ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბიძინა წადი!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდება

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით უმრავლესობის სხდომა იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილე ზურაბ ცეცხლაძემ ივანიშვილს 2012 წლის შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და „ქართველი ერის გადაგდებაში“ დასდო ბრალი.

"ბიძინა წადი!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდება
"ბიძინა წადი!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდებაTV პირველი

"ბიძინა წადი" - ამ მოწოდებით აქცია გრძელდება "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

გორგასლის 20 ნომერში შეკრებილები "ოცნების" საპატიო თავმდჯომარეს იმ დაპირებებს ახსენებენ, რომლებიც არ შეუსრულებია.

"თქვენ გადააგდეთ ქართველი ერი" - მიმართავს აქციიდან პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ივანიშვილს.

ბიძინა წადი, დაგვანებე თავი, თქვენი მილიარდებით ყველგან კარგად იცხოვრებთ, ნუ დაღუპავთ ამ ქვეყანას ბოლომდე. სად არის ის დაპირიბები, რომელიც 2012 წელს გაკეთდა თქვენს მიერ. სად არის იაფი და უფასო ფული ბატონო ბიძინა, სად არის ემიგრანტების დაბრუნება, სად არის ყოველ სოფელს 5 მილიონი, რატომ მოატყუეთ და გადააგდეთ ქართველი ერი?" - მიმართავს ზურაბ ცეცხლაძე ივანიშვილს.

"ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - "ოცნების" პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის კადრები გაავრცელა.

უხმოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე სხდომაზე შედის, წინ მჯდომ დეპუტატებს ხელს ართმევს და სკამზე ჯდება.

კადრების თანახმად, უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვება ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კირცხალია.

სხდომას ესწრება პარლამენტის უმრავლესობა, ასევე მინისტრთა კაბინეტი. კადრებში ჩანს მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, სულხან თამაზაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი. ასევე სხდომაზეა წარმოდგენილი თეა წულუკიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ გადააგდეთ ქართველი ერი“
ზურაბ ცეცხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები