გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს
n.news.genews.ge-ის არქივი
გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს:
ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ პუტინს მისი ეშინია, ამიტომაცაა პუტინი დაჟინებით რომ ითხოვს მშვიდობას.
ტრამპი ზელენსკის უსაფრთხოების ერთერთ გარანტიაზე მტკიცე მხარდაჭერას დაპირდა, თუმცა რა გარანტიაზეა საუბარი - ჯერჯერობით საიდუმლოა.
ისაუბრეს უკრაინაში ევროპის სამშვიდობო ძალების ჩაყენების საკითხზე.
ტრამპმა ზელენსკის აუხსნა, რომ იზიარებს მის შეშფოთებას პირველად ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამო. მან აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი აუცილებელი იყო დიპლომატიური ძალისხმევის შემდგომი წარმატებისთვის.
ტრამპი დაეთანხმა ზელენსკის, როცა ზელენსკიმ ახსენა რომ პუტინი ტრამპს მხოლოდ იმას ეუბნება, რისი მოსმენაც მას უნდა. ტრამპის თქმით, ზელენსკი შეიძლება მართალი იყოს.
ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩამოვიდეს უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფიც.
ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთის პირადი ნომრები გაცვალეს, ბოლოს ტრამპმა დაამატა, რომ ზელენსკის შეუძლია მას პირდაპირ და პირადად დაურეკოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.