ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოდან ხატია დეკანოიძე გააძევეს, მას შემდეგ რაც მან ბიძინა ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ დეკანოიძე სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...რადიო თავისუფლება

დეკანოიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, მოითხოვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოწმის სახით.

"ვინადან, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამინის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითრების ფონზე საქარველოს დაახლოება [რუსეთთან] ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველად ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს", - თქვა ხატია დეკანოიძემ

მოსამართლე, რევაზ ნადარაიამ მას ჰკითხა რა გარემოებს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი.

"სარჩელთან დაკავშირებით, რა გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრებს?", - იკითხა მოსამართლემ,

ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე "მაცალეთ", მოსამართლე ნადარაიამ უპასუხა, რომ "ვერ აცდიდა".

ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძავას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით გამოძახება. მისი განცხადებით, მას სხვების გამოძახების შუამდგომლობაც ჰქონდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, დეკანოიძეს სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა.

"გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხოდმის დარბაზიდან მათ შორის წარმომადგენელი", - თქვა ნადარაიამ,

ხატია დეკანოიძე: "რატომ რუსეთზე რომ ვლაპარაკობ?"

რევაზ ნადარაია: "რა შუაშია, ნუ მანიპულირებთ ამ რუსეთით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვინაიდან არ ემორჩილენა სასამართლოს სხოდმის განკარგულების მითიღებებს, ის [ხატია დეკანოიძე] გაძევებულია სასამართლოს სხდომის დარბაზიდან"

ხატია დეკანოიძე შუამდგომლობის დასრულების ნებას ითხოვდა, თუმცა მოსამარლემ მის გაძევებაში დახმარება მანდატურს სთხოვა და დეკანოიძეს უპასუხა, რომ "თუ შაუმდგომლობის დაყენებაზე დარდობს, სხვა დააყენებს შუამდგომლობას" და დაამატა - "ნუ იქცევით ისე როგორც არ უნდა იქცეოდეთ სასამარლო დარბაზში".

ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ანი წითლიძემაც დააყანეს, თუმცა შუამდგომალობა არ დაკმაყოფილდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის გარდა, მინისტრების გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ზურაბ პატარაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გეკა გელაძის დაბარებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სხვადასხვა პოსტებზე.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა. სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინადან, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამინის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითრების ფონზე საქარველოს დაახლოება [რუსეთთან] ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველად ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს“
ხატია დეკანოიძე
„რატომ რუსეთზე რომ ვლაპარაკობ?“
ხატია დეკანოიძე
„რა შუაშია, ნუ მანიპულირებთ ამ რუსეთით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას“
რევაზ ნადარაია
„გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხოდმის დარბაზიდან მათ შორის წარმომადგენელი“
რევაზ ნადარაია
„ხატია დეკანოიძე შუამდგომლობის დასრულების ნებას ითხოვდა, თუმცა მოსამარლემ მის გაძევებაში დახმარება მანდატურს სთხოვა და დეკანოიძეს უპასუხა, რომ“
ხატია დეკანოიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ენმ „ოცნების“ იმ წარმომადგენლების გამოკითხვას ითხოვს, რომლებიც მათ დროს თანამდებობებზე იყვნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები