პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივი#დონალდ ტრამპი
არქივი

#დონალდ ტრამპი

news.ge-ის ძველი საიტის რედაქციის 467 სტატია ამ თემაზე, ცვლილებების გარეშე.

19 თებერვალი 2025

ბორის ჯონსონი: რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ ამერიკამ შეუტია იაპონიას პერლ ჰარბორზე

"როდის დავასრულებთ ამ სკანდალებს დონალდ ტრამპის შესახებ და დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის შეწყვეტაში? რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ ამერიკამ შეუტია იაპონიას პერლ ჰარბორზე. რა თქმა უნდა, ქვეყნაში,…

19 თებერვალი 2025

როჯერ უიკერი: პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი

ამერიკელი სენატორი მისისიპის შტატიდან როჯერ უიკერი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამბობს, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომის კრიმინალია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის ნდობა უკრაინასთან დაკავშირებით…

19 თებერვალი 2025

"შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან სერიოზული სურვილი ოფიციალური პირების მხრიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაემატოს მაგნიტსკის სიას"

"...მე უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიმყოფებოდი გასულ კვირას და მქონდა საშუალება შევხვედროდი აშშ-ის წამყვან კანონმდებლებს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს და შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან სერიოზული სურვილი ოფიციალური პირების მხრიდან, რომ…

19 თებერვალი 2025

ანდჟეი დუდა: აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას არ შეამცირებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ დუდამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის…

17 თებერვალი 2025

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ,…

16 თებერვალი 2025

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინთან შეცდომა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეცდომა იყო. მისი თქმით, ტრამპისა და პუტინის საუბარი სარგებელს მოუტანს კრემლს.…

16 თებერვალი 2025

Politico: ტრამპის გუნდი უკრაინაში ომზე მოლაპარაკებისთვის საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში ჩავა

Politico-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, რათა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ერთად ომის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. გამოცემას ამის შესახებ ორმა…

14 თებერვალი 2025

გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს

გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს: ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ პუტინს მისი ეშინია, ამიტომაცაა პუტინი დაჟინებით რომ ითხოვს მშვიდობას. ტრამპი ზელენსკის უსაფრთხოების ერთერთ გარანტიაზე მტკიცე…

12 თებერვალი 2025

დათო მაღრაძე იტალიურ გამოცემას: ზემოაღნიშნული ფონის და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოს იმავე ტემპერატურის დაპირისპირება მოსთხოვო რუსეთთან, როგორც გერმანიასა ან საფრანგეთს, ვფიქრობ, არც ლოგიკურია და არც სამართლიანი

ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხვებს პასუხობს და საუბრობს ისეთ…

11 თებერვალი 2025

დონალდ ტრამპი: მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ

შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ…

9 თებერვალი 2025

ბორის ჯონსონი: დადგა მომენტი, რომ ვაჩვენოთ ძალა და ჩვენი მტკიცე რწმენა პუტინს, დონალდ ტრამპი კი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება

"დადგა მომენტი, რომ ვაჩვენოთ ძალა და ჩვენი მტკიცე რწმენა პუტინს, დონალდ ტრამპი კი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება" - Daily Mail-ი ბორის ჯონსონის სიტყვებს ციტირებს. "ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ომმა ერთი რამ გვასწავლა - არასოდეს,…

7 თებერვალი 2025

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები

"პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები და, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. მინდა, რომ ეგ ომი დამთავრდეს უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ამდენ ადამიანს კლავენ. მილიონობით ადამიანს კარგავ ბრძოლის ველზე" - თქვა…

6 თებერვალი 2025

მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა. „ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ამ თარიღში გეგმავს ჩამოსვლას, თუ განრიგი არ შეიცვლება“, - განაცხადა…

4 თებერვალი 2025

Reuters: აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე ხნით შეჩერების შემდეგ განახლდა. Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო…

4 თებერვალი 2025

დონალდ ტრამპი: უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს - შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას…

3 თებერვალი 2025

CBS News - დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა - მისი რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა , - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო…

3 თებერვალი 2025

WSJ: ამერიკულ ბანკ JPMorgan-ში თურქეთისთვის გაგზავნილი რუსული $2 მილიარდია გაყინული

გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში, რუსეთმა რამდენჯერმე თურქეთს დიდი ოდენობის თანხა გაუგზავნა. გამოცემის ცნობით, მოკლე ვადაში გადარიცხვების…

24 იანვარი 2025

დონალდ ტრამპი კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებზე მასალებს ასაჯაროებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულებას ხელი მოაწერა. "ბევრი ადამიანი ამას წლები, ათწლეულები ელოდა და ყველაფერი…

23 იანვარი 2025

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. „ეს…

22 იანვარი 2025

დონალდ ტრამპი, ოფიციალურად მიმართავს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს: დათანხმდით ახლა და შეწყვიტეთ ეს სასაცილო ომი! საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავა

დონალდ ტრამპი, ოფიციალურად მიმართავს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს: "მე არ ვცდილობ ზიანის მიყენებას რუსეთისთვის. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან – და ეს, მიუხედავად რადიკალური მემარცხენეების…

22 იანვარი 2025

დონალდ ტრამპი მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიის ოფისსა და პროგრამებს აუქმებს

ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ყველა ოფისი და პროგრამა გაუქმდება და ამ მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს, ოთხშაბათს, 17:00 საათიდან, ანაზღაურებად…

22 იანვარი 2025

forbes.ge: რამდენია აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი?

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ხელფასის სახით წელიწადში $400,000-ს იღებს, რომელიც მას ყოველთვიურად, შესაბამისი ოდენობით ერიცხება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აშშ-ის…

21 იანვარი 2025

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა [ვიდეო]

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა. ძირითადი აქცენტები: ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში; ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე, ჩვენი სუვერენიტეტი…

21 იანვარი 2025

დონალდ ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. ABC News-ის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა…

20 იანვარი 2025

დონალდ ტრამპი: ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება - ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და თავს უფლებას არ მივცემთ, ჩვენით ბოროტად ისარგებლონ

ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას…

20 იანვარი 2025

სალომე ზურაბიშვილი: მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე

მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, რომ ხელი შეუწყო ყველა მაღალი დონის კონტაქტს და მხარი დაუჭირა საქართველოს…

18 იანვარი 2025

ტრადიცია გრძელდება - Coca‑Cola-ს CEO დონალდ ტრამპს შეხვდა და პერსონალური ბოთლი გადასცა

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ინფორმაციით", ამერიკული The Coca‑Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ქუინსი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა და კოკა-კოლა ზეროს პერსონალური შუშის ბოთლი გადასცა. "ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას,…

17 იანვარი 2025

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე: დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა

დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა. ორბანის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის…