პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტრო

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კომპოზიტორ ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემები“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა გაიმართა
იმედინიუსი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“-ს, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემები“- მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ 88 მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრი, ოპერის გუნდი და ქართველი სოლისტები. პრემიერა წარმოადგენდა რამდენიმე კლასიკური ჟანრის სინთეზს.

ღონისძიების პირველი ნაწილი სრულად დაეთმო მსოფლიო პრემიერას - ვიოლინოსთვის დაწერილ ინოვაციურ ნაწარმოებს, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. მუსიკალური კომპოზიცია შემოდგომის სევდიდან და შემოქმედის მარტოობის განცდიდან თანდათან იმედის კუნძულისკენ მიემართება, რაც თავისებური ნუგეშია ყველა ხელოვანისთვის. ნაწარმოების ფინალში, სოლო ვიოლინოსთან ერთად, გუნდი და სოლისტი სოპრანო პოლ ვერლენის „სატურნის პოემებს“ ააჟღერეს. კონცერტის მეორე ნაწილში მაყურებელმა მოისმინა ცნობილი არიები ოპერებიდან და ვოკალური ციკლები გუსტავ მალერის შემოქმედებიდან.

საღამოში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ვერიკო ჭუმბურიძე, ირინა შერაზადიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ზაალ ხელაია, ქეთევან პაპინაშვილი და ქეთევან კარდანახიშვილი. მსმენელის წინაშე წარსდგა ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი, ასევე თბილისის საერთაშორისო კამერული გუნდი „ბგერათა ფერი“. პრემიერას უდირიჟორა იოსებ ჯუღაშვილმა.

ღონისძიებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში შედგა დებიუტანტების ამირან მენოგნიშვილისა და ლუკა კაპანაძის სცენური დებიუტი.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა გაიმართა „ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმა ლუკა პატარქალაშვილმა, თეზი ოსეფაიშვილმა, ლუკა კიკნაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ნატალია კუციამ და გიორგი კიკაძემ.

სავიოლინო კონცერტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან კომპანია RMG, შპს „ფავორიტი სტილი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, რადიო „ფორტუნა“, „სტეინვეი ჯორჯია“, „რენტალ ჯორჯია“ და კომპანია „ასკანელი ფალესტრა“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხმაური სასამართლო დარბაზში - მოსამართლე ლემონჯავას დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, გორდულაძეს კი შენიშვნა მისცაწაიკითხე

უახლესი ამბები