ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა

Reuters: აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე ხნით შეჩერების შემდეგ განახლდა.

Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ პოლიტიკას განიხილავდა. მათივე თქმით, თეთრ სახლში ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

გამოცემა წერს, რომ იარაღის მიწოდება მას შემდეგ განახლდა, რაც თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ყველანაირი დახმარების მიწოდების შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილება გააუქმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შედეგად,  ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მის განკარგულებაში დაახლოებით $3.8 მილიარდის ღირებულების დახმარება არის, რომლის უკრაინისთვის გამოყოფის საშუალებაც აქვს, თუკი მისი ადმინისტრაცია ამას გადაწყვეტს.

როგორც გამოცემა წერს, ის, რომ სამხედრო დახმარება აშშ-ს მარაგებიდან გამოიყოფოდა, მისი გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ ეჭვებს აჩენდა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.