ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე: დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე: დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა

დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

ორბანის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერის შეფასებით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ „მწარე, რთული და მტკივნეული“ ადმინისტრაციის დასასრული გარდამტეხი მომენტია.

ორბანის მტკიცებით, 2020 წლის არჩევნები ტრამპს გაყალბების გზით მოიპარეს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა “დემოკრატები“ ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და „გენდერული სიგიჟის“ ხელშეწყობისთვის გააკრიტიკა. ორბანის მტკიცებით, „დემოკრატები“ თავიანთ მიზნებს კონფლიქტის გზით ახორციელებენ, როგორც ეს უკრაინის ომში ჩანს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.