ირაკლი ჩიქოვანი
თავდაცვის მინისტრი
პერსონის ქრონიკა
ირაკლი ჩიქოვანი მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
8 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ენმ-ის წარმომადგენლებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ ბრალდებები გააბათილეს და პროცესს ავტორიტარიზმის ლეგალიზაცია უწოდეს.
ენმ-ი თავისი ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ სასამართლოში მოწმის სახით „ოცნების“ იმ წევრების გამოკითხვა მოითხოვა, მათ შორის მინისტრების — გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...
საკონსტიტუციო სასამართლოდან ხატია დეკანოიძე გააძევეს, მას შემდეგ რაც მან ბიძინა ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ დეკანოიძე სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მოწმედ დაკითხვაზე. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განმარტებით, პლენუმმა საქმესთან მათი კონკრეტული შემხებლობა ვერ დაინახა.
„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენ
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაემატნენ. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე მიიღეს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.
"ბიძინა წადი!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდება
„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით უმრავლესობის სხდომა იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილე ზურაბ ცეცხლაძემ ივანიშვილს 2012 წლის შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და „ქართველი ერის გადაგდებაში“ დასდო ბრალი.
ირაკლი ჩიქოვანი: ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ვეტერანების გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა თავდაცვის ძალებს და თითოეული მათგანი განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანია.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საველე სწავლებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა სწავლება "მახვილი თვალის" ფარგლებში კულმინაციური საველე სწავლება გამართეს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.