესი:
საჭიროა სიფრთხილე ამ სამკურნალო პროდუქტის დანიშვნისას და შეყვანისას, რათა თავიდან აიცილოთ დოზირების შეცდომები მილიგრამს (მგ) და მილილიტრს (მლ) შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და სიკვდილი. დანიშნულებაში საჭიროა მიეთითოს როგორც მთლიანი დოზა მგ-ში, ასევე მთლიანი დოზა მოცულობით.
პარაცეტამოლის ხსნარი შეჰყავთ 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან პროპაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის პროწამალი) მიმართ.
- მძიმე ჰეპატოცელულური უკმარისობა.
სიფრთხილის ზომები
რეკომენდებულია პაციენტის გადაყვანა პერორალური მკურნალობისთვის შესაფერის ანალგეტიკებზე, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.
დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის ან პროპაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.
რეკომენდებულზე მაღალი დოზები იწვევს ღვიზლის სერიოზული დაზიანების რისკს.
ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი) ჩვეულებრივ პირველად ვლინდება პრეპარატის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, ხოლო პიკი აღინიშნება 4-6 დღის შემდეგ. ანტიდოტით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე.
პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისთანავე.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ჰეპატოცელულური უკმარისობა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ);
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- ქრონიკული არასრულფასოვანი კვება (ღვიძლის გლუტათიონის დაბალი მარაგი);
- დეჰიდრატაცია.
გამოყენებამდე პრეპარატი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს რაიმე ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრობენეციდი იწვევს პარაცეტამოლის კლირენსის თითქმის 2-ჯერ შემცირებას გლუკურონის მჟავასთან მისი კონიუგაციის ინჰიბირებით. პრობენეციდთან ერთდროული მკურნალობისას გასათვალისწინებელია პარაცეტამოლის დოზის შემცირების შესაძლებლობა.
სალიცილამიდს შეუძლია გაახანგრძლივოს პარაცეტამოლის T1/2 გამოყოფა.
სიფრთხილეა საჭირო ფერმენტების მაინდუცირებელი სუბსტანციების ერთდროული მიღებისას.
პარაცეტამოლის (4 გ დღეში მინიმუმ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულმა გამოყენებამ ორალურ ანტიკოაგულანტებთან შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. აუცილებელია INR მაჩვენებლების კონტროლი როგორც ერთდროული გამოყენების პერიოდში, ასევე პარაცეტამოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 1 კვირის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პარაცეტამოლის ინტრავენური შეყვანის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა, პარაცეტამოლის პერორალური თერაპიული დოზების გამოყენების ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ მიუთითებს არასასურველ ეფექტებზე ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
ორსულობის დროს პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება არ ზრდის თანდაყოლილი მანკების რისკს.
რეპროდუქციული კვლევები პარაცეტამოლის ინტრავენური ფორმით ცხოველებში არ ჩატარებულა. თუმცა, ორსულ ქალებზე პერორალური გამოყენების კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური მოქმედება.
კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს სარგებელი რისკის შეფასების შემდეგ. ამ შემთხვევაში მკაცრად უნდა იყოს დაცული რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა.
ლაქტაცია
პერორალური მიღების შემდეგ, პარაცეტამოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ ჩვილებში არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ განიხილება.
შეფუთვა:
100 მლ საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში, 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პარაცეტამოლის პრეპარატების შემთხვევაში, წამლის გვერდითი რეაქციები იშვიათია (>1/10000, <1/1000) ან ძალიან იშვიათი (<1/10000), ისინი აღწერილია ქვემოთ:
ორგანოთა სისტემა
იშვიათი
>1/10000, <1/1000
ძალიან იშვიათი
<1/10000
ზოგადი
სისუსტე
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
გულ-სისხლძარღვთა
ჰიპოტენზია
ღვიძლი
ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება
თრომბოციტები/სისხლი
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა ხშირი გვერდითი რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი და წვა).
აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, დაწყებული მარტივი გამონაყარიდან კანზე ან ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე და საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
აღწერილია ერითემის, სიწითლის, ქავილისა და ტაქიკარდიის შემთხვევები.
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი (მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში, ქრონიკულად არასრულფასოვანი კვების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის ინდუქტორებს. ამ შემთხვევებში დოზის გადაჭარბება შეიძლება ფატალური იყოს.
სიმპტომები ძირითადად ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში და მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, ანორექსიას, სიფერმკრთალეს და მუცლის ტკივილს. დოზის გადაჭარბება, 7.5 გ ან მეტი პარაცეტამოლის ერთჯერადად მიღება მოზრდილებში ან 140 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად ბავშვებში, იწვევს ღვიძლის ციტოლიზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრული და შეუქცევადი ნეკროზი რასაც მოჰყვება ჰეპატოცელულური უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი და ენცეფალოპათია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ამავდროულად, აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის დონის მატება, ასევე პროთრომბინის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ.
ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები, როგორც წესი, თავდაპირველად ვლინდება ორი დღის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ.
გადაუდებელი ზომები
- სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
- დოზირების გადაჭარბების შემდეგ, მკურნალობის დაწყებამდე, რაც შეიძლება მალე, აიღეთ სისხლის ნიმუში პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრისთვის.
- მკურნალობა მოიცავს ანტიდოტის, N-აცეტილცისტეინის (NAC) შეყვანას ინტრავენურად ან პერორალურად, თუ შესაძლებელია დოზის გადაჭარბებიდან 10 საათის განმავლობაში. თუმცა, NAC-ს შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული ხარისხის დაცვა 10 საათის შემდეგაც კი, მაგრამ ამ შემთხვევებში საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.
- სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
საინფუზიო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
პარაცეტამოლს - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ცისტეინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებების ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის დადგენილი; ის შეიძლება მოიცავდეს ცენტრალურ და პერიფერიულ მოქმედებებს.
პაკოლი უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას შეყვანიდან 5-10 წუთში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის პიკი ვლინდება 1 საათის შემდეგ და ამ ეფექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-დან 6 საათამდეა.
პაკოლი ამცირებს ცხელებას შეყვანის დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში, სიცხის დამწევი ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 6 საათს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 2 გ-მდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და 24 საათის განმავლობაში განმეორებითი მიღების შემდეგ.
პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა 500 მგ და 1 გ პაკოლის ინფუზიის შემდეგ იგივეა, რაც დაფიქსირდა 1 გ და 2 გ პროპაცეტამოლის ინფუზიის შემდეგ (შეესაბამება 500 მგ და 1 გ პარაცეტამოლს შესაბამისად). პარაცეტამოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 500 მგ და 1 გ პრეპარატის 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის ბოლოს არის დაახლოებით 15 მკგ/მლ და 30 მკგ/მლ შესაბამისად.
განაწილება:
პარაცეტამოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ.
პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ცერებროსპინალურ სითხეში პრეპარატის 1 გ ინტრავენური შეყვანიდან 20 წუთის შემდეგ გამოვლინდა პარაცეტამოლის მაღალი კონცენტრაცია (დაახლოებით 1.5 მკგ/მლ).
მეტაბოლიზმი:
მოზრდილებში პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ორი ძირითადი ღვიძლისმიერი გზით: გლუკურონის მჟავას კონიუგაცია და გოგირდმჟავას კონიუგაცია. უკანასკნელი გზის გაჯერება სწრაფად ხორციელდება დოზებით, რომლებიც აღემატება თერაპიულ დოზებს. პარაცეტამოლის მცირე ნაწილი (4%) მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ით აქტიური შუალედური მეტაბოლიტის (N-აცეტილბენზოქინონიმინის) წარმოქმნით, რომელიც ნორმალურ პირობებში სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტათიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტურის მჟავასთან დაკავშირების შემდეგ. თუმცა, დოზის მასიური გადაჭარბებისას ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება.
ელიმინაცია:
პარაცეტამოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა ორგანიზმიდან 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატის (20-30%) კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელად. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.7 საათს, საერთო კლირენსი 18 ლ/სთ.
თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <10-30 მლ/წთ), პარაცეტამოლის გამოყოფა გარკვეულწილად შენელებულია, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-5.3 საათს.
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით გლუკურონიდის და სულფატის გამოყოფის სიჩქარე 3-ჯერ დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ხანდაზმულ პაციენტებში პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება; ბავშვებში განსხვავდება მხოლოდ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი და მოზრდილებთან შედარებით მცირეა (1.5-2 საათი). გარდა ამისა, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პარაცეტამოლი უფრო მეტად გამოიყოფა სულფატის სახით, ვიდრე გლუკურონიდის სახით, რაც დამახასიათებელია მოზრდილებისთვის. ამავდროულად, პარაცეტამოლის და მისი მეტაბოლიტების მთლიანი ექსკრეცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ერთნაირია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პაკოლი
(PACOL)
ზოგადი მახასიათებლები:
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: პარაცეტამოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო ან თითქმის უფერო გამჭვირვალე სითხე;
შემადგენლობა
საინფუზიო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
პარაცეტამოლს - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ცისტეინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი
ფარმაცევტული ფორმა
საინფუზიო ხსნარი, 100 მლ (10 მგ/მლ).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნერვული სისტემა. ანალგეტიკები.
სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი.
ათქ კოდი:N02BE01
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებების ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის დადგენილი; ის შეიძლება მოიცავდეს ცენტრალურ და პერიფერიულ მოქმედებებს.
პაკოლი უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას შეყვანიდან 5-10 წუთში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის პიკი ვლინდება 1 საათის შემდეგ და ამ ეფექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-დან 6 საათამდეა.
პაკოლი ამცირებს ცხელებას შეყვანის დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში, სიცხის დამწევი ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 6 საათს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 2 გ-მდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და 24 საათის განმავლობაში განმეორებითი მიღების შემდეგ.
პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა 500 მგ და 1 გ პაკოლის ინფუზიის შემდეგ იგივეა, რაც დაფიქსირდა 1 გ და 2 გ პროპაცეტამოლის ინფუზიის შემდეგ (შეესაბამება 500 მგ და 1 გ პარაცეტამოლს შესაბამისად). პარაცეტამოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 500 მგ და 1 გ პრეპარატის 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის ბოლოს არის დაახლოებით 15 მკგ/მლ და 30 მკგ/მლ შესაბამისად.
განაწილება:
პარაცეტამოლის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ.
პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ცერებროსპინალურ სითხეში პრეპარატის 1 გ ინტრავენური შეყვანიდან 20 წუთის შემდეგ გამოვლინდა პარაცეტამოლის მაღალი კონცენტრაცია (დაახლოებით 1.5 მკგ/მლ).
მეტაბოლიზმი:
მოზრდილებში პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ორი ძირითადი ღვიძლისმიერი გზით: გლუკურონის მჟავას კონიუგაცია და გოგირდმჟავას კონიუგაცია. უკანასკნელი გზის გაჯერება სწრაფად ხორციელდება დოზებით, რომლებიც აღემატება თერაპიულ დოზებს. პარაცეტამოლის მცირე ნაწილი (4%) მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ით აქტიური შუალედური მეტაბოლიტის (N-აცეტილბენზოქინონიმინის) წარმოქმნით, რომელიც ნორმალურ პირობებში სწრაფად ნეიტრალდება აღდგენილი გლუტათიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტურის მჟავასთან დაკავშირების შემდეგ. თუმცა, დოზის მასიური გადაჭარბებისას ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება.
ელიმინაცია:
პარაცეტამოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა ორგანიზმიდან 24 საათის განმავლობაში, ძირითადად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატის (20-30%) კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელად. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.7 საათს, საერთო კლირენსი 18 ლ/სთ.
თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <10-30 მლ/წთ), პარაცეტამოლის გამოყოფა გარკვეულწილად შენელებულია, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-5.3 საათს.
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით გლუკურონიდის და სულფატის გამოყოფის სიჩქარე 3-ჯერ დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ხანდაზმულ პაციენტებში პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება; ბავშვებში განსხვავდება მხოლოდ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი და მოზრდილებთან შედარებით მცირეა (1.5-2 საათი). გარდა ამისა, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პარაცეტამოლი უფრო მეტად გამოიყოფა სულფატის სახით, ვიდრე გლუკურონიდის სახით, რაც დამახასიათებელია მოზრდილებისთვის. ამავდროულად, პარაცეტამოლის და მისი მეტაბოლიტების მთლიანი ექსკრეცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ერთნაირია.
ჩვენება:
პაკოლის საინფუზიო ხსნარი ნაჩვენებია ზომიერი ტკივილის მოკლევადიანი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, და ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც ინტრავენური შეყვანა კლინიკურად გამართლებულია ტკივილის ან ჰიპერთერმიის მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობით და/ან შეყვანის სხვა გზები შეუძლებელია.
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზების უნებლიე გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, სიკვდილის ჩათვლით. დოზის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ჰეპატოტოქსიკურობის ინდივიდუალური რისკ ფაქტორები, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ქრონიკული არასრულფასოვანი კვება და დეჰიდრატაცია.
100 მლ ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის, მოზარდებისთვის და 33 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის.
დოზები გამოითვლება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.
პაციენტის წონა
ერთჯერადი
დოზა
ერთჯერადი მიღების მოცულობა
პაკოლის მაქსიმალური მოცულობა (10 მგ/მლ) ერთ შეყვანაზე ჯგუფის წონის ზედა ზღვრებზე (მლ)**.
მაქსიმალური დღიური დოზა*
> 33 კგ-დან ≤ 50 კგ-მდე
15 მგ/კგ
- 5 მლ/კგ
75 მლ
60 მგ/კგ არაუმეტეს 3გ
>50 კგ ჰეპატოტოქსიკურობის დამატებითი რისკ ფაქტორების არსებობისას
1 გ
100 მლ
100 მლ
3 გ
> 50 კგ და ჰეპატოტოქსიურობის დამატებითი რისკ ფაქტორების გარეშე
1 გ
100 მლ
100 მლ
4 გ
- მაქსიმალური დღიური დოზა: ზემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენები მაქსიმალური სადღეღამისო დოზა განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს და შესაბამისად ასეთი პრეპარატებისთვის უნდა დაკორექტირდეს დოზა.
- *პაციენტებში სხეულის დაბალი წონით რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი მოცულობის შეყვანა. ინექციებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები, დღეში 4 ინექციაზე მეტი დაუშვებელია. თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს ყოველ მიღებას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის თითოეულ დოზას შორის მინიმალური ინტერვალის დაცვა უნდა განხორციელდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
კრეატინინის დონე
დოზირების ინტერვალი
≥50 მლ/წთ
4 საათი
10- 50 მლ/წთ
6 საათი
< 10 მლ/კგ
8 საათი
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
შეყვანის წესი:
საჭიროა სიფრთხილე ამ სამკურნალო პროდუქტის დანიშვნისას და შეყვანისას, რათა თავიდან აიცილოთ დოზირების შეცდომები მილიგრამს (მგ) და მილილიტრს (მლ) შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და სიკვდილი. დანიშნულებაში საჭიროა მიეთითოს როგორც მთლიანი დოზა მგ-ში, ასევე მთლიანი დოზა მოცულობით.
პარაცეტამოლის ხსნარი შეჰყავთ 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პარაცეტამოლის პრეპარატების შემთხვევაში, წამლის გვერდითი რეაქციები იშვიათია (>1/10000, <1/1000) ან ძალიან იშვიათი (<1/10000), ისინი აღწერილია ქვემოთ:
ორგანოთა სისტემა
იშვიათი
>1/10000, <1/1000
ძალიან იშვიათი
<1/10000
ზოგადი
სისუსტე
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
გულ-სისხლძარღვთა
ჰიპოტენზია
ღვიძლი
ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება
თრომბოციტები/სისხლი
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა ხშირი გვერდითი რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი და წვა).
აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, დაწყებული მარტივი გამონაყარიდან კანზე ან ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე და საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
აღწერილია ერითემის, სიწითლის, ქავილისა და ტაქიკარდიის შემთხვევები.
დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან პროპაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის პროწამალი) მიმართ.
- მძიმე ჰეპატოცელულური უკმარისობა.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრობენეციდი იწვევს პარაცეტამოლის კლირენსის თითქმის 2-ჯერ შემცირებას გლუკურონის მჟავასთან მისი კონიუგაციის ინჰიბირებით. პრობენეციდთან ერთდროული მკურნალობისას გასათვალისწინებელია პარაცეტამოლის დოზის შემცირების შესაძლებლობა.
სალიცილამიდს შეუძლია გაახანგრძლივოს პარაცეტამოლის T1/2 გამოყოფა.
სიფრთხილეა საჭირო ფერმენტების მაინდუცირებელი სუბსტანციების ერთდროული მიღებისას.
პარაცეტამოლის (4 გ დღეში მინიმუმ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულმა გამოყენებამ ორალურ ანტიკოაგულანტებთან შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. აუცილებელია INR მაჩვენებლების კონტროლი როგორც ერთდროული გამოყენების პერიოდში, ასევე პარაცეტამოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 1 კვირის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი (მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში, ქრონიკულად არასრულფასოვანი კვების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის ინდუქტორებს. ამ შემთხვევებში დოზის გადაჭარბება შეიძლება ფატალური იყოს.
სიმპტომები ძირითადად ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში და მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, ანორექსიას, სიფერმკრთალეს და მუცლის ტკივილს. დოზის გადაჭარბება, 7.5 გ ან მეტი პარაცეტამოლის ერთჯერადად მიღება მოზრდილებში ან 140 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად ბავშვებში, იწვევს ღვიძლის ციტოლიზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრული და შეუქცევადი ნეკროზი რასაც მოჰყვება ჰეპატოცელულური უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი და ენცეფალოპათია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ამავდროულად, აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის დონის მატება, ასევე პროთრომბინის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ.
ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები, როგორც წესი, თავდაპირველად ვლინდება ორი დღის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ.
გადაუდებელი ზომები
- სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
- დოზირების გადაჭარბების შემდეგ, მკურნალობის დაწყებამდე, რაც შეიძლება მალე, აიღეთ სისხლის ნიმუში პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრისთვის.
- მკურნალობა მოიცავს ანტიდოტის, N-აცეტილცისტეინის (NAC) შეყვანას ინტრავენურად ან პერორალურად, თუ შესაძლებელია დოზის გადაჭარბებიდან 10 საათის განმავლობაში. თუმცა, NAC-ს შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული ხარისხის დაცვა 10 საათის შემდეგაც კი, მაგრამ ამ შემთხვევებში საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.
- სიმპტომური მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პარაცეტამოლის ინტრავენური შეყვანის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა, პარაცეტამოლის პერორალური თერაპიული დოზების გამოყენების ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ მიუთითებს არასასურველ ეფექტებზე ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
ორსულობის დროს პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება არ ზრდის თანდაყოლილი მანკების რისკს.
რეპროდუქციული კვლევები პარაცეტამოლის ინტრავენური ფორმით ცხოველებში არ ჩატარებულა. თუმცა, ორსულ ქალებზე პერორალური გამოყენების კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური მოქმედება.
კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს სარგებელი რისკის შეფასების შემდეგ. ამ შემთხვევაში მკაცრად უნდა იყოს დაცული რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა.
ლაქტაცია
პერორალური მიღების შემდეგ, პარაცეტამოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ ჩვილებში არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებულია პაციენტის გადაყვანა პერორალური მკურნალობისთვის შესაფერის ანალგეტიკებზე, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.
დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის ან პროპაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.
რეკომენდებულზე მაღალი დოზები იწვევს ღვიზლის სერიოზული დაზიანების რისკს.
ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი) ჩვეულებრივ პირველად ვლინდება პრეპარატის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, ხოლო პიკი აღინიშნება 4-6 დღის შემდეგ. ანტიდოტით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე.
პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისთანავე.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ჰეპატოცელულური უკმარისობა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ);
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- ქრონიკული არასრულფასოვანი კვება (ღვიძლის გლუტათიონის დაბალი მარაგი);
- დეჰიდრატაცია.
გამოყენებამდე პრეპარატი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს რაიმე ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გავლენა ავტომობილის ტარების და დანადგარების გამოყენების უნარზე:
არ განიხილება.
შეფუთვა:
100 მლ საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში, 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს „ავერსი-რაციონალი“ (საქართველო).
მისამართი:
დავით კობახიძის 33,
თბილისი, 0198 საქართველო
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



