დონალდ ტრამპი: მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ

შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარების უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურება სურს.
„მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია