ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდჟეი დუდა: აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას არ შეამცირებს

ანდჟეი დუდა: აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას არ შეამცირებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ დუდამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"აშშ-ს არ სურს, რომ აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში შეამციროს აქტივობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ და არ სურს, რომ შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წყალობით, უკრაინაში ომი დასრულდება". - თქვა დუდამ.

პოლონეთში ვიზიტის შემდეგ კელოგი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.