ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს - შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

დონალდ ტრამპი: უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს - შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიტ კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.

„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.