პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინთან შეცდომა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეცდომა იყო.

მისი თქმით, ტრამპისა და პუტინის საუბარი სარგებელს მოუტანს კრემლს.

სიკორსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და არა მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი ნდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

კითხვაზე, რას ეტყვის ტრამპს, სიკორსკიმ უპასუხა: „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინას დაიპყრობს, ეს ჩინეთს გაუგზავნის სიგნალს… ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ამერიკის სტრატეგიაზე და ალიანსის სისტემაზე და შესაძლოა ტაივანის მომავალზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…